ხელოვნური ინტელექტის მქონე რობოტი ჩინურ კომპანიაში გენერალური დირექტორი გახდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.
რობოტი, სახელად „ტანგ იუ უხელმძღვანელებს ოპერაციებს კომპანია NetDragon Websoft-ში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ხელოვნური ინტელექტი ლიდერის პოზიციას იკავებს. ახალი გენერალური დირექტორის ამოცანაა 10 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციის კომპანიაში მუშაობისა და პროცესების ორგანიზება.
კომპანია იმედოვნებს, რომ „ტანგ იუ“ გაზრდის შეკვეთების შესრულების სიჩქარეს, გააუმჯობესებს სამუშაოს ხარისხს და ოპტიმიზაციას გაუწევს ტექნოლოგიურ პროცესს.
გარდა ამისა, რობოტი გამოყენებული იქნება როგორც ანალიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც მიიღებს ყველაზე მომგებიან გადაწყვეტილებებს გარკვეულ სიტუაციებში.