ხელოვნური ხორცი მსოფლიოს იპყრობს

ხელოვნური ხორცი მსოფლიოს იპყრობს

access_time2021-07-31 20:00:39

ათობით მილიონი ადამიანი მთელს მსოფლიოში შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა  - კორონავირუსის პანდემიამ უკვე არსებული პრობლემები - ბუნებრივი კატაკლიზმები, კლიმატური ცვლილებები, სუსტი ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა, კიდევ უფრო დაამძიმა.

 

პანდემიის პერიოდში შიმშილით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა წინა პერიოდთან შედარებით 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო სურსათის კრიტიკული დეფიციტის პირობებში 155 მლნ. ადამიანი ცხოვრობს - ეს 20 მლნ-ით მეტია, ვიდრე პანდემიამდელ პერიოდში.

 

ყველაფერთან ერთად ბოლო თვეებში სურსათზე მსოფლიო ფასები მკვეთრად გაიზარდა. ასეთ ვითარებაში კაცობრიობას კვების ალტერნატიული წყაროების მოძიება მოუწევს და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება ამ მხრივ ხელოვნური ხორცია.

 

ნატურალური ხორცის მოხმარების შემცირება ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაწყვეტს - შიმშილს და ატმოსფეროს დაბინძურებას შეამცირებს - სასათბურე გაზების 14,5% გამოყოფა სწორედ მეცხოველეობაზე მოდის, ეს კი მეტია, ვიდრე მსოფლიოში არსებული მთელი ტრანსპორტის წვლილი.

 

ხელოვნური ხორცი ფასტ-ფუდების მენიუში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. მისი ძირითადი მწარმოებლებია  Impossible Foods და Beyond Meat.  სადღეისოდ მცენარეული ხორცის ბაზარი წელიწადში 8,4%-ით იზრდება, და 2026 წლისთვის მისი მოცულობა $2,5 მლნ–ს მიაღწევს.

 

თუ ამ პროდუქტის მოხმარება დღევანდელი ტემპებით გაიზრდება, 10 წლის შემდეგ მსოფლიოში მოხმარებული ხორცის 10% ხელოვნური იქნება.

 


ახალი პროდუქტის მწარმოებლები მილიარდობით ინვესტიციებს იღებენ - მაგალითად,

Beyond Meat-მა $550 მლნ–ის კაპიტალი მოიზიდა, ხოლო ინვესტორებს შორის  ლეონარდო დი კაპრიო და ბილ გეითსი არიან.

 

კომპანიის ბირჟაზე გამოსვლა ტრიუმფალური იყო - პირველ დღეს აქციები 100%-ით გაძვირდა, ხოლო დღეს კომპანიის კაპიტალიზაცია $9.4 მლრდ–ს შეადგენს. Beyond Meat ამ ეტაპზე არა მხოლოდ საქონლის შემცვლელს, არამედ ქათმის ხორცს და სოსისებს აწარმოებს.

 

სილიკონის ველის კომპანია Impossible Foods ფსონს გენურ ინჟინერიაზე აკეთებს და მისი მიზანი არა ვეგეტარიანელების, არამედ ხორცის მოყვარულების დაინტერესებაა. კომპანია ბირჟაზე გასვლისთვის ემზადება და $10 მლრდ–ის მოზიდვას გეგმავს.

 

კიდევ ერთი მწარმოებელი  - Memphis Meats - სხვა გზით მიდის. ის რეალურ, ცხოველურ ხორცს ხელოვნურად, ლაბორატორიებში ზრდის. ინვესტორებმა კომპანიაში $180 მლნ–ზე მეტი ჩადეს და მათ შორის რიჩარდ ბრენსონი და ბილ გეითსი არიან.

 

კულტივირებულ ხორცს ასევე ისრაელური Future Meat აწარმოებს. პროდუქტს სპეციალურ ბიორეაქტორებში ზრდიან და ამ დროს 80%–ით ნაკლები სასათბურე გაზი გამოიყოფა და 96%–ით ნაკლები წყალი მოიხმარება.

 

თუმცა, ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ხელოვნური ხორცის წარმოება ეკოლოგიური კუთხით არანაკლებ საზიანოა, ვიდრე რეალურის - ლაბორატორიული ხორცის წარმოება ბევრ ენერგიას მოითხოვს, რაც მეტი საწვავის გამოყენებას ნიშნავს.

 

საბოლოო ჯამში აქაც გამოსავალი მწვანე ენერგეტიკაშია.

 

ბევრ კითხვებს ასევე თავად პროდუქტი იწვევს, რომელშიც ბევრი ქიმიური ან გენმოდიფიცირებული დანამატია, რომელიც მას ხორცის გემოს აძლევს. გაურკვეველია, რამდენად უსაფრთხოა ადამიანისთვის ეს ხელოვნური ინგრედიენტები.

 

lenta.ru

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up