Neiron-ი ქართველმა კერძო ინვესტორმა შეიძინა, რომლის ვინაობაც ამ ეტაპზე არ ხმაურდება. მოლაპარაკებები მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, შესყიდვა კი გაურკვეველი პირობებით დასრულდა.
Neiron AI საქართველოში დაფუძნებული შვედური ხელოვნური ინტელექტის (AI) კომპანიაა რომელიც, ყოველდღიური ბიზნეს პრობლემებისთვის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს ამუშავებს. Neiron-ი სპეციალიზებულია ბუნებრივი ენის დამუშავებაში (Natural Language Processing), მანქანურ დასწავლაში (Machine Learning) და კომპიუტერის მიერ სამყაროს ვიზუალურ აღქმაში (Computer Vision). Neiron-ის მიერ შემუშავებული აპლიკაციები სხვადასხვა სფეროში გამოიყენება.
ახალ მფლობელთან ერთად კომპანია დაგროვილი IT, R&D და AI გამოცდილების ახალ ბიზნეს სფეროებში გამოყენებას გეგმავს, მათ შორის ტელეკომუნიკაციების, აღჭურვილობის განვითარებისა და, საერთაშორისო დონეზე, საქართველოში არსებული სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით. ახლო მომავალში Neiron-ს კიდევ უფრო მრავალმხრივ კომპანიად იქცევა, რადგან ის თავის მომხმარებლებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მეტ სერვისს შესთავაზებს.