ხორბლის ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო გახდა

ხორბლის ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო გახდა

person access_time2016-01-02 17:07:25

ერთერთი სიახლე, რომელიც ბიზნესისთვის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში, ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტია. კერძოდ, რეგლამენტის მიხედვით, ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო იქნება. კერძოდ, პურის ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი წარწერა, რომელზეც მითითებული იქნება ფქვილის შემადგენლობა და ხარისხი - ამის წყალობით მომხმარებელი სრულყოფილ ინფორმაციას მიიღებს, თუ რა შემადგენლობისაა პროდუქტი, რომელსაც მოსახლეობის რაციონში უპირველესი ადგილი უკავია.


რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს ხორბლისა და პურის ბაზარზე? ხომ არ მოიმატებს პურისა და პურპროდუქტების ფასი? - მე-4 პურის ქარხნის დირექტორი, პურპროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ზაფხულში ტექნიკური რეგლამენტი შემოღებული არ იყო, მაგრამ ფქვილი მაინც გააძვირეს. შედეგად, პურპროდუქტების მწარმოებლები შიშით უყურებენ იმას, რომ ეს ცვლილება ვინმემ სათავისოდ არ გამოიყენოს. „37-ლარიანი ფქვილი ჯერ 44 ლარი გახდა, მერე კი, მხოლოდ ერთი ლარით დაიკლო. გულახდილად გეტყვით: დიდი შიშით ვუყურებთ, რომ ეს ცვლილება ვინმემ სათავისოდ არ გამოიყენოს და ფქვილი არ გაგვიძვირონ, თორემ თავისთავად რეგლამენტი ცუდი როდია - ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი ხარისხის გასაუმჯობესებლად. მთავარია, ეს რეგლამენტი ვიღაცების მიერ სათავისოდ არ იქნას გამოყენებული - აი, ეს მაშინებს ყველაზე მეტად"-აცხადებს დოლიძე.


რეგლამენტის შემოღებას ნორმალურ მოვლენას უწოდებს საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა და აცხადებს, რომ ეტიკეტირება დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ფქვილის ფასზეც ვერ იმოქმედებს.


 

"სხვათა შორის, ეტიკეტირება 1 სექტემბერს უნდა შემოსულიყო, სამი თვით გადაიდო და მომავალი წლიდან შემოდის. როგორც ვიცი, რამდენიმე თვეში ძალაში პურის ტექნიკური რეგლამენტიც შევა და ეს ყველაფერი პურპროდუქტების ბაზარს უფრო გამჭვირვალეს გახდის. ჩვენ, ფქვილის მწარმოებლებს, ხარისხობრივი მაჩვენებლები ისედაც დაცული გვაქვს, შესაბამისად ეტიკეტირებას აქამდეც ვაკეთებდით, პროდუქციის სახელი, გამოშვების ვადა და ხარისხი ფქვილის ტომრებს ახლაც აწერია, უბრალოდ, მომავალში შეფუთვაზე უფრო ამომწურავი ინფორმაცია იქნება დატანილი. ეტიკეტირება დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული და ფქვილის ფასზეც ვერ იმოქმედებს. ტექნიკური რეგლამენტი ბაზრის მოწესრიგებას შეუწყობს ხელს იმიტომ, რომ შიგთავსში რაც არის, ტომარას გარეთაც ის უნდა ეწეროს"-აცხადებს სილაგავა.

 

 


 



დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-06-18 21:00:37
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:     1. ბოლო 10 წელიწადში აშენებული ჰესების წილი გენერაციაში 19%-ს აჭარბებს     ენგურჰესის გამომუშავება რეაბილიტაციის შემდეგ, მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 98%-ით გაიზარდა და 404 მლნ კვტ/სთ-ს მიაღწია. ძირითადად მის ხარჯზე, 24%-ით 1.221...

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

18 ივნისი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2021-06-18 18:00:43
18 ივნისის ვაჭრობის შედეგად სებ–ის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 9 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 110 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 18 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.1681 ლარი გახდა (ეს კურსი 19 ივნისს შევა ძალაში). 18 ივნისს მოქმედი...

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“

გარემოს დაცვის მინისტრის და საპარლამენტო სამუშაო ჯგუფის წევრების ვიზიტი „არემჯიში“
access_time2021-06-18 15:55:24
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტთან არსებული ქვემო ქართლის რეგიონში დაბინძურების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, („საყდრისის კომიტეტი “, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები “) დაბა კაზრეთში „არემჯის “გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. მინისტრმა რეგულარული მონიტორინგის ფარგლებში „არემჯი კოპერის“ #4 ფუჭი ქანების სანაყაროს...

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს

საქართველოს რკინიგზა $500–მილიონიანი მწვანე ბონდების განთავსებით $140 მილიონს დაზოგავს
access_time2021-06-18 15:18:53
საქართველოს რკინიგზამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე პარტნიორი საინვესტიციო ბანკების დახმარებით, 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების  მწვანე ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. კომპნიის ცნობით, საპროცენტო განაკვეთი 7 წლის ვადით 4%-ით განისაზღვრა.  „ახალი ობლიგაციებით...

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა

Forbes: Google-ის თანადამფუძნებლის ყოფილი მეუღლე მილიარდერი გახდა
access_time2021-06-18 20:00:07
Google-ის თანადამფუძნებლის სერგეი ბრინის მეუღლე ანა ვოიჟიტოვსკი მილიარდერი გახდა მას შემდეგ, რაც მისი კომპანია 23andMe, რომლის პროფილიცაა გენეტიკური ტესტირება, ბირჟაზე გავიდა.   ამ დროისთვის ის უკვე იყო მულტიმილიონერი - 2020 წელს მან ამერიკის ყველაზე მდიდარ self-made ქალ-მეწარმეებს შორის 49–ე ადგილი დაიკავა - ამ კატეგორიაში შედიან ქალები, რომლებიც თავისით და არა მეუღლეებთან გაშორებით ან მემკვიდრეობის მიღებით გამდიდრდნენ.   23andMe ბირჟაზე...


მსგავსი სიახლეები

up