ხმის მიცემა ინტერნეტით - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

ხმის მიცემა ინტერნეტით - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა

access_time2020-10-31 12:00:37

ტექნოლოგიების ათვისებაში საჯარო სექტორი კერძოს რთული ბიუროკრატიული ბარიერების გამო ხშირ შემთხვევაში ჩამორჩება, რაც უარყოფით გავლენას მთლიან მოსახლეობაზე, ან მის დიდ ნაწილზე მაინც ახდენს. ინტერნეტბანკი საბანკო სფეროს უკვე ტრადიციულ მიმართულებად იქცა, არჩევნებში ინტერნეტით ხმის მიცემა კი ისევ აკრძალულია.


საქართველოში 71 წლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, პირველი მრავალპარტიული არჩევნები 1990 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მმართველი კომუნისტური პარტია დამარცხდა, გამარჯვებული „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“ გახდა, რომელმაც ხმათა 54% მიიღო. პირველ არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტიობა 70%-ს შეადგენდა, ბოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 52%-ზე ნაკლებს. პანდემიის მიზეზით, ინფიცირებულთა და კარანტინში მყოფთა პირების ხარჯზე, მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ მათ ხმის მიცემის ნება დრთო, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლო ინფიცირების შიშით ადამიანთა ნაწილი სახლში დარჩენას ამჯობინებს 2020 წლის არჩევნებზე კიდევ უფრო დაბალი აქტიობაა მოსალოდნელი. რაც უფრო დაბალია აქტიობა მით ნაკლებად ასახავს ოფიციალური შედეგი მოსახლეობის რეალურ ნებას და დგება მისი ლეგიტიმურობის საკითხი. აქტიობის მხრივ რეკორდულად 1991 წლის რეფერენდუმი ითვლება მასში ამომრჩეველთა 90%-მა მიიღო მონაწილეობა და მათმა 99%-მა ხმა საქართველოს დამოუკიდებლობას მისცა, იმავე წელს ჩატარებულ პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში აქტიობა 83%-ს აღწევდა.


გასული საუკუნის ტექნოლოგიები დისტანციურად ხმის მიცემის საშუალებას არ იძლეოდა, რაც ამჟამად სავსებით შესაძლებელია. პანდემიის გარეშეც ხმის მიცემის არსებული წესების პირობებში ამომრჩეველი რამდენიმე პრობლემის წინაშე დგებოდა.


საქართველოში შიდა მიგრაცია საკმაოდ მაღალია. მათი დიდი ნაწილი - 0.5 მლნ-ზე მეტი თბილისში ცხოვრობს, მაგრამ რეგიონშია ჩაწერილი. ამ ადამიანების ხმების დიდი ნაწილი უბრალოდ იკარგება. გამონაკლისს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენდა, რომელშიც აქტიობამ 61%-ს გადააჭარბა და მმართველი პარტია შეიცვალა.


1 მლნ-ზე მეტი ადამიანი საქართველოდან ემიგრაციაშია წასული. მათი დიდი ნაწილი იქ არალეგალურად იმყოფება და შესაბამისად საელჩოებში გახნილ საარჩევნო უბნებზე ვერ რეგისტრირდება.
ცალკე აღნიშვნის ღირსია ეკოლოგიური ფაქტორი - ქაღალდი რომელზეც ბიულეტენი იბეჭდება ხისგან მზადდება და ხმების ხელით დათვლა.


სრულად დისტანციურად ხმის მიცემაზე ჯერ არც ერთი სახელმწიფო არ გადასულა, თუმცა ის სულ უფრო პოპულარული ხდება. ამ მხრივ მსოფლიოში ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას მოწინავე პოზიცია უკავია. ეს სახელმწიფო ესტონეთია. Skype-ის სამშობლოში ინტერნეტით ხმის მიცემის იდეა პირველად 2001 წელს გაჩნდა. პრაქტიკაში ის პირველად 2005 წლის ადგილობრივ არჩევნებში დაუშვეს, მაშინ ამ შესაძლებლობით სულ 9317-მა პირმა - არჩევნებში მონაწილეთა 1.9%-მა ისარგებლა. მას შემდეგ ქვეყანაში კიდევ 8 არჩევნები ჩატარდა, ბოლო 2019 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ინტერნეტით ხმა უკვე 247 232-მა ადამიანმა - ამომრჩეველთა 43.8%-მა მისცა. (პროცენტები მიღებულია არჩევნებში მინაწილე ამომრჩეველთა რაოდენობიდან და არა საერთო სიიდან).
დისტანციურად ხმის მიცემის ერთ-ერთი ალტერნატივა ფოსტაა. აშშ-ში 3 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ფოსტით ხმა უკვე მისცა 18 მლნ ამომრჩეველმა.



