ხმა უნდა ამოიღოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა - „ქარის“  წარმომადგენელი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე

ხმა უნდა ამოიღოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა - „ქარის“ წარმომადგენელი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე

access_time2023-03-07 18:00:57

ხმა უნდა ამოიღოს რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა, საჯარო მოხელე იქნება თუ ბიზნესის წარმომადგენელი, უკლებლივ ყველამ. ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენი საზოგადოების განვითარებას და წინ სვლას ხელი შეეშლება. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „ქარის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა დანიელ დოინიცინმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ამ პროცესებში საზოგადოების ერთიანობა მნიშვნელოვანია.


„აღნიშნულ კანონპროექტს უარყოფითად ვაფასებ. ბევრის აზრი მოვისმინე, ბევრი წავიკითხე და საბოლოო ჯამში დასკვნა გამოვიტანე, რომ ეს კანონი სხვა მიზნებისთვისაა და არა იმ მიზნებისთვის, რისთვისაც სხვა ქვეყნებში იყო ან არის მიღებული. ძალიან ცუდია თუკი არასამთავრობო ორგანიზაციებს, დონორებს აგენტების სტატუსის გამო პრობლემა შეექმნებათ, ეს ორგანიზაციები ბევრი მიმართულებით მუშაობენ საქართველოში, მათ შორის ეკო მიმართულებით, ბევრ ინვესტიციას აკეთებენ, გვეხმარებიან რომ უკეთესი გარემოში ვიცხოვროთ. ეს ყველა პროექტი დღეს საფრთხის წინაშეა.



მნიშვნელოვანია გავიაზროთ ის პოლიტიკური მოწოდებები რაც დასავლეთიდან ისმის. ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ გზას საფრთხე მსგავსმა კანონებმა ხელი არ უნდა შეუშალოს“, - აცხადებს დანიელ დოინიცინი.




დანიელ დოინიცინი ფიქრობს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით ქვეყანა საკმაოდ ბევრს დაკარგავს.


„ბევრმა შეიძლება ჩვენს ქვეყანაში პროექტების განხორციელებაზე თქვას უარი. შესაბამისად ქვეყანა ბევრს კარგავს თუნდაც ინტელექტუალური რესურსი იქნება თუ ფინანსური. კონტექსტსაც ხომ მნიშვნელობა აქვს, როდის იღებენ ამ კანონს. ვისთვის ან რისთვისაა საჭირო ზედმეტი სტატუსები? რეალურად ინფორმაცია ისედაც ხომ საჯაროა, რეესტრშია ეს ორგანიზაციები რეგისტრირებული, ფინანსთა სამინისტროს მიმართაც არიან ანგარიშ ვალდებულები. ვისაც ამ ორგანიზაციებზე აინტერესებს რაიმე სახის ინფორმაცია, ისედაც მშვენივრად იღებს“, - აცხადებს დანიელ დოინიცინი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up