ხეობებში სწრაფად იცვლება ქარის მიმართულება, რაც გარკვეულ სიტუაციაში, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს - ამირან სალუქვაძე

ხეობებში სწრაფად იცვლება ქარის მიმართულება, რაც გარკვეულ სიტუაციაში, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს - ამირან სალუქვაძე

access_time2022-07-30 13:30:24

ყოველი ტრაგედიისას, ისევ იწყება სუპერ პუმების თემა. არაა ეს VIP შვეულმფრენი აღჭურვილი სამაშველო საქმიანობისთვის. როცა მაშინდელი ერთპიროვნული მმართველი თავისი ხუშტურებისთვის ძვირადღირებული ტყავის სალონით უკვეთდა შვეულმფრენს, ვინმემ გააკრიტიკეთ, სამაშველო ვერსია რატომ არ იყიდეო? განა ჟიგულია, ამოიღო „ნოლტრის“ ძრავი და „ნოლშესტის“ ჩააყენო, სადმე, ორღობის „გარაჟში“?, - ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.


იგი გუშინ გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.


„მერამდენე ტრაგედია ხდება და იგივე პრობლემაზე მიწევს წერა. ისევ ჩასაფრებული სვავები...


ადამიანი, ერი თავის სახეს გაჭირვებისას აჩვენებს. ნუთუ არ შეიძლება ტრაგედიის დღეებში, გლოვის დღეს, დაღუპულთა დაკრძალვამდე ყველამ თავი შეიკავოს პოპულიზმისგან, ნიშნის მოგებისგან, პოლიტიკური ქულების დაწერისგან?! ნუთუ არ შეიძლება, ცნობილი ადამიანი სანამ რაიმეს დაწერ ან იტყვი, გაიარო კონსულტაცია და მერე დაწერო, წარმოთქვა... დაწერენ და მერე უწევთ წაშლა, ჩასწორება. ნათქვამს ხომ ვეღარ გაასწორებ?!


გუშინ ერთ ტვ-ს უარი ვუთხარი, მიზეზი ავუხსენი, მეორეს არ გამოვეხმაურე, თუმცა მათთან კიდევ სხვა პრობლემებია...
ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ გვისმენენ, ოჯახები, თანამებრძოლები, კოლეგები და განიცდიან, როცა იწყება არაკვალიფიციური განხილვები?! რამდენჯერ უნდა გითხრათ სპეციალისტებმა, რომ დღეს რეალურ მიზეზს ვერავინ გეტყვით?! დღეს, ამ დღეებში მედია ამ ტრაგედიას უნდა აშუქებდეთ როგორც ფაქტს, ნიუსს რომ ეძახით. თუ გსურთ ფაქტის, ტრაგედიის ჟურნალისტური გამოძიება, უნდა გამოყოთ ჟურნალისტი, რომელიც იმუშავებს შსს-თან, ასევე ჟურნალისტური მეთოდებით მოიძიებს მასალებს და გონივრულ ვადებში თავის დასკვნებს გააკეთებს, რომელიც შეიძლება დაემთხვეს, ან არ დაემთხვეს ოფიციალურ ვერსიას. ესაა წესი და ადამიანობა. ყველაფერი დანარჩენი არის არაადამიანობა.


რაც შეეხება შვეულმფრენების ტიპებს. არ შევუდგები მი-8-ს დახასიათებას და რატომ გვაქვს ამ ტიპის შვეულმფრენები. ათასჯერ დავწერე. სხვათა შორის, ყველაზე მრავალრიცხოვანი შვეულმფრენია. უბრალოდ, მარტივად, მი-8 (მი-17) გააჩნია პოლონეთს, ჩეხეთსა და ნატოს წევრი აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს. რჩება კითხვა?


ყოველი ტრაგედიისას, ისევ იწყება სუპერ პუმების თემა. არაა ეს VIP შვეულმფრენი აღჭურვილი სამაშველო საქმიანობისთვის. როცა მაშინდელი ერთპიროვნული მმართველი თავისი ხუშტურებისთვის ძვირადღირებული ტყავის სალონით უკვეთდა შვეულმფრენს, ვინმემ გააკრიტიკეთ, სამაშველო ვერსია რატომ არ იყიდეო? განა ჟიგულია, ამოიღო „ნოლტრის“ ძრავი და „ნოლშესტის“ ჩააყენო, სადმე, ორღობის „გარაჟში“?



თუ გაწუხებთ ავიაციის ან სხვა სფეროების განვითარების პრობლემები, ვისაუბროთ გლოვის დღეების მერე და ვისაც გინდათ, იმას ავუწვათ ყურები. ოღონდ თქვენ ხომ კრიტიკა მხოლოდ ერთი პოლიტიკური სუბიექტის სასარგებლოდ გაინტერესებთ?! ამიტომაც არ გვაქვს ჯანსაღი დებატების თუ დებატების ჯანსაღი გარემო. პირველად ვწერ?


რაც შეეხება შესაძლო ვერსიებს. საიდან მოგაქვთ გაუმართავი შვეულმფრენის ვერსია? წარმოდგენა გაქვთ საავიაციო საინჟინრო-ტექნიკური სამსახურის მუშაობაზე? ესაუბრეთ ვინმეს? რაც არ უნდა დაინახოთ ეკრანზე, იმ ვიდეოში, რომელიც ვრცელდება, რეალურად შეიძლება იყოს როგორც ტექნიკური მიზეზი, ისე ადამიანური ფაქტორი, ასევე კლიმატური. ხეობებში სწრაფად იცვლება ქარის მიმართულება, რაც გარკვეულ სიტუაციაში, შესაძლოა, კრიტიკული აღმოჩნდეს და შვეულმფრენის ტიპს არ ჰქონდეს მნიშვნელობა. ნებისმიერი გამოცდილი მფრინავი ან საავიაციო ინჟინერი, იმავეს დაგიდასტურებთ.


გამოძიებას მოუწევს შვეულმფრენის ნამსხვრევების, ფრაგმენტების შესწავლა, მ.შ. ვიდეო ფირების ექსპერტიზის ჩატარება და სხვა. საავიაციო გამოძიებაში უამრავი ადამიანი მონაწილეობს. მოქმედებენ კონკრეტული რეგულაციების საფუძველზე და დაადგენენ იმ მიზეზს, რაც იყო რეალურად.


გუშინ სხვა პოსტი უნდა დამედო, მიმდინარე მოვლენებზე, მაგრამ არაა ამის განწყობა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს, ყველა უწყების ავიატორებს, მაშველებს, ავიაციის მედიკოსებს, რადგან ყველა ერთი დიდი ოჯახის წევრები არიან, ყველას ერთად უომია და უფრენია და არ მეგულება ვინმე, ვისაც ამ ადამიანებზე მეტად სტკიოდეს“, - წერს ამირან სალუქვაძე.


მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.


საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.


სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, გუდაურთან, 29 ივლისს ჩამოვარდა. ვერტმფრენმა, რომლის დახმარებით ჩამოვარდნილი პარაპლანისტების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობდა, მართვა დაკარგა. შსს-ს ინფორმაციით, ბორტზე 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. დაშავებულია პარაპლანის ინსტრუქტორი, მასთან ერთად მყოფი უცხოელი ტურისტი კი გარდაცვლილია.


საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.


წყარო: imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up