გერმანიაში, ირლანდიში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დანერგილია ნახევრად ელექტრონული სისტემა. ხმის მიცემა აპარატის საშუალებით ხდება, ოღონდ საარჩევნო უბანზე მისვლა სავალდებულოა. ამ მეთოდის უპირატესობა ქაღალდის ეკონომია და ხმების სწრაფი დათვლაა, თუმცა აგებს მთავარ ნაწილში - დისტანციურად ხმის მიცემა შეუძლებელია.


ინტერნეტით ხმის მიცემას უპირატესობებთან ერთად რისკებიც გააჩნია. პირველ რიგში ეს სანდოობაა. ფიზიკურად შემოხაზული ბიულეტენების დათვლა და შემდგომ გადამოწმება უფრო მარტივი და სანდოა ვიდრე მისი ელექტრონული ალტერნატივის. ამის საპირისპიროდ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის, საქართველოს შემთხვევაში რუსეთის მიერ ელექტრონულად ინტერნეტმონაცემების შეცვლა უფრო მარტივია ვიდრე ფიზიკური ოქმების, რომელთა შეცვლისთვისაც ფიზიკური ძალადობაა აუცილებელი. გარდა ამისა მაღალი ალბათობით გაჩნდება ეჭვი, რომ ხმის მიცემა ფარული არაა და ხელისუფლებას უკანონოდ, მაგრამ მაინც შეუძლია დაადგინოს თუ ვინ ვის მისცა ხმა. შესაძლოა რელიგიურმა ფანატიკოსებმა აქციებიც გამართონ...


ეჭვები და წინააღმდეგობა იარსებებს, მაგრამ წესით ეს წინააღმდეგობები ინტერნეტით ხმის მიცემის ალტერნეტივის ნებაყოფლობითმა დაშვებამ უნდა გააბათილოს, ანუ ინტერნეტით ხმას მისცემს მხოლოდ ის, ვისაც ამის სურვილი ექნება, ვისაც არა ისევ ტრადიციული მეთოდით ისარგებლებს. კარუსელის თავიდან ასაცილებლად ორი სხვადასხვა სიის ფორმირება არჩევნებამდე გარკვეული პერიოდით ადრე დასრულდება. თავად მოწყობილობას იქნება ეს სმარტფონი, ლეპტოპი თუ პლანშეტი, ამორჩეველი საკუთარი გემოვნებით განსზაღვრავს, იდეაში ვერიფიკაციის გავლა ნებისმიერ მათგანზე უნდა იყოს შესაძლებელი.


შედეგების დაჰაკვის რისკი იარსებებს, მაგრამ... 2020 წლის სექტემბრის მდგომარეობით საქართველოში 518 ათასზე მეტი საკრედიტო და 6.3 მლნ-ზე მეტი სადებეტო ბარათია რეგისტრირებული. ჯამში ამ 6.8 მლნ-ზე მეტი ბარათით იანვარ-სექტემბერში 24 მლრდ ლარზე მეტი მოცულობის 303 მლნ-ზე მეტი ტრანზაქციაა განხორციელებული. ეს თანხა 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს აღემატება. 9 თვეში 40.8 მლნ ინტერნეტტრანზაქციით 2.7 მლრდ ლარია გადახდილი, რაც ასევე აღემატება 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს. გარდა ამისა ბანკში დეპოზიტებზე 32 მლრდ ლარზე მეტი ინახება. ამ თანხის დაკარგვის შანსიც არსებობს, მაგრამ მოსახლეობა ბანკებს და სისტემას ენდობა.


2017 წლის თებერვლიდან საქართველოში მეტი დაცულობისთვის უძრავი ქონების რეგისტრაცია ბლოკჩეინ სისტემაში გახდა შესაძლებელი. მსგავსი ტენოლოგიების გამოყენება ელექტრონულ არჩევნებშიც შეიძლება.
თეორიულად თუ არჩევნები მთლიანად ინტერნეტით ჩატარდება, შედეგები დასრულებისთანავე იქნება ცნობილი. რეალურად ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობის თუ პირადი მოსაზრების გამო მსგავსი შესაძლებლობა ჯერ ძალიან ადრეა, თუმცა ერთ დღესაც დადგება. ამბის გამავრცელებელი მალემსრბოლებლები და საფოსტო მტრედები აღარ არსებობენ.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up