ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტს მიმართავენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით კულტურის კომიტეტს მიმართავენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ

access_time2021-06-14 14:50:00

ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები საავტორო უფლებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილით მიმართავენ და შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.


წერილს ხელს აწერენ ავტორები, რომლებიც 2019 წლამდე გაერთიანებული იყვნენ საავტორო უფლებათა ასოციაციაში, რომელიც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად კოლექტიურ საფუძველზე მართავდა მათ უფლებებს. მათი თქმით, წლების განმავლობაში გაურკვეველი იყო, რა პრინციპით ხდებოდა მათი ნაწარმოებების საჯარო შესრულებასთან დაკავშირებული ჰონორარების შეგროვება და განაწილება.


ამასთან, როგორც ისინი აღნიშნავენ, მსგავსი გაუმჭვირვალე პროცესი და ბევრი უპასუხო კითხვა ჰონორარების გამოთვლის პრინციპებთან დაკავშირებით გახდა იმის მიზეზი, რომ 2019 წლიდან მათ შეწყვიტეს თანამშრომლობა აღნიშნულ ორგანიზაციასთან და ამავე წლიდან ქონებრივი უფლებების მართვა მიანდეს სხვა ორგანიზაციას.


კოლექტიურ მიმართვაზე ხელმომწერი ავტორების თქმით, ამ ასოციაციას გააჩნია შესაბამისი ინტელექტუალური და ტექნოლოგიური რესურსები, რომ უზრუნველყოს ჰონორარების შეგროვება და განაწილება გამჭვირვალე და სამართლიანი მეთოდით.



„პარლამენტში შეგვაქვს წერილი ჩვენი უკმაყოფილების. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში ბუნდოვანებაა. ავტორების უფლებები არ არის გამჭვირვალე და კარგად დაცული. სწორედ ამიტომ წამოვედით იმ ორგანიზაციიდან ორი წლის წინ და ორი წლის მანძილზე ჩვენი თანხები ირიცხებოდა იმავე ორგანიზაციაში, რომლის მუშაობითაც უკმაყოფილო ვართ. თანხები არის აბსოლუტურად გაურკვეველი, ჩვენამდე არ მოსულა. ამ ორგანიზაციიდან გამოვედით 400-მდე ავტორი და ვართ ჰაერში. თანხები არ ერიცხება იმ კომპანიას, ვისაც ვენდობით. გვინდა, რომ პარლამენტმა შეიტანოს სინათლე და მოვუსმინოთ ავტორებს, მათ სურვილს, რადგან მგონია, რომ უზენაესი ამ შემთხვევაში ავტორები არიან, როდესაც მაგ უფლებებზე არის საუბარი. არ მგონია, ესეც კორექტული იყოს, როდესაც ავტორები ვაკეთებთ პრესკონფერენციას და დაუპატიჟებელი ადამიანი მოდის, ხელს გვიშლის. ეს აჩვენებს, როგორ მუშაობს კომპანია“, – განაცხადა დათო ევგენიძემ.


ამასთან, როგორც საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მირიან კულულაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების ქონებრივი უფლებების მართვა მხოლოდ ერთ ორგანიზაციას აქვს არა მხოლოდ კანონით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით. მისი თქმით, სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაციის დაშვება გამოიწვევს კოლექტიური მართვის სისტემის მოშლას.


„დღევანდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, ნუ ერთადერთი, ცალსახად იდეაა, რომ სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაცია უნდა იყოს და ამის კანონპროექტით მიმართავენ პარლამენტს. კანონით მსგავსი რამ გათვალისწინებული არ არის, არა მხოლოდ კანონით, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობით. რეკომენდაციები ითვალისწინებს, რომ სფეროში მხოლოდ ერთი უნდა იყოს. ამაზე მარტშიც გაიმართა კონფერენცია, სადაც WIPO-ს (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) საავტორო უფლებების დირექტორიც და სხვა საერთაშორისო ექსპერტები ამბობდნენ, რომ სფეროში ერთზე მეტის დაშვება გამოიწვევს კოლექტიური მართვის სისტემის მოშლას, რაც მოხდა უკრაინაში. მსგავსი პრაქტიკა გვაქვს. როგორც უმრავლეს ქვეყანაში, იქაც, სფეროში ერთი კონკრეტული მართვის ორგანიზაციაა. კონკრეტულ შემთხვევაზე მხოლოდ ეს ითქვა, რომ სფეროში ერთზე მეტი ორგანიზაცია სურთ. ამის შესახებ ალბათ კვალიფიციური ექსპერტის რეკომენდაცია არ აქვთ, რომ არ შეიძლება მსგავსი რამის გაკეთება. ხოლო სხვა კონკრეტული პრეტენზია, ანუ კონკრეტული ფაქტი ან პრეტენზია არ თქმულა“, – განაცხადა მირიან კულულაშვილმა.


კოლექტიურ მიმართვაზე ხელმომწერი ავტორები მზადყოფნას აცხადებენ, რომ ნებისმიერი ფორმით მიიღონ მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში, სიტუაციის გაუმჯობესების პროცესში და იმედს იტოვებენ, რომ კულტურის კომიტეტი უმოკლეს ვადაში შესთავაზებს ვითარების გამოსწორების გზებს.


1tv.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up