„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას

„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - სახელმწიფომ დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას

access_time2021-01-14 15:00:00

სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სახელით დაადასტურა, რომ არ დაუშვებს პურის გაძვირებას, – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ლევან სილაგავამ განაცხადა.



ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ რუსეთის მიერ 15 თებერვლიდან 30 ივნისის ჩათვლით მარცვლეულის ექსპორტზე კვოტირების შემოღებასა და საბაჟო ტარიფების მატებაზე ისაუბრა.



როგორც სილაგავა აცხადებს, რუსეთის მიერ ხორბლის მიწოდების ფასის ზრდა საქართველოზე ნეგატიურად აისახება, საერთაშორისო ბირჟებზე კი აღნიშნულმა სერიოზული რყევები გამოიწვია.



რაც შეეხება საქართველოს, მისი თქმით, დღევანდელი პროგრამის მიხედვით, პურის ფასი პირველ თებერვლამდე არ გაიზრდება. ხოლო იმისთვის, რომ პირველი თებერვლიდან არ გაძვირდეს პური, სახელმწიფოს მხრიდან 10 - ლარიანი სუბსიდირება არასაკმარისი იქნება.




„დღეს ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი არის 68 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ის რომ 68 ლარია თავისუფალ ბაზარზე, მომავალ 2 თვიან ტენდენციაში 10 - ლარიანი სუბსიდირება აღარ ყოფნის.



დღევანდელი პროგრამა რომელიც მუშაობს, პურის ფასს დადასტურებულად არ აძვირებს პირველ თებერვლამდე. რაც შეეხება მეორე ტენდერის პირობებს, თუ ტენდერის პირობები არ გადაიხედა, სახელმწიფო არ წავიდა პირობების შეცვლის კუთხით, ფასი იქნება საბაზრო და საბაზრო ფასის პირობებში პურის ფასიც გადაიხედება.



თუმცა, სახელმწიფომ გუშინ, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გელა ხანიშვილის სახელით დაადასტურა, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს პურის გაძვირებას, გადაიხედება ტენდერის პირობები, რომ არ გაძვირდეს პური და მეტი სუბსიდირების თანხა ჩაიდება ან სხვა მექანიზმზე იქნება საუბარი“,-აცხადებს სილაგავა.



ამასთან, როგორც სილაგავა აცხადებს, გაძვირებული კომუნალური ტარიფები 1 ტომარა ფქვილზე ფასის მატებას მაინც გამოიწვევს და ელექტროენერგიის კომპონენტის სუბსიდირების თვალსაზრისითაც 1 ტომარა ფქვილის ფასი 1-1.50 ლარით გაიზრდება.



„გაძვირებული ტარიფების პირობებში, მიუხედავად იმისა, რომ გაძვირების 50%-ს სახელმწიფო სუბსიდირებით აფინანსებს 1 წლის განმავლობაში, მათ შორის, შედიან წისქვილკომბინატებიც, 1 ტომარა ფქვილზე გაძვირება სუბსიდირების ჩათვლით მაინც ხდება. ჩვენი გათვლებით 1-1.50 ლარის ფარგლებში. ელექტროენერგიის კომპონენტი, მათ შორის, დასუბსიდირებული, სამწუხაროდ, მაინც აძვირებს 1 ტომარა ფქვილს“,-აცხადებს სილაგავა.



IPN.GE





თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up