,,ხომლის უსახელოური“ ლონდონში Hedonism Wines-ის დახლებზე 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება

,,ხომლის უსახელოური“ ლონდონში Hedonism Wines-ის დახლებზე 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება

access_time2021-11-15 11:00:05

საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო „ხომლის უსახელოური“ შუაგულ ლონდონში, მაღაზია Hedonism Wines-ის რჩეული ღვინოების სიაშია. როგორც უნიკალური ღვინის მწარმოებელი თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“ განმარტავს, „უსახელოური“ ინგლისურ მაღაზიაში წარმოდგენილ ახალ ღვინოებს შორის ყველაზე ძვირია. თეთრი ღვინის ფასი 500 ევროს შეადგენს, ხოლო წითელი ღვინო, ასევე ,,უსახელოურის“ ბრენდით, 900 გირვანქა სტერლინგად იყიდება.

 


ექსკლუზიურად ,,კომერსანტისთვის“ მიწოდებულ ინფორმაციაში თამაზ ომანაძე ამბობს, რომ ლონდონის პრესტიჟული ღვინის მაღაზიის მენეჯმენტთან კომუნიკაციაში თანამემამულე დაეხმარა, რომელიც უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევა.

 


,,ჩვენი ღვინო ლონდონში ყველაზე ძვირადღირებულ სეგმენტში აღმოჩნდა, რაც ქართული მეღვინეობის დიდი გამარჯვებაცაა. ლონდონის ცენტრში, ბუკინგემის სასახლის სიახლოვეს, მსოფლიოში ცნობილი მაღაზიის დახლებზე მოხვედრა ნებისმიერი მეწარმის ოცნებაა, მით უმეტეს ჩვენი, რადგან ქართული ღვინის  პოპულარიზაციის მხრივ დიდი ძალისხმევის გაწევა გვიწევს. Hedonism Wines-ს ძალიან ძლიერი ექსპერტები ჰყავს, რომლებიც შესყიდვამდე მაღალ დონეზე ახდენენ პროდუქტის შემოწმებას და ყველაზე კრიტიკული შემფასებლები არიან. შესაბამისად, ლონდონის ბაზარზე, კონკრეტულად ამ მაღაზიაში მოხვედრა ჩემი ბრენდის დიდ გამარჯვებად მიმაჩნია, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ჩვენი თანამემამულე, ,,გარდაბან ჯგუფის“ ხელმძღვანელი ნათიკ მუსაევი, რომელიც ქართული ღვინოების პოპულარიზაციას ახდენს მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე და ქართველ მეწარმეებს პროდუქტის რეალიზაციაში ეხმარება. რაც შეეხება ,,ხომლის უსახელოურს“, მაღაზიაში ახალ ღვინოებს შორის იგი ყველაზე ძვირადაა შეფასებული“, - ამბობს ცნობილი მეწარმე ,,კომერსანტთან“.



თამაზ ომანაძის განცხადებით, საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, უნდა გააჩნდეს ჯანსაღი ამბიცია, ქართული ღვინოების დიდი ნაწილი სწორედ მაღალ სეგმენტში იყოს წარმოდგენილი და მაღალი კონკურენტუნარიანობით გამოირჩეოდეს.



,,ქართველ მეწარმეებს ყოველთვის უნდა გვამოძრავებდეს ამბიცია, რომ მოვხვდეთ ყველაზე პრესტიჟულ ბაზრებზე და მარტივად არ გვიდებდნენ ტოლს, ამის შესაძლებლობას ჩვენ ღვინის, ვაზისა და ქვევრის მრავალწლოვანი  ტრადიცია გვაძლევს. დადასტურებული ინფორმაციაა, რომ ჩვენ მივეცით ღვინო მსოფლიოს, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. გარდა ,,უსახელოურისა“, ამ ეტეპზე ვმუშაობთ ახალი დასახელების, ცქრიალა ღვინო ,,ცოლიკაურის მწვანე“, რომელიც ბიო სერტიფიცირებული იქნება და ასევე ევროპაში გავიტანთ“, - აცხადებს თამაზ ომანაძე ,,კომერსანტთან“.




იქიდან გამომდინარე, რომ უნიკალური ღვინის წარმოების მოცულობა მცირეა, ლონდონის ბაზარზე გატანილი ღვინის რაოდენობაც შეზღუდულია. ექსპორტი  ამ მიმართულებით ჯერჯერობით 150 ბოთლს შეადგენს. ქართველი მეღვინის განცხადებით, Hedonism Wines-ის მხრიდან ინტერესი დიდია და თანამშრომლობას მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ.



 

მცირე რაოდენობით ,,ხომლის უსახელოური“ იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც, სადაც მისი შეძენა სულ რამდენიმე ობიექტშია შესაძლებელი: ,,8000 მოსავალი“, ,,ღვინის გალერეა“ და ,,მარიოტი“.



საქართველოში ,,ხომლის უსახელოურის“ ღირებულება 830 ლარს შეადგენს.


 

რაც შეეხება Hedonism Wines-ს, ლონდონში 2012 წლის აგვისტოში დაარსდა.  Hedonism არის შესანიშნავი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბუტიკი, სადაც მხოლოდ  საუკეთესო და იშვიათი ღვინოები  და სხვა ალკოჰოლური სასმელები იყიდება.





მარი ჩიტაია 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up