ხორბლის გარეშე დარჩენა არ გვემუქრება და არც ფასი გაიზრდება - ლევან სილაგავა

ხორბლის გარეშე დარჩენა არ გვემუქრება და არც ფასი გაიზრდება - ლევან სილაგავა

access_time2020-03-25 18:00:28

„ ხორბლის ფასთან და იმპორტთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავთ, თუ რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციულად  არ შეიცვალა სიტუაცია კორონავირუსის ფონზე“ - საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა რუსული ხორბლის გაძვირებასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ საქართველოში ხორბლის ფასი არ გაიზრდება.


რამდენიმე დღის წინ, რუსული მედიის ცნობით, ერთი ტონა ხორბალი 170, 5 დოლარამდე გაძვირდა, მაშინ როცა ერთი ტონა URAL-ის ტიპის ნავთობი, დღევანდელი კურსით, 164 დოლარი ღირს. აქამდე რუსულ ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 155 დოლარი ღირდა.  რუსული ხორბლის ფასის მკვეთრი მატების მიზეზად პროდუტზე გლობალური მოთხოვნის ზრდა და რუბლის შესუსტება სახელდება.


ლევან სილაგავა „კომერსანტთან“ ხორბლის ბაზრის ანალიზისას განმარტავს, რომ რუსული ხორბლის ფასის ცვლილება ისეთი მძაფრი არ ყოფილა ბოლო პერიოდში, როგორიც ნავთობის ფასის ვარდნა იყო, ამან გამოიწვია შეშფთება საზოგადოებაში. მისივე თქმით, საქართველოში ხორბლის ფასი არ გაიზრდება, რადგან რუსეთში წელს კარგი მოსავლის მოლოდინია.  


რუსეთში ხორბალი ძალიან მცირედით გაძვირდა და ეს მსოფლიოში არსებული აჟოტაჟის გამო იყო. პრესაში დაიწერა, რომ რუსეთში ხორბლის ფასმა ნავთობის ფასს გადააჭარბა -  სინამდვილეში ნავთობის ფასი სერიოზულად დაეცა მსოფლიო ბაზრებზე და მათ შორის რუსეთში, ის ჩამოვიდა ხორბლის ფასზე დაბლა. ეს იყო ნავთობის ფასის დაცემა და არა ხორბლის ფასის მომატება. ივნისისთვის რუსეთში კარგი მოსავლის მოლოდინია და მარაგებიც აქვთ.“- აღნიშნა ასოციაციის ხელმძღვანელმა.


ყველაზე ცუდი სურათის შემთხვევში, არის თუ არა ქვეყანაში ხორბლის საკმარისი მარაგი და განიხილება თუ არა ახალი ბაზრების ათვისება, ამასთან დაკავშირებით ლევან სილაგავამ აღნიშნა, რომ არსებული მარაგი ქვეყანას 2 თვე ეყოფა და ტვირთის შემოტანაც შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამასთან, ახალი კონტრაქტებისა და სავალუტო რისკების დაზღვევის პროგრამით ხორბლისა და შემდგომ მისგან მიღებული პროდუქტის ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის.



„ჩვენ ახლა გვაქვს 90 000 ტონამდე ხორბლის მარაგი, ეს არის 2 -2,5 თვის სამყოფი პროდუქტი ქვეყნისთვის. ამას ემატება, ახალი კონტრაქტები, დატვირთული გემები, რომელიც გზაშია. უკრაინის პორტებიც გვაქვს და განიხილება ყაზახური ბაზარიც, შესაბამისად, ჩვენ ხორბლის გარეშე არ დავრჩებით. უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს მუშაობა სხვა ქვეყნებთან, როგორებიცაა ამერიკა და  კანადა. გუშინ გამოიცა სავალუტო რისკების გადაზღვევის შესახებ დადგენილება - ეს არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც  პირველადი მოთხოვნილების 9 პროდუქტი, მათ შორის ხორბალი და ფქვილი ერთ დოლარზე 3 ლარის კურსით შეგვიძლია შევიძინოთ. ვხედავთ, რომ ლარი ცუდ მდგომარეობაშია და ასეთი კურსი კარგი გადაზღვევაა. რამდენიმე კომპანია ჩვენი ასოციაციიდანაც ჩაერთო. ასე, რომ ორი ფაქტორი, რომელიც ხორბლის იმპორტზე მოქმედებს მისი საბაზრო ფასი და სავალუტო კურსი, მეტნაკლებად რეგულირდება და არ არის მოლოდინი, რომ ხორბლის ფასი ქვეყანაში გაიზრდება.“-  განმარტა ლევან სილაგავამ.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ „პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. პროგრამა ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით, საქართველოში პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით მიღებული ცვლილების სუბსიდირებას. ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყოფა.


პროგრამის მიზანია პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნება. ასეთია ცხრა სახეობის პროდუქტი – ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

 

სუბსიდიით ბენეფიციარი ისარგებლებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად, კონვერტაციის დღეს, 1 აშშ დოლარის ღირებულება 3 ლარს, ხოლო ევროს შემთხვევაში – 1 ევროს ღირებულება – 3.3 ლარს აღემატება.

 

ამავე დადგენილების მიხედვით, ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციისას შეასრულოს პროგრამის პირობები და ამ პროდუქტებზე არ გაზარდოს ფასი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 10 000 ლარისა.

 

მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up