დღეიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტი გააძვირა

დღეიდან რუსეთმა ხორბლის ექსპორტი გააძვირა

access_time2021-12-01 16:00:46

ხორბლის გლობალურ ბაზრებზე შექმნილი ვითარების გამო ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ რისკები იზრდება. რუსული ხორბლის იმპორტი ისედაც მცირდება, მაღალი გადასახადის ფონზე ქართველი მეწარმეები ფქვილის იმპორტზე გადაერთნენ, რამაც პურის ფასის არსებულ ნიშნულზე დაჭერა ჯერჯერობით შესაძლებელი გახადა, თუმცა წისქვილკომბინატების საქმიანობაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა და რამდენიმე მათგანი გაკოტრდა კიდეც.



ამდენად, ხორბლის ბაზარზე დიდი გაურკვევლობაა. მართალია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ირწმუნება, რომ მარაგის მხრივ პრობლემა არ არის,  თუმცა ჯერჯერობით მაინც  არ კონკრეტდება, რა ფორმით აპირებს მთავრობა ხორბლის მარაგის შევსებას, თუ საბოლოოდ ისევ ფქვილის იმპორტზე გაკეთდება აქცენტი, რაც მარაგის პრობლემას გამოიწვევს. როგორც ცნობილია, ფქვილის შენახვის ვადა 2 თვეს არ აღემატება.



ასეთ სიტუაციაში მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა ოპტიმალურ გზად მიიჩნევს, რომ ხორბლის იმპორტი გაგრძელდეს, ხოლო ფასი საგადასახადო შეღავათით ან სხვა მექანიზმის გამოყენებით დაბალანსდეს.



,,ბოლო პერიოდის განმავლობაში აგრესიულად ხორციელდება ფქვილის იმპორტი, გაცილებით მეტი შემოვიდა, ვიდრე ხორბალი. გასაგებია, რომ ეს პურის მწარმოებლებს ხელს აძლევს, სამაგიეროდ, წისქვილკომბინატები დაზარალდნენ. გარდა ამისა, სასურსათო უზრუნველყოფას ექმნება საფრთხე, რადგან მარაგის მხრივ შეიძლება პრობლემა გაჩნდეს. ფქვილი 2 თვეზე მეტხანს არ ინახება.  ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ხორბალი შემოვიდეს და წისქვილკომბინატებმა იმუშაონ, რომლებიც ბიუჯეტში ერთ-ერთი მსხვილი შემომტანები არიან. ბოლოს და ბოლოს, სასურსათო უზრუნველყოფა განისაზღვრება ხორბლის მარაგით და არა ფქვილისა, რომლის მარაგიც ვერ კეთდება. მიმაჩნია, რომ მთავრობამ სხვადასხვა მექანიზმზე უნდა იმუშაოს, ერთ-ერთია დღგ-სგან იმპორტის გათავისუფლება, როგორც ეს თურქეთში მოხდა. თურქეთის მთავრობამ ტენდერი ჩაატარა და 400 ათასი ტონა ხორბალი იყიდა, რაც შემდეგში 10 დოლარით ნაკლებად მიჰყიდა წისქვილკომბინატებს. როცა საქმე სასურსათო უსაფრთხოებას ეხება, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხელშეწყობა და გამოსავლის მოძებნა, რაც რისკს რეალურად შეამცირებს“, - აცხადებს სილაგავა ,,კომერსანტთან“.



მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ნოემბერში საქართველომ 7 ათასი ტონა ფქვილის იმპორტი განახორციელა, როცა ჩვეულებრივ პერიოდში ეს მაჩვენებელი 1000 ტონის ფარგლებში იყო.




როგორც ცნობილია, მოსავალი წელს გლობალურ ბაზრებზე თითქმის ყველგან შემცირებულია. შექმნილი სიტუაციით სარგებლობს რუსეთი, რომელმაც საექსპორტო გადასახადი გააძვირა. კერძოდ, დღეიდან, 1-ლი დეკემბრიდან რუსულ ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80,8 დოლარამდე იზრდება.



სპეციალისტები გამოსავალს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობაში ხედავენ და მთავრობას ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.



აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის გათვლით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ტრანსფორმაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში მარცვლის ქვეშ ნათესი ფართობი გაიზარდოს 150 ათასი ჰექტრით, ანუ 350 ათას ჰა-მდე. მათივე თქმით, სახნავი მიწების ასეთი სტრუქტურული ტრანსფორმაცია საშუალებას იძლევა საქართველოში საშუალოვადიან პერიოდში წარმოებული იქნას 1,0-1,1 მლნ ტ. მარცვლეული, რაც პაატა კოღუაშვილის თქმით, სრულიად საკმარისია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. 



ცნობისთვის, 1-ლი დეკემბრიდან რუსულ საექსპორტო ხორბალზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 80,8 დოლარამდე გაიზარდა. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ერთ ტონა ქერზე გადასახადი 68,3 დოლარამდე გაიზრდება, ხოლო სიმინდზე ცვლილება შედარებით მცირეა და მასზე გადასახადი 54.3 დოლარის ფარგლებში დარჩება.



ანალიტიკური ცენტრის SovEkon-ის მონაცემებით, რუსული ხორბლის ღირებულება ტონაზე 315,5 აშშ დოლარს შეადგენს. 



ამ ეტაპზე ჩიკაგოს ბირჟაზე 1 ბუშელი ხორბალი 7,87 დოლარია.



მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოში ხორბლის იმპორტი 15.6%-ით შემცირდა , ხოლო  ფქვილისა 115.5%-ით გაიზარდა.  მარტო რუსეთიდან საქათველომ $4.6 მლნ-ის 15 801.6 ტონა ფქვილი შეიძინა.

 

მარი ჩიტაია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up