ხელისუფლების წამყვანმა პირებმა ლიდერი ბანკები საბოტაჟის მცდელობაში უკვე ორჯერ დაადანაშაულეს

ხელისუფლების წამყვანმა პირებმა ლიდერი ბანკები საბოტაჟის მცდელობაში უკვე ორჯერ დაადანაშაულეს

access_time2016-12-05 16:10:09

 

საქართველოს ბაზარზე მოქმედი 2 მსხვილი ბანკი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საბოტაჟის მცდელობაში უკვე მეორედ დაადანაშაულეს. „თიბისი" და „საქართველოს ბანკი" სკანდალში ჯერ მიმდინარე წლის მაისში, შემდეგ კი დეკემბერში გაეხვნენ. ერთ შემთხვევაში ორივე ბანკი ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ დაადანაშაულა, მეორე შემთხვევაში კი „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა მთავარმა ფიგურამ, 2030-ის ეკონომისტმა მიხეილ დუნდუამ.

 

 

"რცხვენოდეს „თი-ბი-სი" ბანკს და რცხვენოდეს „საქართველოს ბანკს" გუშინდელი საქციელის გამო. რაც გააკეთეს უმსხვილესმა მოთამაშეებმა გუშინ, ამის გამო უმწვავესად და უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი. ეს იყო ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება და ამის გამო ,ისინი უნდა დაისაჯონ. რაც გაკეთდა, იყო მოქმედება ხალხის წინააღმდეგ. ეს სცილდება ეროვნული ბანკის ფარგლებს და სამართალდამცავები უნდა დაინტერესდნენ," - ეს განცხადება მიხეილ დუნდუა გასულ კვირას გააკეთა.

 

 

მაისში ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ ღია მინიშნება გააკეთა ლარის გაუფასურების პროცესში ორი უმსხვილესი ბანკის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. საუბარია „საქართველოს ბანკსა" და „თიბისი"-ზე. კონკრეტულად, კახი კალაძე ამბობდა, რომ, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას კანონი არ აძლევს საშუალებას, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებენ დიდი და კერძო ბანკები („თიბისი" და „საქართველოს ბანკი"). ამ ინფორმაციას მხოლოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იღებს.

 


 

„რაც შეეხება ქადაგიძის უწყებას, ჩვენ არა ერთხელ გავაკეთეთ განცხადება, უბრალოდ დეტალურ ინფორმაციას ვერ ვიღებთ, კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება. ამასთან დაკავშირებით ეკონომიკის მინისტრმაც ისაუბრა, რომ უჭირს რაიმე დეტალებზე ისაუბროს, კონკრეტულ ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუნდაც ავიღოთ დიდი ბანკების ტრანზაქციები, არ ვიცით ბოლო კვირების განმავლობაში რა ტრანზაქციები განხორციელდა ,,საქართველოს ბანკის'', თუ ,,თი-ბი-სი'' ბანკის მიერ. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ამ ყველაფრის ბერკეტი ნამდვილად გააჩნია. მას შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს ხელისუფლებას იმ პრობლემის მოგვარებაში, რაც დღეს არის საქართველოში," - განაცხადა მაშინ კალაძემ.

 

 

გამოიკვეთა თუ არა ორივე შემთხვევაში საბოტაჟის ნიშნები, უცნობია, რადგან არც მაისში და არც ახლა დამატებითი განმარტება 2 წამყვანი ბანკთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. არადა, თუ ბანკები მართლაც არიან სავალუტო რყევებში დამნაშავეები და ეს იციან ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, აუცილებელია, რომ საზოგადოებამ მათგან ან სხვა სახელმწიფო უწყებებისგან დამატებითი ინფორმაცია მიიღონ.

 

 

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ კომერციულმა ბანკებმა, რომლებიც „ქართული ოცნების" 2-მა მნიშვნელოვანმა ფიგურამ საბოტაჟის მცდელობაში დაადანაშაულა, საპასუხო განცხადება გააკეთონ. თუმცა მაშინაც და დღესაც ბანკები რატომღაც დუმილის უფლებას იყენებენ.

 

 

შესაბამისად, როგორც მბრალდებლების, ასევე ბრალდებულების მიმართ კითხვის ნიშნები არსებობს და აუცილებელია, რომ მათზე საზოგადოებამ უფრო მეტი კონკრეტული პასუხები მიიღოს. თუ არც პასუხები იქნება და მით უფრო არც ქმედება, მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება უუნაროა და არ შეუძლია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე გავლენა მოახდინოს.

 

 

ავტორი: "კომერსანტი" 



დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up