ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

access_time2020-06-04 16:17:47

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.


„გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს.



სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს:



N23, N24, N32 და N33 ავტობუსები გლდანის პარკის მხრიდან ვეკუას ქუჩაზე გავლენ და მოძრაობას შეშელიძის ქუჩის მეშვეობით, სარაჯიშვილის გამზირამდე გააგრძელებენ, შემდეგ კი დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N23, N24, N33 მარშრუტები უკუმიმართულებით მოძრაობისას, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან" ქერჩი-ვასაძის ქუჩების ნაცვლად, შეშელიძის ქუჩის გავლით მოხვდებიან;



N51 მარშრუტი იმოძრავებს ქერჩის ქუჩისა და თიანეთის გზატკეცილის გავლით, ხოლო უკუმიმართულებისას, თიანეთის გზატკეცილიდან მიქატაძე-ლესელიძის ქუჩების მეშვეობით, გლდანის მე-7 და მე-8 მიკრორაიონებს დაუკავშირდება, რომლის შემდეგაც, გლდანულას დასახლებაში გადავა.




რაც შეეხება N45, N73, N108 ავტობუსებს, ისინი მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრამდე" მისასვლელად, ვასაძის ქუჩის გავლით, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთამდე იმოძრავებენ.



ანალოგიურად, მიკროავტობუსების - N30, N39, N77, N85, N133, N180, N210, N217 მარშრუტები „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ხიზანიშვილის ქუჩიდან გადავლენ ვეკუას ქუჩაზე და დაუკავშირდებიან მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრს“, ხოლო N30, N77, N85, N133 და N210 მარშრუტები შეშელიძის ქუჩიდან დადგენილი სქემით გააგრძელებენ მოძრაობას.



მიკროავტობუსები - N100, N202 გლდანის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდებიან და მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ვეკუასა და შეშელიძის ქუჩების მეშვეობით გადაადგილდებიან. მიკროავტობუსების - N86, N96, N116, N136, N139, N148 მარშრუტები მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობას ვასაძის ქუჩაზე, ხიზანიშვილის ქუჩის გადაკვეთასთან დაასრულებენ და უკუმიმართულებით, ასევე, ვასაძის ქუჩის გავლით იმოძრავებენ.



N78 და N226 მარშრუტები მოძრაობას ხიზანიშვილის ქუჩის ნაცვლად, მოსულიშვილის ქუჩაზე დაასრულებენ; N147 მარშრუტი მოსულიშვილის ქუჩაზე მისასვლელად და ასევე, უკუმიმართულებით გადაადგილებისას, იმოძრავებს ქერჩის ქუჩის გავლით, ნაცვლად შეშელიძის ქუჩისა; N111 მარშრუტი დროებით ვერ შევა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრთან“ და ორივე მიმართულებით, თიანეთის გზატკეცილისა და ქერჩის ქუჩების გავლით იმოძრავებს;



N142 და N145 მარშრუტები, მუხიანის დასახლებიდან გურამიშვილის გამზირის მიმართულებით მოძრაობისას, გობრონიძის ქუჩიდან შენგელიას ქუჩაზე გადავლენ, რის შემდეგაც შეშელიძის ქუჩისა და სარაჯიშვილის გამზირის გავლით, მოძრაობას დადგენილი მიმართულებით გააგრძელებენ. აღნიშნული მარშრუტი იმოქმედებს უკუმიმართულებით მოძრაობის დროსაც.



აღსანიშნავია, რომ ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მნიშვნელოვნად განიმუხტება საგზაო მოძრაობა, ქუჩები გახდება მეტად უსაფრთხო როგორც ფეხით მოსიარულეებისთვის, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლეებისთვის“ – ნათქვამია განცხადებაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up