ხორბლის იმპორტი 55%-ით შემცირდა, ფქვილის კი 13-ჯერ გაიზარდა - PMCG

ხორბლის იმპორტი 55%-ით შემცირდა, ფქვილის კი 13-ჯერ გაიზარდა - PMCG

access_time2022-09-08 19:00:29

საქართველოში 2021 წლის ივლისიდან, ხორბლის ფქვილზე და ხორბლის პურზე წლიური ფასები გაიზარდა. 2022 წლის ივლისში ხორბლის ფქვილზე ფასების ზრდამ წლიურად ყველა დროის მაქსიმუმს 36.5%-ს მიაღწია, ხორბლის პურის შემთხვევაში კი პიკს 2022 წლის ივნისში მიაღწია და 36.3%-იანი ზრდა აჩვენა, — ამის შესახებ აღნიშნულია PMCG-ის ანაგარიშში „ხორბლის და ფქვილის სექტორი საქართველოში“.


სექტორის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში ხორბლის იმპორტი საქართველოში შემცირდა 55%-ით 2021 წლის პირველ ნახევართან შედარებით და 16,7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 88,1% კლება რუსეთს მიეკუთვნება. მეორე მხრივ, 2022 წლის პირველ ექვსში თვეში ფქვილის იმპორტი 13-ჯერ იყო უფრო მაღალია 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით და მიაღწია 29,4 მლნ აშშ დოლარს, საიდანაც 98,1% რუსეთზე მოდიოდა.



„2017-2021 წლების განმავლობაში საქართველოში ხორბლის მთლიანი წლიური მარაგის უმრავლესობა იმპორტირებულ ხორბალს შეადგენდა. კერძოდ, საშუალოდ, იმპორტის წილი ხორბლის მთლიან მიწოდებაში 84% იყო. 


რუსეთიდან იმპორტზე საქართველოს მაღალი დამოკიდებულების გათვალისწინებით და ხორბლის შიდა წარმოების დაბალი თვითკმარობის თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ხორბლის ბაზრის დივერსიფიკაცია და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საქართველოსთვის, შესაბამისად აუცილებელია დიალოგი პოტენციურ სავაჭრო პარტნიორებს შორის, როგორიცაა გრძელვადიან პერსპექტივაში ყაზახეთი და თურქეთი“,  აღნიშნულია ანგარიშში.

თეგები:
PMCG



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up