ხელოვნური კვების რეკლამირების გამო სამშობიაროებს, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს

ხელოვნური კვების რეკლამირების გამო სამშობიაროებს, შესაძლოა, ჯარიმები დაეკისროს

person access_time2016-07-27 10:56:32

სამშობიაროებში ხელოვნური კვების რეკლამირება უახლოეს მომავალში შესაძლოა დასჯადი გახდეს. ამის შესახებ „კომერსანტთან" შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ნინო ბერძულმა განაცხადა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ ძუძუთი კვების ხელშეწყობის მიზნით, არსებული სიტუაციის ზუსტი შეფასება, პრობლემების იდენტიფიცირება და სამოქმედო სტრატეგიის დასახვა დაიწყო.

 

როგორც ბერძული აღნიშნავს, სამინისტრო ახორციელებს სამშობიარო სახლებში მონიტორინგს, რამდენად ხორციელდება ძუძუთი კვების ხელშეწყობა და რამდენად არის დაცული ის კანონი, რომელიც წლების წინ ქვეყანამ მიიღო ძუძუთი კვების პრაქტიკასთან მიმართებაში. გარდა ამისა, რამდენად არიან დაცულები ახალშობილები და დედები ხელოვნური საკვების კომპანიების აგრესიული მარკეტინგული ღონისძიებებისგან.

 

ბერძული ამბობს, რომ მონიტორინგი რამდენიმე რეგიონში განხორციელედება სელექტიურად შეირჩეულ სამშობიაროებში. ამ დროისთვის დასრულებულია აჭარის რეგიონის კვლევა, რომლის შედეგებიც ჯერჯერბით არ საჯაროვდება. ბერძულის განცხადებით, მთლიანად მონიტორინგის პროცესი 1 თვეში დასრულდება და შესაბამისი დასკვნებიც დაიდება.

 

„თუ გამოიკვეთა კონკრეტულ დაწესებულებებში დარღვევები, სახელმწიფო მათთან საგანმანათლებლო კამპანიას დაიწყებს, გარდა ამისა, კანონში ჩაიდება აღსრულების მექანიზმები, რაც სანციებში გამოიხატება"-აცხადებს ბერძული. მისივე ინფორმაციით, აქამდე კანონი არსებობდა, თუმცა მასში სანქციები არ იყო ჩადებული.

 

პედიატრი ვანო ჩხაიძე მიესალმება სახელმწიფოს ამ ინიციატივას და აცხადებს, რომ აღნიშნული მონიტორინგი არ უნდა იყოს ერთჯერადი. გარდა ამისა, როგორც ჩხაიძე ამბობს, ყველა პედიატრი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად არის ამ მხრივ მომდომებული, რომ ყველა მისი პაციენტი პირველივე დღიდან ძუძუთი იკვებებოდეს.


 

მისი მტკიცებით, არცერთი პედატრი არ უნდა მონაწილოებდეს ხელოვნური საკვების რეკლამაში. „ყველა პედიატრი უნდა იყოს რეკლამის მიმცემი ძუძუთ კვებაზე და არა პირიქით, ხელოვნური კვების რეკლამირებას ახდენდეს. სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ძუძუთი კვებას ხელი შეეწყოს"-აცხადებს ჩხაიძე.

 

მისივე ინფორმაციით, საქართველოს აქვს კანონი ძუძუთი კვების შესახებ, რომელიც 2000 წლის დასაწყისშია მიღებული. ჩხაიძე ამბობს, რომ ეს კანონი ძუძუთი კვების პირდაპირ ხელშეწყობაა, თუმცა, მას მონიტორინგი სჭირდება.

 

შეგახსენებთ, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი მაია ქურციკიძე გასულ წელს აცხადებდა, რომ საქართველოში ახალშობილთა ბუნებრივი კვების წახალისების კანონი არ ხორციელდება და კომპანიები შეუზღუდავად და კანონდარღვევით ახდენენ ხელოვნური საკვების რეკლამირებასა და რეალიზებას.

 

რაც შეეხება ბუნებრივი კვების წახალისებას, ქურციკიძე აცხადებდა, რომ ბავშვთა ბუნებრივი კვების მხრივ საქართველოს ცუდი მაჩვენებელი აქვს. კერძოდ, წინა წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, ახალშობილთა 13% არასდროს ყოფილა ძუძუთი კვებაზე, 6 თვემდე ჩვილებს შორის კი მხოლოდ ნახევარია ექსკლუზიურად, ანუ მხოლოდ ძუძუთი კვებაზე.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 6 თვემდე ბავშვების 40% მხოლოდ ბუნებრივ კვებაზეა. ამ მხრივ ლიდერები არიან ყველაზე განვითარებული და სოციალურად ორიენტირებული ქვეყნები - ფინეთი, ნორვეგია და შვედეთი, სადაც 6 თვემდე ბავშვების დაახლოებით 90% ძუძუთი იკვებება.

 

ამერიკაში, ხელოვნური ნარევების მწარმოებელთა აგრესიულმა კამპანიამ თავისი „შავი საქმე" გააკეთა და პრაქტიკულად განდევნა დედობის კულტურიდან ძუძუთი კვება.




„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up