ხელოვნური ინტელექტის მასიურ შემოსვლასთან ერთად, ადამიანის პერსონალური ხედვა უფრო ღირებული გახდება - ლისა ღლონტი

ხელოვნური ინტელექტის მასიურ შემოსვლასთან ერთად, ადამიანის პერსონალური ხედვა უფრო ღირებული გახდება - ლისა ღლონტი

access_time2023-02-12 20:00:53

აჩქარებულ დროში გვიწევს ცხოვრება. ის რაც თვეების და წლების წინ წარმოუდგენლად, დაუჯერებლად და უტოპიად გვეჩვენებოდა და მხოლოდ მწერლებისა და სცენარის ავტორების ფანტაზია გვეგონა, რეალობად იქცა და ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.

 

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ChatGPT და ის კვლევები იქცა, რომლის მიხედვითაც, ახლო მომავალში, ხელოვნური ინტელექტი მილიონობით ადამიანის ჩანაცვლებას და იმ სამუშაოს შესრულებას შეძლებს, რისი გაკეთებაც ჩვენ გვიწევს.

 

კომერსანტი ბერლინში ლისა ღლონტს დაუკავშირდა, რომელიც Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის კურსზე სწავლობს. ლისა 3-ჯერ გახდა Miami Ad School-ის საუკეთესო სტუდენტი და მისმა პროექტებმა გასულ წელს საერთაშორისო ფესტივალებზე გაიმარჯვა - Epica-ზე ლისა ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა (Media Innovation), Golden Drum-ზე - ოქროს მედლით (INDUSTRY CRAFT), Penta Awards-ზე - ვერცხლით (Student work, beverage concept design) და Ad Black Sea-ზე ბრინჯაოთი (Use of Special Events, Stunts, Sponsorship, Promotions).

 

ლისამ ხელოვნური ინტელექტის საქმეში გამოყენება ერთი წლის წინ, Open AI-სგან DALL·E 2-ზე ექსკლუზიური წვდომის მიღების შემდეგ დაიწყო. „კომერსანტი“ ლისას ხელოვნური ინტელექტის როლზე, ფუნქციებსა და DALL·E-სა და ChatGPT-სთან მუშაობის საკუთარ გამოცდილებაზე ესაუბრა.

 


— ლისა, გაგვაცანით თავი.

 

ამჟამად Miami Ad School Europe-ში Art Direction-ის კურსზე ვსწავლობ. თუმცა, აქ ჩამოსვლამდე დიდი გზა გავიარე. სკოლის დასრულების შემდეგ ვსწავლობდი ბიოქიმიას, შემდეგ აუდიო-ვიზუალურ ხელოვნებას, პარალელურად ვმუშაობდი პატარა და საშუალო ბიზნესების ბრენდიგზე, კომერციულ და არაკომერციულ ექსპერიმენტულ შემოქმედებით პროექტებზე და ვიდეოკლიპებზე.

 

Miami Ad School-ის ბერლინის ფილიალს თვალს წლების განმავლობაში ვადევნებდი და მჯეროდა, რომ Art Direction-ის კურსი შესანიშნავი გაგრძელება იყო ჩემი თავგადასავლისთვის. სწავლის ნაწილი სკოლამ დამიფინანსა და მომეცა საშუალება, ყოველდღიურად ვისწავლო და ვიმუშაო უამრავ საინტერესო ადამიანთან ერთად.

 

— გასულ წელს შენმა პროექტებმა რამდენიმე ჯილდო მიიღო. რომელს გამოარჩევდი?

 

ამ ორ პროექტს გამოვყოფდი: Twisted Flags, რომელზეც ჩემს უკრაინელ კოლეგასთან ერთად ვიმუშავე. პროექტმა 3 ფესტივალზე გაიმარჯვა. ის რუსების დატროლვაზეა. მეორე დიზაინ-პროექტი იყო მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

  


Print campaign Ukrainian Perspective for VICE



— რა როლს თამაშობს თქვენს ყოველდღიურობაში, სწავლის პროცესში, ტექნოლოგიები და კონკრეტულად ხელოვნური ინტელექტი?

 

ტექნოლოგიები დღევანდელი სამყაროს განუყოფელი ნაწილია, განსაკუთრებით სარეკლამო ინდუსტრიაში. ყოველთვიურად ვხედავთ ახალ აღმოჩენებს, რომლებიც ჩვენს პროფესიებს უფრო ამაღელვებელსა და მიმზიდველს ხდის, შესაბამისად, ნამუშევრებიც უფრო საინტერესო ხდება.

 

ხელოვნური ინტელექტის საქმეში გამოყენება ერთი წლის წინ დავიწყე, როცა DALL·E 2-ზე ექსკლუზიური წვდომა მივიღე Open AI-სგან. მაშინ ჯერ კიდევ ტესტირების პროცესში იყვნენ და მომხმარებლების რაოდენობა ლიმიტირებული იყო. კითხვარის შევსების შემდეგ, რიგში ორი თვე ვიყავი. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია ტექსტის მიხედვით რამდენიმე წამში შექმნას ვიზუალი. რაც უფრო დეტალურ აღწერას ვაძლევთ, მით უფრო ახლოს არის ვიზუალი ჩვენს წარმოსახვასთან.

