„ხმა მომავლისა და თავისუფლებისთვის“ - პოლიტიკოსები საარჩევნო ურნებთან

„ხმა მომავლისა და თავისუფლებისთვის“ - პოლიტიკოსები საარჩევნო ურნებთან

person access_time2016-10-08 12:30:19

საქართველოს პრეზიდენტმა ხმა მრავალპარტიულ პარლამენტს მისცა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი მთაწმინდის ოლქის მე-6 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

 

„პირველ რიგში მინდა მივულოცო ქართულ საზოგადოებას დღევანდელი დღე და მოვუწოდო აქტიურობისაკენ. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოს სიძლიერისკენ და დემოკრატიულობისკენ. მე მიხარია, რომ ჩემს საარჩევნო უბანზე არის ხალხმრავლობა და სიმშვიდე. მე მივეცი ხმა მრავალპარტიულ ქართულ პარლამენტს, პარლამენტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება მრავალი ჯანსაღი და საქართველოზე მოფიქრალი პოლიტიკური ძალა", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი საარჩევნო უბანზე მშობლებთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა.

 


„მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

 

„მე, რა თქმა უნდა, მხარი დავუჭირე კიდევ უფრო უკეთეს მომავალს. მხარი დავუჭირე ჩვენი ქვეყნის სტაბილურ დემოკრატიულ განვითარებას, მხარი დავუჭირე კეთილდღეობას თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სწრაფ ეკონომიკურ აღმავლობას. მხარი დავუჭირე ჩვენი შვილების, ჩვენი ახალგაზრდების ჯანმრთელობასა და უკეთეს განათლებას. მე ძალიან მიხარია და დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება საქართველოს უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოქალაქეები, როდესაც ისინი დარჩებიან საკუთარი თავის და საკუთარი სინდისის წინაშე, გააკეთებენ არჩევანს კიდევ უფრო უკეთესი საქართველოს მომავლისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 



„მე არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ხმის მიცემის შემდეგ. როგორც კალაძემ აღნიშნა, პირველი და მნიშვნელოვანი არის თავისუფლება, რომელიც უნდა იყოს შენარჩუნებული და განმტკიცებული.

 

 

„ქვეყანაში ვერასდროს დაბრუნდება ძალადობა, ისეთი ხელისუფლება, რომელიც შელახავს ადამიანის ღირსებას. ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მომავალს, განვითარებას, ისე რომ, თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა", - განაცხდა კახა კალაძემ.

 

„დღეს ისტორიული შანსი გვაქვს, მომავალი 4 წლის განმავლობაში გვყავდეს ღირსეული ხალხი პარლამენტში, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ საარჩევნო უბნიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა. ირაკლი ალასანიამ ხმა გორში 82-ე საარჩევნო უბანზე მისცა. „დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის არჩევნები. მე გორში მივეცი ხმა, იმიტომ რომ გორელი ვარ და გორში ვარ ჩაწერილი. ხმა მივეცი უკეთეს მომავალს, უკეთეს სასამართლოს და უკეთეს ეკონომიკას", - განაცხადა ირკალი ალასანიამ. რაც შეეხება არჩევნების მიმდინარეობას, ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე პროცესი მშვიდად მიმდინარეობს. მან იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები დღის განმავლობაში მშვიდად ჩაივლის.


 


„ ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები, კომისიის წევრები და ადამიანები, ვინც მზად არიან იბრძოლონ ბოლომდე იმისთვის, რომ არჩევნები იყოს მშვიდობიანი, ღირსეული და ქართველი ხალხის ნება არ გაყალბდეს", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაიზარებენ და არჩევნებზე ხმის მისაცემად აუცილებლად წავლენ.

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ჩვენ ყველა ერთად ვეტყვით უარს უნიათობას, ტყუილს, დაპირისპირებას და ყველა ერთად ავირჩევთ ღირსეულ, დამშვიდებულ, წინ მიმავალ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება მშვიდობიანი და ღირსეული არჩევნები, ისეთი, როგორიც ჩვენს ქვეყანას ეკადრება. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე არ დაიზარებს მოსვლას, ხმის მიცემას და არ დაიზარებს იმას, რომ წვლილი შეიტანოს მისი ქვეყნის და მისი ოჯახის უკეთეს წვლილის შეტანაში", - განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

„მე არჩევანი გავაკეთე და ვიქნები ამ არჩევანზე პასუხისმგებელი", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, "რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომელიც საარჩევნო უბანზე მეუღლესთან, "რესბუბლიკური პარტიის" ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ თინა ხიდაშელთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, 4 წლის წინ, 2012 წელს ქართველმა ხალხმა არჩევანი გააკეთა იმის თაობაზე, თუ რა არ უნდოდა და ვინ აღარ უნდოდა.

 

 

„2016 წელს არჩევანი გასაკეთებელია უფრო იმის შესახებ, რა გვინდა და ვინ გვინდა, როგორი ქვეყანა გვინდა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ არჩევნებს საქართველო შეხვდა მეტი პოლიტიკური თავისუფლებებით, ამომრჩეველს აქვს მეტი საშუალება თავისი პირადი არჩევანი გააკეთოს ქვეყნის მომავლისთვის. რა თქმა უნდა, მეტი თავისუფლება ყველას გვაკისრებს მეტ პასუხისმგებლობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

„ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერმა, სანდრა რულოვსმა საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ყოფილმა პირველმა ლედიმ ხმა ნომერ მე-18 საარჩევენო უბანზე მისცა. როგორც სანდრა რულოვსმა აღნიშნა, დღეს გადაწყდება, გადარჩება თუ არა საქართველო.

 

 

„მე მივეცი ხმა იმ მშვიდ ძალას, გამარჯვებულს, რომელიც უკვე ხვალიდან შეუდგება საქმის გაკეთებას და დაპირებების შესრულებას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ამ სწორ არჩევანს გააკეთებს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა. რულოვსი საარჩევნო უბანზე შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა.

 

 

„სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ საკუთარი არჩევანი გააკეთა. პაატა ბურჭულაძემ ხმა საბურთალოს რაიონში 61-ე საარჩევნო უბანზე მისცა, სადაც შვილიშვილთან და პარტიის წევრებთან ერთად მივიდა.

 

„ხმა მივეცი საქართველოს თავისუფლებას, გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლას. ვფიქრობ, დღეს იქნება დიდი აქტიურობა. გთხოვთ ყველას, არ დაიზაროთ და მოდით არჩევნებზე. ხვალ დილით უკვე იქნება გვიან. მოდით და ის 4 წელი, რომელიც მოდის არ გავიფუჭოთ, რათა გქონდეთ ბედნიერი მომავალი", - განაცხადა ბურჭულაძემ.

 



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up