ხელოვნურად შექმნილი სასაკლაო - სატვირთო ავტომობილების უსასრულო რიგები სავალ გზაზე (+ვიდეო)

ხელოვნურად შექმნილი სასაკლაო - სატვირთო ავტომობილების უსასრულო რიგები სავალ გზაზე (+ვიდეო)

access_time2019-03-07 14:30:59

„საქართველოს აქვს პოტენციალი ჩამოყალიბდეს სატრანსპორტო ლოგისტიკურ ჰაბად,“  ეს სიტყვები ოფიციალურ შეხვედრებზე ხშირად გაუჟღერებიათ  ქვეყნის ყოფილ (გიორგი კვირიკაშვილს) და ამჟამინდელ 9(მამუკა ბახტაძეს) პრემიერ-მინისტრებს.


სატრანსპორტო პოტენციალზე ყურადღებას მუდმივად ამახვილებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულიაც.


„ლოგისტიკური ჰაბისთვის ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა საქართველოს მნიშვნელოვანი უპირატესობაა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული,“  ამბობს ქობულია.


სატრანსპორტო პოლიტიკის გარდა, ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ტურიზმი, რაც ეკონომიკურ განვითარებაზე პირდაპირ აისახება. თუმცა, როგორც ირკვევა, საქართველოში გარკვეული სივრცეები  ტურისტებისთვის კომფორტს მოკლებულია. არსებულ მძიმე ვითარებას კი გუდაურისკენ მიმავალი ნებისმიერი მგზავრი  ნათლად დაინახავს.


დასრულდა პარასკევი და მოვიდა უქმეების დრო. წელიწადის ამ დროს, როგორც წესი, დამსვენებლებით ყველაზე დატვირთული გუდაური-ბაკურიანია. თუმცა, სულ ორი დღით გუდაურისკენ მიმავალი ტურისტი პრობლემებს  გზაშივე აწყდება: სავალ გზაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსასრულო რიგი მას არც კომფორტულად მგზავრობის საშუალებას აძლევს და არც უსაფრთხოდ გადაადგილების. მეტიც, დიდია რისკი ავტოსაგზაო შემთხვევის მსვერპლი გახდეს და ორდღიანი უქმეები, გუდაურის ნაცვლად, ხელოვნურად შექმნილ სასაკლაოზე გაატაროს.




ზუსტად ამას გვიყვება “hub Georgia“-ს დამფუძნებელი ვასილ ურუშაძ. მგზავრობისას მან ვიდეოც გადაიღო, სადაც ნათლად ჩანს, რომ სატვირთო ავტომობილების უსასრულო რიგი უკვე თითქმის ნატახტარიდან იწყება და გუდაური-ყაზბეგი-სტეფაწმინდა-ლარსისკენ მიმავალ გზაზე, დაახლოებით, 10 კმ-იან საცობს ქმნის. ტრაილერები სავალ გზას პარკინგისთვის იყენებენ და უმოძრაოდ, ერთსა და იმავე ადგილას კვირების განმავლობაში უწევთ ყოფნა. ასეთ სიტუაციაში მსუბუქი ავტომობილებისთვის  სავალი ნაწილის მხოლოდ ერთი მხარეა დარჩენილი.


ვასილ ურუშაძე: „მივდიოდი გუდაურში და ჩემს საპირისპიროდ მომავალი მსუბუქი ავტომობილიც იმავე გზაზე გადაადგილდებოდა, რადგან სხვა ალტერნატივა არ არის. იმდენად დიდი რისკი შეიქმნა ავტო-საგზაო შემთხვევის, რომ გადავწყვიტე პირადად ჩავერთო ამ პროცესების გამოკვლევაში. აღსანიშნავია, რომ მსგავსი რიგები სულ იყო, თუმცა ის, რაც დღეს ხდება, ყოველგვარ ზღვარს სცილდება. იმ შემთხვევაში, თუ თოვლი მოდის, საერთოდ პარალიზებულია გარემო და მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალიან დიდი საფრთხის შემცველია“.



ურუშაძე დარწმუნებულია, რომ სატვირთო ავტომობილების რიგები ხელოვნურადაა შექმნილი და ამაში რუსეთის პირდაპირი ინტერესებია. ხელისუფლების უმოქმედობა და გულგრილობა კი არსებულ ვითარებას ხელს უწყობს.


„აშკარაა, რომ ეს რიგები ხელოვურადაა შექმნილი და კონკრეტულ მხარეს აწყობს, რომ საქართველო წარმოჩინდეს, როგორც მეორეხარისხოვანი ქვეყანა. პირველ რიგში, რუსეთი უნდა ვახსენოთ, რადგან ვიცით, რომ ამ ქვეყნიდან  ვიზიტორთა დიდი ნაკადი შემოდის სპეციალურად გუდაურში. ეს ნიშნავს თანხების შემოდინებასაც, რაც რუსეთის მთავრობას ნამდვილად არ აწყობს. მეორე მხრივ, ჩვენი ხელისუფლება არსებულ ვითარებას თავისი გულგრილობით ხელს უწყობს. საპატრულო პოლიციაც კი თითქმის საერთოდ არ მონაწილეობს პროცესში და ძალიან იშვიათად არის დაკავებული  სატანსპორტო საშუალებების გაჩერებით თუ დაპარკინგებით. რეალურად გზაზე კონტოლი, გამაფრთხილებელი ნიშნები ან რაიმე მსგავსი არ გვხდება“.


