Xiaomi-მ თურქეთში ქარხანა გახსნა

Xiaomi-მ თურქეთში ქარხანა გახსნა

access_time2021-04-01 12:50:00

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Xiaomi-მ თურქეთში ქარხანა გახსნა. როგორც თურქული მედია წერს, სტამბულში ახალი ქარხანა რამდენიმე დღის წინ გაიხსნა.


ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ საქართველოს მეზობელ ქვეყანაში ქარხნის გახსნის გეგმების შესახებ თებერვალში განაცხადა. ინვესტიციის მოცულობა $30 მილიონია.


თურქეთი მეოთხე ქვეყანაა, სადაც Xiaomi საკუთარი ბრენდის წარმოებას იწყებს.


ქარხნის გახსნის ცერემონიალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო. მან განაცხადა, რომ თურქეთი უცხოელ ინვესტორებს დინამიკური შრომითი ძალისა და სტრატეგიული მდებარეობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს. მისივე თქმით, თურქეთი ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, რათა მათ ააშენონ კვლევითი და დიზაინცენტრები, ასევე ქარხნები.



Xiaomi-ს ქარხანა დაახლოებით 14 000 კვადრატული მეტრის ფართობზეა აშენებული. მას წელიწადში ხუთი მილიონი მოწყობილობის წარმოების შესაძლებლობა აქვს. ქარხანაში 2000 ადამიანი დასაქმდება.



forbes.ge





თეგები:
Xiaomi



„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი

„გავოცდი იმ ბუნდოვანი ხედვით, რაც გიორგი ვაშაძემ საპენსიო საკითხებზე წარმოადგინა“ - პაატა ბაირახტარი
access_time2021-09-15 18:55:05
„არგუმენტი, თითქოს პენსიონერს სხვა ბანკში სესხს არ აძლევენ, არასწორია“, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცეპრეზიდენტმა, ეკონომისტმა პაატა ბაირახტარმა სოციალურ ქსელში დაწერა. პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები თუ ცალკეული პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ საპენსიო სესხზე და მის საპროცენტო განაკვეთზე. გულწრფელად მინდა, ეს პროცესი წინასაარჩვენო კამპანიასა და სამიზნე...

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს

„მწვანე ზონის“ შემქმნელი რესტორნებისთვის შესაძლოა დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს
access_time2021-09-16 13:00:41
ბიზნესისა და სახელმწიფოს მოლაპარაკებები კოვიდ 19–ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში ახალ ეტაპზე გადადის. „მწვანე ზონების“ შექმნის ინიციატივით შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე რესტორატორებს შეხვდა. იმ შემთხვევაში, თუ სტუმართ-მასპინძლობის სექტორი კოვიდ-სტატუსის დასადგენად შექმნილ სპეციალური აპლიკაციას წარმატებით გამოიყენებს და რესტორანი მხოლოდ ვაქცინირებულ, სწრაფი და PCR ტესტის მქონე მომხმარებლებს მიიღებს, ობიექტი დაწესებული შეზღუდვებისგან...

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-09-15 18:00:02
15 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.12 თეთრით 3.1129-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს 3.1053-იანი კურსი დაფიქსირდა. საერთასორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.63 თეთრით 3.6822-მდე გაუფასურდა, ბრიტანულ ფუნტთან 1.50 თეთრით 4.3039-მდე გამყარდა. მეზობელი ქვეყნების ვალუტებიდან კი ყველას მიმართ გაუფასურდა, კერძოდ: თურქულ ლირასთან 0.07 თეთრით 0.3690-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.35 თეთრით 1.8336-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.57 თეთრით...

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს

„ლოპოტა სპა რეზორტი“ საქართველოში კონკურენტებს ვერ ხედავს
access_time2021-09-16 11:00:23
„ლოპოტა სპა რეზორტის“ გენერალურმა მენეჯერმა მაკა ღლიღვაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას კახეთის რეგიონში სასტუმროების მიმართულებით კონკურენცია შეაფასა და აღნიშნა, რომ „ლოპოტა სპა რეზორტი“ რეგიონში არსებულ სასტუმროებთან შედარებით ბევრად დიდი ობიექტია და მათ კონკურენტად თავს არ განიხილავს. „ჩვენ ბევრად დიდი სასტუმრო ვართ, ჩვენი კომპლექსი 40 ჰექტარზეა განლაგებული და ის სერვისები, რასაც ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ, იქნება ეს სათავგადასავლო, თუ განტვირთვის...

ესპანეთი – მზიანი დღეების ქვეყანაში სამოგზაუროდ შემოდგომა იდეალური დროა

ესპანეთი – მზიანი დღეების ქვეყანაში სამოგზაუროდ შემოდგომა იდეალური დროა
access_time2021-09-15 15:55:43
გამორჩეული არქიტექტურა, კარგი კლიმატი, უგემრიელიესი სამზარეული, მზიანი, ფართო სანაპიროები, აქტიური კლუბური ცხოვრება და ბევრი თავგადასვლები -  ესპანეთი - ქვეყანა, რომელიც ემოციების გარეშე არ ტოვებს დამთვალიერებელს. სანგრიას, ფლამენკოს, ცეცხლოვანი საღამოების და მზიანი დღეების ქვეყანაში სამოგზაუროდ შემოდგომა სწორედ იდეალური დროა. ესპანეთის ყველაზე მონახულებადი ქალაქი - ბარსელონაა, მისი მთავარი ხიბლი კი  გაუდის არქიტექტურული შედევრები. ქალაქის...


მსგავსი სიახლეები

up