ჩინურმა კომპანია Xiaomi-მ ჰუმანოიდი რობოტის სამუშაო პროტოტიპი წარმოადგინა სახელწოდებით CyberOne. Engadget-ის ინფორმაციით, პრეზენტაციის დროს, სცენის შუაში, CyberOne-მა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და Xiaomi-ის აღმასრულებელ დირექტორს ლეი ჯუნს ყვავილი აჩუქა, სანამ თავაზიანად დათანხმდებოდა სელფის გადაღებას მის არსებობაზე პასუხისმგებელ პირს. რობოტმა ასევე დამოუკიდებლად შეძლო სცენიდან გასვლა.
რობოტს აქვს მოხრილი OLED სახე, რომელსაც შეუძლია 3D შუქის დანახვა და ორი მიკროფონით მოსმენა, ასევე „85 ტიპის გარემოს ბგერებისა და ადამიანის ემოციების 45 კლასიფიკაციის“ იდენტიფიცირებისთვის.
CyberOne-ის ერთი ასლის ღირებულება 89 000-დან 104 000 დოლარამდეა. ამ დროისათვის უცნობია როდიდან დაიწყებს კომპანია რობოტის მასობრივ წარმოებას.