ხელისუფლების პოლიტიკამ შედეგები გამოიღო – აქციზის ზრდამ სიგარეტის რეალიზაცია შეამცირა

ხელისუფლების პოლიტიკამ შედეგები გამოიღო – აქციზის ზრდამ სიგარეტის რეალიზაცია შეამცირა

person access_time2016-04-14 09:10:53

თამბაქოს გაყიდვების კლების ტენდენცია გრძელდება. კომპანიებს რეალიზაცია 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებითაც შემცირებული აქვთ. ძირითად მიზეზად კვლავ აქციზის გადასახადის ზრდა სახელდება, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია იზრდება. აქციზმა თამბაქოზე მიმდინარე წლის პირველი იანვრიდანაც მოიმატა: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,20 ლარის ოდენობით; უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0,05 ლარის ოდენობით; სიგარებზე, ერთ ღერზე - 0.4 ლარით, სიგარელებზე 20 ღერზე - 0.5 ლარით.

 

გარდა გაყიდვების შემცირებისა, კომპანიები სხვა რისკებზეც საუბრობენ.

 

კომპანია ჯიჯი 2011“-ის ხელმძღვანელი ილია ჟღენტი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს გაყიდვები დაახლოებით 20%-ით შეუმცირდათ. მისი თქმით, აქციზის ზრდასთან ერთად კომპანიამ ფასებიც შესაბამისად გაზარდა, თუმცა, ბაზარზე გამოჩდნენ კომპანიები, რომლებმაც ეს არ გააკეთეს და არარეალურად დაბალ ფასში სთავაზობენ მომხმარებლებს სიგარეტს.

 

„სხვა კომპანიებს აქვთ არარეალური ფასები, არ ასწიეს ფასები იმდენად, რამდენადაც ზოგადად მოიმატა ღირებულებამ. ბევრად უფრო მაღალფასიანი ბრენდები დარჩნენ დაბალი ბრენდის ფასზე. რა საშუალებით ახერხებენ ამას, არ ვიცი, გლობალური კომპანია უნაზღაურებს ამას, თუ რამე სხვა ხერხი აქვთ, არ ვიცი“,- ამბობს ილია ჟღენტი.

 

მისივე თქმით, გარკვეულ ბრენდებზე დაბალი ფასები მათაც შეინარჩუნეს, მაგრამ ეს ბრენდები კომპანიას „ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავს“.

 

ილია ჟღენტი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც ორჯერ მოიმატა თამბაქოს აქციზის ღირებულებამ და კომპანიებს ადვალორული გადასახადის გადახდა დაეკისრათ, კომპანიას 40%-იანი კლება უფიქსირდება.

 

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეალიზაციის დაახლოებით 5%-იან კლებაზე საუბრობს Imperial Tobacco-ს წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ნადარეიშვილი. როგორც მან „კომერსანტს“ განუცხადა,  ზოგადად, თამბაქოს ბიზნესს სეზონურობა ახასიათებს და წლის პირველი კვარტალი, როგორც წესი,  ნაკლებად აქტიურ სეზონია.


 

შესაბამისად, იმპარიალ ტობაკოს გაყიდვებმაც ამ პერიოდში განიცადა გარკვეული კლება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კლება არ აღემატება 5%-, რაც მთლიანი ბაზრის მოცულობის კლების პროპორციულია. აღნიშნული განპირობებულია როგორც აქციზის განაკვეთის მკვეთრი ზრდით 2015 წლის იანვრიდან, ასევე ლარის გაცვლითი კურსის მკვეთრი დაცემით წინა პერიოდში“,- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

 

მისი თქმით,  უკანასკნელი ორი წელი თამბაქოს ინდუსტრიისთვის სავსე იყო სიურპრიზებით და საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილებებით, რამაც თამბაქოს ბაზრის მცირე კლება გამოიწვია, თუმცა, მისი თქმით. განხორციელებული პოლიტიკის შედეგები ჯერ კიდევ არ არის სრულად ასახული ბაზარზე.

 

ჩვენი შეფასებით, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი კონტრაბანდული პროდუქციის შემოდინების რისკები, რაც, რა თქმა უნდა, ნეგატიურად აისახება ლეგალური ბაზრის მოცულობაზე მომავალში“,- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

 

მისი განმარტებით, კონტრაბანდული რისკების ზრდას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მეზობელ სომხეთში სიგარეტის ღირებულება მკვეთრად დაბალია, რაც კონტრაბანდისთვის საინტერესო წინაპირობაა.

