ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აღარ აიკრძალება- ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ არვინ იცოდა

ხორბლის ავტომობილებით იმპორტი აღარ აიკრძალება- ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ არვინ იცოდა

access_time2019-09-26 18:00:52

„ასეთი კარგი გადაწყვეტილება, რომ მიიღე გამოდი და თქვი, ხომ შეუძლიათ მძღოლები არ ანერვიულონ და სადაც ღია კარის მტვრევა არაა საჭირო  არ ამტვრევინონ“, - ასე ეხმაურება „საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ხორბლის ავტომობილებით იმპორტის აკრძალვის გაუქმებას. მისი განცხადებით ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილების შესახებ არვინ იცოდა.

 

 „ხორბლის ავტომობილებით იმპორტის აკრძალვა  29 აგვისტოს გააუქმეს, რომელიც მეც დღეს გავიგე. მაცნეში გამოაქვეყნეს, რომ №290 ბრძანება გააუქმეს და მძღოლმა რა იცის №290 ბრძანება რას გულისხმობს. როგორც გვითხრეს  ახალი საბაჟოს კოდექსი დაარეგულირებს  იმპორტიორების შემოსვლას და საბუთებს. აკრძალვის გაუქმებასთან დაკავშირებით ფინანსთა სამინსიტროს ინფორმაცია, რომ გაევრცელებინა არ ატყდებოდა ასეთი ამბავი. მძღოლები 1 ოქტომბერს ელოდებოდნენ და იმაზე უარესის გაკეთებას გეგმავდნენ რაც წინა წელს გააკეთეს, რა დროსაც გვახსოვს, რომ ადამიანმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვას აპირებდა. 4 დღეში გადავადების ვადა იწურებოდა და მძღოლებისთვის ვიღაცას პასუხი უნდა გაეცა“,- განმარტავს ლევან სილაგავა.

 

შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ 2012 წლის 26 ივლისის N290 ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც ქვეყანაში ხორბლის, მესლინის, ხორბლისა ან ხორბალ-ჭვავის ფქვილის იმპორტი საავტომობილო გზით აიკრძალებოდა.


 

მაჭავარიანის გადაწყვეტილებას ხორბლის გადამზიდავების პროტესტი და აქციები მოჰყვა. შედეგად კი ბრძანების ძალაში შესვლა 2019 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა. თუმცა 2019 წლის 29 აგვისტოს მინისტრის აღნიშნული ბრძანება გაუქმდა.






ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება

ასეთი მკაცრი ზომების მიღება მცირე შეცდომებზე უბრალოდ შოუს ნაწილია- შალვა ალავერდაშვილი ობიექტების დაჯარიმების ფაქტს ეხმაურება
access_time2020-07-13 14:30:00
ჯანდაცვის სამინისტრომ COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების დარღვევის გამო, 31 კვების ობიექტი და 3 სასტუმრო დააჯარიმა. ჯარიმის ოდენობა თითოეული ობიექტისთვის 10 000 ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო აქვეყნებს.   „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ისედაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფი ბიზნესების ასეთი...

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს

გია ჯოხთაბერიძე კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს
access_time2020-07-13 13:30:41
„მაგთიკომის“ დამფუძნებელი გია ჯოხთაბერიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს კახა ბექაურს ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. კომერსანტი  ჯოხთაბერიძის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:   „პარასკევს, 10 ივლისს, დარგობრივი ეკონომიკის საკომიტეტო მოსმენაზე, სადაც ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებების პაკეტი განიხილებოდა, მაგთიკომის დამფუძნებელმა, გია ჯოხთაბერიძემ, სიტყვით გამოსვლისას გაახმოვანა, რომ , კახი ბექაურის...

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა

იანვარ-ივნისში ექსპორტი 15.6%-ით, ხოლო იმპორტი 16.5%-ით შემცირდა
access_time2020-07-13 11:30:32
2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 072.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 16.3 პროცენტით ნაკლებია.  ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. იანვარ-ივნისში ექსპორტი 1 503.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (15.6 პროცენტით ნაკლები), იმპორტმა კი 3...

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება

უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდის დონაცია განახორციელა, ხოლო 2006 წლიდან მისი მთლიანი შემოწირულობა $37 მილიარდს უტოლდება
access_time2020-07-12 18:58:27
უორენ ბაფეთმა კიდევ $2,9 მილიარდი დოლარის დონაცია განახორციელა, 2006 წლიდან კი მისმა მთლიანმა შემოწირულობამ $37 მილიარდი შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას...

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით

Oxfam-ი: მსოფლიოში შიმშილით მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე - კორონავირუსით
access_time2020-07-12 17:00:05
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შიმშილით უფრო მეტი ადამიანი დაიღუპება, ვიდრე კორონავირუსით. პროგნოზს...


მსგავსი სიახლეები

up