ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას მოითხოვენ

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას მოითხოვენ

access_time2019-12-25 20:40:33

საქართველოში მოღვაწე ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები წერილობით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

 

განცხადებაში, რომელსაც ხელოვანები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით არის.

 

„სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე.

 


ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორებიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მიმართვაში ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ „ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა გარკვეულწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით, საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი უნდა შეიტანოს კულტურამ“.

 

მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დავით უფლისაშვილი, მარინა კახიანი, ნინო არსენიშვილი, ნინო ნახუცრიშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ნანული სარაჯიშვილი, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ამირან არაბული, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ღვთისიაშვილი და სხვები.

 

წყარო: პირველი არხი





სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს

სილქნეტის მომხმარებელი თამაშების პირველი ქართული პორტალით SILKGAMES.GE ისარგებლებს
access_time2021-03-02 12:00:35
გასართობი პორტალი SILKGAMES.GE მხოლოდ სილქნეტის მობილური ქსელის აბონენტებისთვის შეიქმნა და ყველა ჟანრის 500-ზე მეტი თამაში გააერთიანა. პორტალით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც სმარტფონისთვის, ისე პერსონალური კომპიუტერული მოწყობილობისთვის. Silk Games სერვისის 30 დღიანი სარგებლობის საფასური 5 ლარია. მობილური ნომრით რეგისტრირებული მომხმარებელი ავსებს ანგარიშს და სარგებლობს სერვისით შეუზღუდავად 24/7. იმ შემთხვევაში, თუ 31-ე დღეს...

2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ - რა მოლოდინები აქვს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“

2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ - რა მოლოდინები აქვს „რითეილ გრუპ ჯორჯიას“
access_time2021-03-02 14:40:34
„2020 წელს სათვალავში საერთოდ არ ვიღებთ“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, თუ დღეს არსებული ვითარება სტაბილურად შენარჩუნდა, კომპანიისთვის 2021 წელი იქნება დაახლოებით, 15-20%-ით უფრო ნაკლები მოგებით, ვიდრე, 2019. თუმცა, როგორც რეზო მაღალაშვილი აღნიშნავს, ეკონომიკური კრიზისი გაღრმავება და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმება კომპანიებისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. „ჩვენ ვფიქრობთ,...

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია

ასეთი სირთულის „ვრცელი ბუღალტერიის“ დაკისრება ბიზნესისთვის ზედმეტი და კონტრპროდუქტიულია
access_time2021-03-02 13:30:17
კერძო სექტორი დასაქმებულების სამუშაო საათების აღრიცხვასთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციას, რომელიც ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა, აკრიტიკებს. მას დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს უწოდებენ, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებას ურთულებს. ბიზნესასოციაციის იურიდიული დირექტორი, ნიკოლოზ ნანუაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, რომ ეს რეგულაცია მსგავსი ფორმით ევროკავშირშიც კი არ არის. „ახალი რეგულაცია საკმაოდ ვრცელ ფორმას მოიცავს. დაახლოებით...

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა
access_time2021-03-02 12:00:01
წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა.  Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან...

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ

6 ადამიანი მაგიდასთან და დიდ რესტორნებში ადამიანთა ზედა ზღვარი - კვების ობიექტებს რეგულაციები გაუმკაცრდათ
access_time2021-03-02 12:30:21
ბათუმში რესტონებმა როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეები უკვე გაიხსნა, საქართველოს სხვა ქალაქებში კი კვების ობიექტები სივრცეების სრულად ამუშავებას 8 მარტიდან შეძლებენ. შრომის ინსპექციამ რესტორნების ოპერირებისთვის განახლებული რეკომენდაციები უკვე გამოაქვეყნა, სადაც ღია და დახურული სივრცეების მოქმედებისთვის საჭირო წესებია გაწერილი: • კვების ობიექტებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით უნდა მოახდინონ.• ადგილზე მიტანის...


მსგავსი სიახლეები

up