“hub Georgia“-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ არსებული სიტუაცია ეწინააღმდეგება ხელისუფლების პრიორიტეტებსა და სახელმწიფო პოლიტიკას:


„ამბიცია გვაქვს, რომ  გავხდეთ სატრანსპორტო ლოგისტიკური ჰაბი. თუ ეს მართლა გვინდა და უბრალოდ პოპულისტური განცხადება არ არის, მაშინ მსგავსი ელემენტარული პრობლემები ქვეყანაში ნამდვილად არ უნდა არსებობდეს. მეორე მხრივ, როდესაც საქართველოში ასეთი მზარდია  ტურისტული პოტენციალი და ვიზიტორთა რაოდენობაც მუდმივად მატულობს, მნიშნლოვანია  შესაბამის  სივრცეებში შეიქმნას კომფორტული გარემო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სტატისტიკა  აუცილებლად დაიწყებს კლებას და ტურისტების ნაკადიც საგრძნობლად შემცირდება. აი, ამდენად მნიშვნელოვანი საკითხები დევს სასწორზე, რომლის მეორე მხარეს ხელოვნურად შექმნილი სასაკლაო კვლავ განაგრძობს ფუნქციონირებას“.





სალომე ლემონჯავა 





„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს

„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ეს ხალხის ჯიბეზე არ ისახება“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელი IRI-ს კვლევას აფასებს
access_time2019-11-20 10:00:10
„ქართული ეკონომიკა წინ მიდის, მაგრამ ამას ხალხი ვერ გრძნობს, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა კი  ბიზნესსაც აქვს და მთავრობასაც. 22 წელია რაც აქ ვმოღვაწეობ და მთავარ გამოწვევად რჩება  ის, რომ ეკონომიკის წინსვლა ვერ აისახა მოსახლეობის კეთილდღეობაზე“- საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა „კომერსანტთან“ IRI-ს კვლევის შედეგები მიმოიხილა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საქართველოში ივნისის აქციების შემდეგ...

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ

ჩვენ არ გვაქვს ცუდი შედეგები, 5%-იან  ეკონომიკურ ზრდას უამრავი ქვეყანა ინატრებდა-დეპუტატები IRI-ს კვლევას აფასებენ
access_time2019-11-19 20:10:10
„IRI- კვლევებს დიდ პატივს ვცემ მაგრამ იმ ხალხს ვინც საქართველოში სამუშაოებს ასრულებს მე მათი კვლევების არ მჯერა, რადგან შედეგები არასდროს გამართლებულა“ -ასე აფასებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ მათი უმთავრესი პრობლემებად უმუშევრობა, საცხოვრებელი ხარჯები და სიღარიბეა.   რატომ ვერ მიიღო მოსახლეობამ...

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“

„საქართველოს ბანკი“- ახლო მომავალში ლარი იმ  ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც  მის გაცვლით კურსს რეალურად ასახავს“
access_time2019-11-19 18:35:56
„საქართველოს ეკონომიკა ბოლო მონაცემებითაც აჩვენებს ისეთ შედეგებს, რომელიც მყარ საფუძველს იძლევა, იმისთვის რომ ლარი ახლო მომავალში დაუბრუნდება ნიშნულს, რომელიც რეალურად ასახავს მის გაცვლით კურსს“--ამის შესახებ „კომერსანტს“  „ საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილე სულხან გვალიამ განუცხადა.  მისივე განმარტებით,  ყველა კვლევაც ასე აჩვენებს, ლარის კურსი დაახლოებით 10%-ით მეტადაა გაუფასურებული. „აქვე, ერთმნიშვნელოვნად უნდა...

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“

„ნამახვანი ჰესის მშენებლობა წყალტუბოს განვითარების გეგმას ჩააგდებს“
access_time2019-11-19 18:00:17
„როდესაც ქვეყანაში ისეთი პროექტების მშენებლობა გრძელდება, რომელიც გარემოს აზარალებს, ჩნდება ეჭვი, რომ მსგავსი დიდი პროექტების მეშვეობით ქვეყანაში ფული თეთრდება“- ამის შესახებ „კომერსატს“ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე ალტერნატივის” ბიომრავალფეროვნების კოორდინატორმა ირაკლი მაჭარაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, წყალტუბოს განვითარებაც შეიძლება ასეთ საკითხად მივიჩნიოთ თუ წინასწარ არ იქნა მისი დადებითი და უარყოფითი შედეგები...

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?

ბრონქიტი -როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები?
access_time2019-11-19 14:30:24
ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას ბრონქიტი ეწოდება, რომელის ყველაზე ხშირი მიზეზიც ვირუსული ინფექციაა. კორონავირუსებს, რომლებიც ამ დაავადებას იწვევენ,ბევრი საერთო აქვთ გრიპისა და ატოპიური პნევმონიის გამომწვევ ვირუსთან. ერთი შეხედვით გარეგნულად სრულიად უწყინარი , თუმცა უკიდურესად სახიფათო არიან. გერმანელი სპეციალისტების გამოთვლით , ზამთრის სეზონზე მხოლოდ გერმანიაში გაციებისა და მისი გართულების შედეგად 12 ათასი ადამიანი იღუპება! ბრონქიტი ნამდვილად ეპიდემიად იქცა, რამდენადაც...


მსგავსი სიახლეები

up