„ხიზილალის დიპლომატია“

„ხიზილალის დიპლომატია“

access_time2018-04-24 14:11:52

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტს 26 აპრილს უყრის კენჭს.

 

ეს გადაწყვეტილება ასამბლეის წევრებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც დამოუკიდებელი ექსპერტების ჯგუფის მიერ შედგენილი ანგარიში გამოქვეყნდა.

 

დოკუმენტში ფიგურირებს რამდენიმე ევროპელი პოლიტიკოსი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) წევრები, რომლებსაც ბაქოს ინტერესების ლობირებისთვის, ქრთამის აღებაში ადანაშაულებენ. 220 გვერდიან დოკუმენტში მოხვდა ევროსაბჭოს საპარალამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტი პედრო აგრამუნტიც. თუმცა დოკუმენტის ავტორების თქმით, მათ არ გააჩნიათ მკაფიო მტკიცებულება, რომ აგრამუნტი აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ქრთამს იღებდა. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპის საბჭოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან აზერბაიჯანის ინტერესების ლობირება ნათლად იკვეთება.

 

PACE-ს სპეციალური გამოძიების ე.წ. ხიზილალის დიპლომატიის საქმეზე მომუშავე სამმა ექსპერტმა, ერთი წლიანი მუშაობის შემდეგ 200 გვერდზე მეტი მოცულობის ანგარიში გამოაქყვენა, სადაც ნათქვამია, რომ არსებობს ვარაუდის საფუძვლები, რომ PACE-ს რამდენიმე ამჟამინდელი და ყოფილი დეპუტატი აზერბაიჯანის სასარგებლოდ კორუფციაშია გახვეული.

 


საქმე ეხება PACE-ს აზერბაიჯანის ადამიანის უფლებების საკითხებზე მომხსენებელ ზოგიერთ წევრს. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მათ აზერბაიჯანში პოლიტიპატიმრების მდგომარეობაზე, აზერბაიჯანის ხელისუფლების წინააღმდეგ 2013 წლის იანვრის ანგარიშს მხარი არ დაუჭირეს.

 

აზერბაიჯანის პოლიტიკური ელიტის ლობირების სანაცვლოდ ქრთამის სახით, ანგარიშში ფიგურირებს შავი ხიზილალა, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროები, ძვირფასი ხალიჩები და სხვადასხვა ოდენობის (800 000 ევრო; 2,4 მილიონი ევრო) ფული.

 

„პარალამენტარებმა, რომლებიც ამ საქმეში არიან გახვეული, საკუთარი დეპუტატის თანამდებობაზე უარი უნდა თქვან იქამდე, სანამ კორუფციის თითოეული შემთხვევა განხილული არ იქნება, - განაცხადა PACE-ს თავმჯდომარემ მიშელ ნიკოლეტიმ.

 

ანგარიშში ცალკე თავი აქვს მიძღვნილი იტალიელ ლუკა ვოლონტეს, რომელიც 2016 წლის ბოლოდან იტალიაში ფულის გათეთრებაშია ბრალდებული. სწორედ ის არის ეჭვმიტანილი ბაქოდან 2.4 მილიონი ევროს მიღებაში ქრთამის სახით ოფშორული კომპანიების საშუალებით.

 

 

 



„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“

„ჯერ არ ვიცით შეგვიძლია თუ არა საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, შეიძლება „კარფურსაც“ აეკრძალოს - „სუფთა სახლი“
access_time2020-11-30 15:00:05
სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ გავრცელდა ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ სუფთა სახლის ფილიალებში საახალწლო პროდუქცია დახლებზე განთავსებულია, თუმცა ამ ეტაპზე მათი შეძენის უფლება მომხმარებელს არ აქვს, პარალელურად ვრცელდება „კარფურის“ ქსელის ფოტოები, სადაც მსგავსი პროდუქცია უპრობლემოდ იყიდება. მომხმარებლები საუბრობენ, რომ შეზღუდვები ბიზნეს ობიექტებზე არათანაბრად და არასამართლიანად ვრცელდება. „კომერსანტი“ ამ საკითხზე „სუფთა სახლს“ დაუკავშრიდა, ქსელის მარკეტინგის განყოფილებაში...

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა

სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა უნდა დაგვარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა - ნათია თურნავა
access_time2020-11-30 13:33:54
თურნავას თქმით, სავაჭრო ცენტრების წარმომადგენლებმა მთავრობა უნდა დაარწმუნონ იმაში, რომ შეუძლიათ სიტუაციის მართვა. მისი თქმით, ფასდაკლებაზე მოლებში განვითარებული სიტუაცია დემონსტრირება იყო იმისა, თუ რატომ არის მთელ მსოფლიოში მოლები და რესტორნები ყველაზე დიდი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ადამიანების მობილობას ქმნის.   "ეს ყოველთვის არის ორმხრივი პროცესი — მთავრობა ითვალისწინებს მოლების მოთხოვნებს, მოლებმა უნდა გვაჩვენონ, რომ შეუძლიათ ვითარების მართვა, მათ შორის რიგების...

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა

2020 წლის 9 თვეში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება 10,5 მლნ. ლარით გაიზარდა
access_time2020-11-30 12:00:06
2020 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 513,4 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 129,7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 44,3 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან...

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა

საქსტატის წინასწარი შეფასებით, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 3.9 პროცენტით შემცირდა
access_time2020-11-30 11:45:10
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 3.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ათი თვის საშუალო მაჩვენებელი – 5.1 პროცენტია.   საქსტატის ცნობით, 2020 წლის ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება დაფიქსირდა თითქმის ყველა სექტორში, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების გარდა.

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!

ჩვენ რომ ბერკეტები გვქონოდა .. - დააწესებდა თუ არა შეზღუდვებს ოპოზიცია?!
access_time2020-11-30 11:00:17
„ილუზიებში ნუ ვიცხოვრებთ, რომ ორ თვეში ყველაფერი გადაივლის და მერე ყველაფერი კარგად იქნება - არაფერიც არ იქნება კარგად. ჩაკეტვა არის უიმედობის ბოლო წერტილი, როდესაც ახალს  ვერაფერს აკეთებ. მთავრობის მიერ გაწერილია 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ არავის წარმოუდგენია გეგმა, რატომ ვიკეტებით და რას გავაკეთებთ ამ ჩაკეტვის დროს,“ - ამის შესახებ...


მსგავსი სიახლეები

up