 

„აქციზის ზრდის შედეგად, რომელიც ბოლო 3 წელი ხორციელდებოდა, ბაზრის საშუალო შეწონილი ფასი გაზრდილია. სომხურ ბაზრარს რომ შევადაროთ ქართული ბაზრის ფასები,  ბოლო გაზრდამდე, ანუ იანვრამდე, ფასთა სხვაობა ჩვენს შორის დაახლოებით 20% იყო; ბოლო გაზრდის შემდეგ კი კიდევ უფრო გაიზარდა ეს სხვაობა. ჩვენი ანალიზით,  ფასთა სხვაობის ეს მაჩვენებელი იმ კრიტიკულ ზღვარზეა, როცა კონტრაბანდისთვის საინტერესო ხდება არალეგალური პროდუქციის შემოდინება. საქართველოს ბაზარი შეიძლება გახდეს კონტრაბანდის სამიზნე. ამაზე ვსაუბრობ, როცა ვამბობ, რომ კონტრაბანდის რისკები გაზრდილია“,- აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

 

საინტერესოა, რომ სწორედ სომხეთიდან დიდი რაოდენობით არადეკლარირებული სიგარეტების შემოტანის ფაქტზე შემოსავლების სამსახურმა გუშინ სომხეთის მოქალაქე დააკავა. 


შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ავტომობილში, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა 25 600 ღერი სიგარეტი აღმოაჩინეს. საქონელი სპეციალურად მოწყობილ სამალავში იპოვეს. საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

აქციზის ეტაპობრივად ზრდას ამბაქოს კონტროლის სტრატეგია ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ 2013 წელს მიიღო. თამბაქოზე აქციზის ზრდა გათვალისწინებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაც. საქართველოს აქვს ვალდებულება გაზარდოს აქციზი ეტაპობრივად და საბოლოო ჯამში მიაღწიოს 90 ევროს ნიშნულს 1000 ღერ სიგარეტზე. საქართველოს მთავრობა თავის მხრივ ვალდებულია ასოცირების საბჭოში წარადგინოს აქციზის ზრდის ყოველწლიური გეგმა, რომელზეც ამჟამად მიმდინარეობს მუშაობ.

 

როგორც „კომერსანტს“ ირაკლი ნადარეიშვილმა განუცხადა, ინდუსტრიის წარმომადგენლებმა  ფინანსთა სამინისტროში წარადგინეს საკუთარი ხედვა სააქციზო პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელიც მათ შორის მოიცავს აქციზის განვითარების  12 - წლიან გეგმას, რომელზეც ამჟამად მიმდინარებს მსჯელობა ბიზნესსა და მთავრობას შორის.  

 

ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აქციზის მატება თამბაქოს მოხმარებას შეამცირებს. მეორე მხრივ, ხელისუფლება დღემდე ვერ ახერხებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოხმარების შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას.




დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი

დავით უსუფაშვილი - დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი
access_time2020-10-31 12:47:41
დაფიქსირებულია ე.წ საარჩევნო კარუსელი. როგორც კი ფაქტები გვექნება, ჩვენ გავაჟღერებთ ოლქს და უბანს, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. დავით უსუფაშვილმა და თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე არჩევნების მიმდინარეობის დროს არსებულ დარღვევებზე ისაუბრეს. მათი ინფორმაციით, “ლელოს“ დამკვირვებლებმა ამ დროისთვის რამდენიმე საჩივარი დაწერეს. ერთი ნაძალადევის მე- 13 უბანზე, სადაც საკონტროლო ფურცელში ჩაწერეს ადამიანი, რომელიც გადასატანი ყუთის...

ნათია მეზვრიშვილი - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 881 პირი გამოჯანმრთელდა

ნათია მეზვრიშვილი -  ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო  2 881 პირი გამოჯანმრთელდა
access_time2020-10-31 10:49:45
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.       მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა  და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.       „დღეის...

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]

როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში [ვიდეო]
access_time2020-10-31 08:32:01
ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს ვიდეოინსტრუქციას, თუ როგორ უნდა მივცეთ ხმა კორონავირუსის პანდემიის პირობებში.   ცესკო-ში აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის პროცესი უსაფრთხოა და კენჭისყრის შენობაში გათვალისწინებულია ინფექციის გავრცელების ყველა პრევენციული ღონისძიება.   „საარჩევნო უბანზე მისვლისას გაიარეთ მარკირების შემოწმების პროცედურა; კენჭისყრის ოთახში შესვლამდე დაიმუშავეთ ხელები შესასვლელში განთავსებული სადეზინფექციო სითხით; ნაკადის მომწესრიგებელს...

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
access_time2020-10-31 08:05:56
საქართველოში დღეს, 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნები იმართება. ქვეყნის მოსახლეობა მე-10 მოწვევის პარლამენტს აირჩევს. 150 წევრიან პარლამენტში 120 პროპორციული წესით, ხოლო 30 - მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე იქნება არჩეული.   ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის 3 526 023 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათ შორის საზღვარგარეთ – 14 170, ხოლო საქართველოში 3 511 853 ამომრჩეველი.   მთელი ქვეყნის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-30 21:00:03
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. რას გვპირდებოდა და რა შეასრულა - „ქართული ოცნების“ ყველა ეკონომიკური დაპირება, რომელიც მათ საარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ   „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა!“ - სწორედ ეს იყო 2016 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ ქართული ოცნების ლოზუნგი....


მსგავსი სიახლეები

up