ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა

ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა

access_time2022-09-29 15:40:00

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ერთი ტომარა ფქვილის ფასი 13 ლარით შემცირდა.


როგორც მან „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ფასის შემცირება ორმა ფაქტორმა განაპირობა, ე.წ. უკრაინის დერეფანმა და რუსეთში ხორბლის უხვმა მოსავალმა.


„მსოფლიო ბაზრებზე ხორბლის ფასი შემცირდა. ხორბლის ფასი 2-3 თვის წინ პიკზე იყო 400 დოლარის ფარგლებში, დღეს კი შემოსატანი ხორბლის ფასი 320 დოლარის ფარგლებშია. ასევე, პიკის დროს 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 85 ლარი იყო, დღეს არის 72 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, ეს არის ასახული ბაზარზე. რამდენადაც ცნობილია, ჩვენმა კოლეგა პურის მწარმოებლებმა პურის გარკვეულ სახეობებზე ფასი 10 თეთრით შეამცირეს. ეს ის ინფორმაციაა, რაც პრესიდან ვიცით.


ფქვილის ფასის შემცირება განაპირობა იმან, რომ რამდენიმე თვის წინ უკრაინის ე.წ.ხორბლის დერეფანი ამუშავდა. იცით, რომ სერიოზული პრობლემა იყო უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის გამოტანა, მათ შორის, ხორბლის, იქიდან გამომდინარე, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ამ დერეფნის ამუშავებამ შესაძლებლობა მისცა მსოფლიო ბაზარს, რომ მიწოდებულიყო ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები. ამან დააბალანსა მსოფლიო ბაზარზე ვითარება. აგრეთვე, დაიწყო ხორბლის ახალი მოსავლის მიღება რუსეთში, სადაც რეკორდული მოსავალია.


შესაბამისად, ორმა ფაქტორმა - უკრაინის ე.წ.დერეფანმა და რუსეთში ხორბლის ძალიან დიდმა მოსავალმა გამოიწვია ის, რომ ფასების კლება დაიწყო. გაიაფდა მცურავი ბაჟიც, ყოველკვირეული ბაჟი. როდესაც 2-3 თვის წინ 100 დოლარზე მეტი იყო, პიკზე 140 დოლარი, დღეს არის 45 დოლარი. საკმაოდ დიდი კლება მოხდა. ამ ყველაფერმა მოგვცა საშუალება ხორბლის შემოტანა განახლებულიყო“,- განაცხადა სილაგავამ.



მისივე თქმით, ე.წ. ხორბლის დერეფნის, პირველ მონაკვეთს მუშაობის ვადა ნოემბრის თვეში გადის, რამაც შესაძლოა ფასის სტაბილურობას გარკვეული რისკები შეუქმნას.


„წისქვილკომბინატების გარკვეული ნაწილი, რომელიც გაჩერებული იყო ამუშავდა. დიდი წისქვილები უყურებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, მათაც შეეძლებათ ამუშავება, რაც ხორბლის მარაგების შექმნისთვის ძალიან კარგი წინაპირობაა. უსაფრთხოებისთვის გვჭირდება ეს ყველაფერი.


ე.წ. ხორბლის დერეფნის პირველ მონაკვეთს მუშაობის ვადა გადის ნოემბრის თვეში. ეს გასაგრძელებელია. ნოემბრის თვეში ამ ვადის გასვლასთან დაკავშირებით შესაძლოა, გარკვეული რისკები შეიქმნას ბაზარზე. რუსეთის პრეზიდენტმა უკვე დააანონსა და განაცხადა, რომ ისინი უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ხორბლის დერეფნის მუშაობასთან ერთად, რუსეთს არ ეძლევა საშუალება, რომ მათ შორის რუსული ხორბლის აქტიური გატანა მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ასევე სასუქების.


მემორანდუმი იყო გაეროსთან, რომ შეუფერხებლად მომხდარიყო რუსული ხორბლის გატანა. ხორბალი სანქცირებული არ არის, პრობლემა იყო ის, რომ რუსული ტვირთით დატვირთული გეგმების შესვლაა შეზღუდული პორტებში, მათ შორის ამსტერდამის, ჰამბურგის, ტრანსპორტირება არის შეზღუდული. აქედან გამომდინარე შესაძლოა, რომ ე.წ. ხორბლის დერეფანთან დაკავშირებით რისკები შეიქმნას. თუ გადაწყდა პოლიტიკურად და გაგრძელდება ე.წ. ხორბლის დერეფნის მუშაობა, მაშინ სტაბილური მდგომარეობა იქნება, თუ დაიბლოკება ეს დერეფანი, საომარი მოქმედებები გაგრძელდება ოდესის მხარეს, მაშინ შეიძლება საფრთხე შეექმნას და სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები“, - აღნიშნავს სილაგავა.


ipn.ge



თეგები:
ფქვილი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up