ტელეფონების მწარმოებელმა კომპანია Xiaomi-მ სმარტფონ Mi Mix Alpha-ს გამოშვება გადადო. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ლეი ცზიუანმა განაცხადა. ინფორმაციას გამოცემა GizmoChina ავრცელებს.
მისი თქმით, 2020 წელს Xiaomi სმარტფონ Mi Mix Alpha-ს ახალ მოდელს არ გამოუშვებს, რადგან ამისთვის დიდი დრო დასჭირდება.
კომპანიის ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ კომპანია უარს აცხადებს ამ სმარტფონის ფართო გაყიდვებზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული სმარტფონია.
imedinews.ge