„თვენახევრის განმავლობაში ხორბლის მარაგების კუთხით პრობლემას გამოვრიცხავ“, - ხორბლის იმპორტიორი კომპანია

„თვენახევრის განმავლობაში ხორბლის მარაგების კუთხით პრობლემას გამოვრიცხავ“, - ხორბლის იმპორტიორი კომპანია

access_time2020-03-30 14:15:57

„ხორბლის მარაგების  კუთხით თვენახევრის განმავლობაში პრობლემას გამოვრიცხავ“, - ასე აფასებს ერთ-ერთი უმსხვილესი ხორბლის იმპორტიორი კომპანიის, „აგრიკომის“ გენერალური დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რუსეთმა, შესაძლოა, ხორბლის ექსპორტი შეზღუდოს. მისი თქმით, ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შეუფერხებლად ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს, დღეს ქვეყანაში 80 000 ტონამდე ხორბალი გვაქვს, რაც დაახლოებით ორი თვის მარაგია. გარდა ამისა, ქეთევან კუბლაშვილი ამბობს, რომ გზაშია შეკვეთილი გემები, რომლებიც უახლოეს მომავალში საქართველოში იქნება, რის შემდეგაც მარაგს კიდევ 70 ათასი ტონა ხორბალი დაემატება რაც , „აგრიკომის“ გენერალური დირექტორის თქმით, კიდევ თვენახევრის მარაგია.

 

„ვმუშაობთ ჩვეულებრივ რეჟიმში,  ხორბლის იმპორტი გრძელდება, არც ერთი წუთი არ ვჩერდებით. მოსალოდნელი საფრთხეები ნაწილობრივ არის - განცხადებები გაკეთდა, რომ შეიძლება რუსეთმა ხორბლის ექსპორტი შეზღუდოს თუმცა, ჯერჯერობით ამის საფუძველი რუსეთს არ აქვს. მათ ძალიან დიდი რაოდენობის ხორბალი აქვთ გასაყიდი, სწორედ ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს. თუმცა, რუსეთმა ხორბლის ექსპორტი რომ შეზღუდოს, მინდა გითხრათ, რომ ქვეყანაში მინიმუმ ორი თვის მარაგი იქნება. ყოველ დღე შემოდის პრაქტიკულად გემები, ამიტომ ხორბლის დეფიციტის შექმნის საფრთხეს ვერ ვხედავთ. გარდა ამისა, ამერიკულ მხარეს ვესაუბრებით 30 ათასი ტონის მოწოდებაზე, იგივე პროგრამის ფარგლებში როგორიც დეკემბერში მივიღეთ, სავარაუდოდ, მათთანაც მალე დავასრულებთ ამ მოლაპარაკებას. ამიტომ საშიშროება პრაქტიკულად არ არის, ხორბლის მარაგების ნაწილში შეგვიძლია მშვიდად ვიყოთ“, - განაცხადა ქეთევან კუბლაშვილმა.

 

ქეთევან კუბლაშვილის განცხადებით, ყოველთვის მნიშვნელოვანია მარაგები. მისი თქმით, როდესაც  ქვეყანას აქვს მარაგი იქ მეტ-ნაკლებად ძველ ფასი ნარჩუნდება. სწორედ ამიტომ „აგრიკომის“ გენერალური  დირექტორი  ამბობს, რომ მინიმუმ ერთი თვე,ხორბლის ფასი არ გაიზრდება. ქეთევან კუბლაშვილი ეროვნულ ვალუტაზეც ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს რომ გაუფასურებული ლარის გამო ხორბლის ფასი არ გაიზრდება. მისი თქმით, მომავალი თვენახევარი ხორბლის მარაგების მხრივ და ლარის კურსის კუთხით, მოსახლეობას შეუძლია მშვიდად იყოს. ქეთევან კუბლაშვილის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსოფლიო ბაზარზე ხორბალი გაძვირდა, მოსალოდნელ საფრთხეებზე თვენახევრის შემდეგ შეიძლება საუბარი.


 

„ჩემი პროდუქცია დოლარში შემოდის, მე ყველას ვეუბნები, რომ ხორბალი არ გაძვირდება, მაგრამ ლარის გაუფასურებით საკითხი საფრთხის ქვეშ დადგა. თუმცა, სახელმწიფომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო  „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“, პრაქტიკულად ეს პროგრამა უახლოეს დღეებში დაიწყებს მუშაობას და ახლა ამ პროგრამაში ჩართვის პროცედურებს გავდივართ. ორ დღიანი შეფერხებაა, უბრალოდ ვიცდით, რომ პროგრამაში ჩავერთოთ, რათა ხორბალი 3.0 კურსზე უფრო ძვირად არ გავყიდოთ. სახელმწიფოს 9 პროდუქტთან დაკავშირებით, პროგრამა რომ არ ჩაეშვა, ყველაფერი აუცილებლად გაძვირდებოდა. მე დოლარში შემომაქვს საქონელი, იმისთვის, რომ მომწოდებელს თანხა გადავურიცხო დოლარი უნდა ვიყიდო, შესაბამისად, გაზრდილი თანხით მომიწევდა პროდუქტის გაყიდვა. გაძვირების საკითხი დარგის ყველა წარმომადგენელმა გავიარეთ და როგორც მოვისმინე პურის გაძვირება არ მოხდება იმიტომ, რომ არ მოხდება ფქვილის გაძვირება იმიტომ, რომ ხორბლის ფასი ფიქსირდება 3.0 კურსზე“, - განმარტავს ქეთევან კუბლაშვილი.


ბაჩო ადამია 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up