 

Open AI-ს მეორე პროდუქტი ChatGPT სულ რამდენიმე თვეა, რაც გამოვიდა და მას უკვე თვიურად 100 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. განსხვავებით DALL·E 2-სგან, რომელიც ვიზუალზეა კონცენტრირებული, ChatGPT-ის უამრავი სფეროს პროფესიონალისთვის შეუძლია ტექსტის შექმნა. მას, ჩვენთვის სასურველ თემაზე, რამდენიმე წამში, შეუძლია დაწეროს ლექსი, მოგვაწოდოს წიგნის ან ტექსტის მოკლე შინაარსი, ჩაატაროს ანალიზი, დაწეროს კოდი სხვადასხვა ენაზე, უპასუხოს ჩვენს ცნობისმოყვარე კითხვებს და მრავალი სხვა.

 

სწავლის პროცესი პრაქტიკულია და ერთდროულად 5-6 პროექტზე მიწევს მუშაობა. ყოველი მათგანი მოითხოვს მაქსიმალურ ყურადღებას და დროს. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მე და ჩემს შემოქმედებით გუნდს საქმე ხშირად გვიმარტივდება. შეიძლება ითქვას, რომ ხშირად ის გუნდის სრულფასოვანი წევრივით ფუნქციონირებს. თუმცა, ყოველთვის სჭირდება მის შექმნილ ტექსტსა და ვიზუალს გადამუშავება და ადამიანის მიერ ხელის შევლება.

 

მას კონცეფციის შექმნის პროცესში ძირითადი აქცენტების გამოკვეთისას ვიყენებ. ხშირად უბრალოდ ტექნიკურ დავალებებს ვაძლევ.

 



— რას შეცვლის მომავალში ხელოვნური ინტელექტი? რა გავლენას იქონიებს ადამიანებზე? ბუმია ატეხილი, რომ ახლო მომავალში AI და ChatGPT ჩაანაცვლებს ადამიანურ რესურსს და მილიონობით ადამიანს სამსახურს წაართმევს. თქვენ როგორ აფასებთ, ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი ადამიანს?

 

ალბათ ისმის კითხვა, ვის ეკუთვნის საავტორო უფლებები შექმნილ პროდუქტზე, რომელსაც ქმნის ხელოვნური ინტელექტი. Open A.I. განმარტავს, რომ მიღებულ ნამუშევრებზე საავტორო უფლებები აქვს მომხმარებელს.

 

ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია A.I. Generated Art-ის გარშემო. DALL·E 2-ს მიერ შექმნილი ყველა ნამუშევარი არის უნიკალური და ის თავის თავს არასდროს იმეორებს. მიუხედავად ამისა, ყველა ნამუშევარი ინსპირირებულია იმ საინფორმაციო ბაზიდან, რაც წლების განმავლობაში ადამიანებმა შექმნეს. ამის გამო ბევრი თვლის, რომ ხელოვნური ინტელექტი არტისტების ნამუშევრებს იპარავს. გაჩნდა შიშიც, რომ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებს ჩაანაცვლებს.

 

ერთ-ერთი ლექტორი, რომელიც Google Innovations გვასწავლის ხშირად ამბობს, რომ სინამდვილეში არც ერთმა ექსპერტმა იცის, რა მოხდება მომავალში, თუმცა, ხელოვნური ინტელექტი მომავალზე გავლენას თავისთავად იქონიებს.

 

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, პროფესიების ტრანსფორმაციაც ბუნებრივი პროცესია, ეს ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. პროფესიებთან დაკავშირებული მოთხოვნილებები მუდმივად იცვლება და ჩვენც მათთან ერთად ნელ-ნელა გავდივართ ადაპტაციას, ჩნდება ახალი პროფესიები და დასაქმების ბაზარი მოითხოვს ახალ უნარებს.

 

დიზაინერები წლების წინ მხოლოდ ხელით ქმნიდნენ ნამუშევრებს. გასული საუკუნის მიწურულიდან მოყოლებული კომპიუტერულმა პროგრამებმა ახალ შესაძლებლობებს და ხედვებს გაუღო კარი. ხელოვნური ინტელექტიც შემდეგი ნაბიჯია, რომელიც მუშაობის პროცესს თავისებურად ცვლის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხელით აღარ ვიმუშავებთ. ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტის მასიურ შემოსვლასთან ერთად ადამიანის პერსონალური ხედვა უფრო ღირებული გახდება.

 

 — სწავლის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვთ? აპირებთ საქართველოში დაბრუნებას? რაიმე პროექტზე ხომ არ მუშაობთ, რისი ჩვენთვის გაზიარებაც შეგიძლიათ?

 

ამჟამად ვამთავრებ სწავლის პირველ წელს, სტაჟირებას გავდივარ კრეატიულ სააგენტო Publicis | Le Pub-ში და პარალელურად კლასელებთან ერთად რამდენიმე საინტერესო პროექტზე ვმუშაობ, რომლებსაც გაზაფხულში გამოვაქვეყნებთ. ძირითადად სარეკლამო ინდუსტრიაში ვარ, თუმცა პარალელურად არაკომერციული პროექტებითაც ვარ დაკავებული.

 

სწავლას ერთ წელიწადში დავასრულებ და წინ დიდი გეგმები და ოცნებები მაქვს. არ ვიცი საქართველოში როდის დავბრუნდები, მაგრამ ქვეყნის წინსვლისთვის დისტანციურად წვლილს აუცილებლად შევიტან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს. ეს შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს მიიღონ განათლება თავიანთ ქვეყანაში და შევძლებთ დავაჩქაროთ საქართველოს განვითარება.

 

ლისას ნამუშევრები ნახეთ აქ: www.lisaglonti.com

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up