ხელოსანი გამოძახებით -  პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

ხელოსანი გამოძახებით - პირდაპირ შენი მობილურიდან ან ვებგვერდიდან

access_time2019-04-02 15:49:26

რაც არ უნდა პროფესიონალურად იყოს რემონტი გაკეთებული და როგორი მარჯვე ხელებიც არ უნდა გქონდეთ, საყოფაცხოვრებო უწესრიგობებისგან არავინ არ არის დაზღვეული.

 

და სწორედ მაშინ, როცა ამ ტიპის უსიამოვნებები იჩენს თავს, ხშირად დამატებითი დისკომფორტს ქმნის ხელოსნის გამოძახება .

რა ხდება ამ დროს? როგორც წესი, მეგობრებს ვეკითხებით რჩევას კარგი ხელოსნის შესახებ, მაგრამ არც ისე მარტივია ისეთი ხელოსნის პოვნა, რომელსაც შეუძლია ზუსტად ის სერვისი შემოგთავაზოთ, რომელიც გჭირდებათ. ხელოსნის შერჩევის შემდეგ გიწევთ მას მთელი თქვენი დღის წესრიგი უთხრათ და მოისმინოთ მისიც და ამის შემდეგ შეთანხმდეთ მისაღებ დროზე თანაც ისე, რომ დარწმუნებული არ ხართ მის პროფესიონალიზმში და არც ის იცით, ზუსტად რა დაგიჯდებათ ეს მომსახურება.

 

სამომხმარებლო ბაზარზე ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების შემჩნევა მარტივია, თუმცა რთულია გამოსავლის ძიება და საკითხის ეფექტიანად გადაჭრისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ახალი ქართული კომპანია Profy სწორედ ამას ცდილობს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ერთმანეთთან აკავშირებს ხელოსანსა და მომხმარებელს. კომპანია, რომელიც სულ ახლახანს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე, მიზნად ისახავს, რომ ხელოსანი და მომხმარებელი დაუკავშიროს ერთმანეთს მარტივად, სწრაფად და კომფორტულად.

 

Profy - პროფესიონალი ხელოსანი

 

კომპანიაში ხელოსნებს უწოდებენ Profy - ებს. ეს სახელი პირდაპირ მიგვანიშნებს, რომ Profy  - სთვის პრიორიტეტულია საქმის მიმართ პროფესიონალური მიდგომა.

 

Profy მოგიგვარებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო უწესრიგობას

 

სახლში სანტექნიკას პრობლემები აქვს, დენის გაყვანილობა შეფერხებით მუშაობს ან წყლის სისტემა არ არის მწყობრში?

Profy - ის შეუძლია მოგიწესრიგოს სანტექნიკა, შეაკეთოს და დაამონტაჟოს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, უზრუნველყოს მილებისა და დენის გაყვანილობების გამართული მუშაობა სხვა.

 

,,რაც მთავარია, მომსახურების მიღება უმარტივეს პროცედურებთან არის დაკავშირებული. ფასები ხელმისაწვდომია და პროფესიონალებისგან შემდგარი გუნდი გყავთ. მე პირადად, ერთი ვიზიტით მომიგვარეს ურთულესი პრობლემა. უმაგრესი გუნდი გყავთ და ძალიან დიდი მადლობა” - წერს Profy-ს - ის ერთ-ერთი მომხმარებელი თავის კომენტარში.

 



როგორ გამოვიძახო Profy?

 

ხელოსნის გამოძახება ქართულ რეალობაში ასეთი მარტივი და კომფორტული ჯერ არ ყოფილა. Profy - ის პროფესიონალი ხელოსნების გამოძახება ხდება პირდაპირ თქვენი სმარტფონიდან ან Profy - ის ვებგვერდიდან.

ამ ყველაფერს კი სულ რამდენიმე წამი და სამი ნაბიჯი სჭირდება:

 

1. ირჩევ სასურველ მომსახურებას და უთითებ მისამართს

2. ირჩევ Profy - ის და უთითებ შენთვის ხელსაყრელ დროს

3. იხდი ონლაინ და Profy იღებ სასურველ მომსახურებას

 

„Profy არის პლატფორმა, რომელიც  ორ მხარეს - დამკვეთსა და შემსრულებელს ერთმანეთთან მარტივად აკავშირებს. Porfy- ს გამოარჩევს ის, რომ ჩვენთან რეგისტრირებული ხელოსნების პროფესიონალიზმს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ოსტატები გადიან ტრენინგებს, ასევე ვამოწმებთ მათ კომპეტენციის დონესა და კრიმინალურ წარსულს. შესაბამისად, მხოლოდ ჩემოთვლილი ეტაპების შემდეგ იტვირთება ხელოსნის პროფილი Profy ის პლატფორმაზე” - ამბობს Profy ის გენერალური მენეჯერი, ირაკლი ზანთარაია.

 

Profy 505 ხელოსნებისთვის

 

Profy 505 კომფორტს უქმნის არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ ხელოსანსაც. კომპანიაში ოსტატებს არ ჰყავთ უფროსი, არ აქვთ განსაზღვრული სამუშაო განრიგი და ისინი თავად აწესებენ ფასებს კონკრეტულ მომსახურებაზე. ასევე ხელოსნები ასრულებენ მხოლოდ იმ სამუშაოს, რაც მათ უნდათ.

 

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ნამდვილი Profy, თუ მიგაჩნიათ, რომ გამოგდით და გეხერხებათ: სანტექნიკა, ავეჯის მონტაჟი ან შეკეთება, კანალიზაცია, ელექტრობა,  კარ-ფანჯრის, საკეტების, გათბობისა და კონდიცირების გამოცვლა და მონტაჟი, ტექნიკის შეკეთება და სხვა.

 

დატოვე შეფასება

 

კომპანია Profy სთვის ხარისხისა და მომხმარებლის კმაყოფილების განმსაზღვრელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი არის შეფასება.

„Profy - ის შერჩევის დროს მის პროფილში ნახავთ მისი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ მოკლე აღწერას, სურათს, რეიტინგსა და წინა მომხმარებლების მიერ დატოვებულ კომენტარებს მის მიერ შესრულებულ სამუშაოზე. თავიანთი დამკვეთებისთვის შეფასებების დაწერა შეუძლიათ ხელოსნებსაც.  შეფასების ასეთი სისტემა მიღებულია არაერთ ცნობილ და წარმატებულ კომპანიაში”, - ამბობს კომპანიის გენერალური მენეჯერი

 

არ ღირს საქმის გადადება მაშინ, როცა სახლში არსებული სიმყუდროვე და კომფორტი, ზოგჯერ კი, უსაფრთხოებაც ირღვევა.

თანამედროვე ტექნოლოგიები ნამდვილად გვეხმარება საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში ამის კარგი მაგალითი კი არის ახალი ქართული კომპანია Profy 505.

 

(R)

თეგები:
Profy



არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up