ოცნებების იმედად  დარჩენილი ზამთრის კურორტები

ოცნებების იმედად დარჩენილი ზამთრის კურორტები

access_time2020-01-03 14:25:50

ქვეყანაში წყლის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები წლების განმავლობაში  მოუგვარებელი რჩება. არადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი სლოგანი ხელისუფლებაში მოსვლამდე  იყო —  წყალი ყველა ოჯახში.  8  წლიანი მმართველობის პერიოდში ქვეყნის ბიუჯეტიდან თუ საერთშორისო ორგანიზაციებიდან ამ მიმართულებით მილიონობით ლარი გამოიყო, მაგრამ,  მიუხედავად სხვადასხვა სახის დაგეგმილი, თუ უკვე განხორციელებული პროექტებისა, მოსახლეობის დიდ ნაწილი მაინც უწყლობას უჩივის. პრობლემა განსაკუთრებით  საკურორტო სეზონზე მწვავდება.


ზამთრის ტურისტული სეზონის პიკზე კურორტი ბაკურიანი და გუდაური უწყლოდ დარჩა. როგორც დამსვენებლები აცხადებენ, ზამთრის საკურორტო კურორტებზე (ბაკურიანი, გუდაური) წყალი 31 დეკემბერს შეწყდა და ამ დრომდე არ მოსულა. სწორედ ამის გამო დამსვენებლების ნაწილმა, მათ შორის უცხოელებმა კურორტი უკვე დატოვეს.


გუდაურში ჩასული ტურისტი: „წყალი 31 დეკემბრიდან არ მოგვეწოდება. გუშინ ჩამოვედით და  უკვე ვტოვებთ აქაურობას, გვინდა ტანსაცმელი გავრეცხოთ და მოვწესრიგდეთ. რამდენიმე ბოთლი წყალი ვიყიდეთ, თუმცა, ამით როგორ მოვახერხებთ გარეცხვას არ ვიცით“.


„წყალი არ არის,ძალიან გაკვირვებულები ვართ. ვერავინ გვიპასუხა რა ხდებოდა. თანაც ეს პრობლემა იყო ცალკეულ ადგილებზე და არა მთელს კურორტზე. გუშინ მთელი გუდაური მოიცვა, ბევრი ამის გამო წავიდა. ჩვენ დღესაც ველოდებით რომ ნორმალურად ვიზეიმოთ ახალი წელი“-აცხადებს გუდაურში ჩასული ერთ-ერთი უცხოეული ტურისტი.


 უწყლოობამ, რიგ შემთხვევებში ავტომატურად გამოწვია გათობის სისტემების გაუმართაობა, რაც ყინვის პირობებში განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის. რესტორნები და სასტუმროები ცდილობენ პრობლემა ავზების ავსებით მოაგვარონ. ამაში კურორტს „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“ ეხმარება, თუმცა, ადგილობრივების ინფორმაციით,ეს საკმარისი არ არის.

 


„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ, რომ პრობლემა ნაწილობრივ გადაჭრილია, თუმცა, სამუშაოები ამ დრომდე ისევ აქტიურად მიმდინარეობს.  


„გუდაურში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, შესაბამის სამსახურებთან ერთად, წყლის დამატებითი მარაგის მოსაპოვებლად სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.ამ დროისთვის მიმდინარეობს დროებითი სატუმბო სადგურის მოწყობა, რათა მოხერხდეს წყლის მარაგის დამატება და რეზერვუარების შევსება.



პარალელურადა, ,,რედკოს დასახლება’’-ს წყალი მიეწოდება წყალმზიდების საშუალებით. დასახლებას წყალს მანამდე მიაწვდიან, სანამ დამატებითი მარაგის მოპოვების სამუშაოები არ დასრულდება.



გუდაურში მშრალმა კლიმატურმა პირობებმა წყლის მარაგის შემცირება, ხოლო სეზონზე გაზრდილმა მოხმარებამ წნევის ვარდნა გამოიწვია. წყლის მარაგის შემცირებისა და წნევის ვარდნის გამო, რეზერუარების შევსებას პრობლები შეექმნა და ,,რედკოს დასახლება-ში წყლის მიწოდება შეაფერხდა.




გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას  გუდაურში დაწყებული აქვს წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო ქსელის მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროექტის განხორციელების შედეგად, სრულად შეიცვლება ამორტიზებული და მოძველებული სისტემები, რაც საბოლოოდ აღმოფხვრის საკურორტო ზონაში სეზონურად არსებულ პრობლემებს.სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით 50 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება“-აცხადებენ გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიაში.


არანაკლებად მძიმე სურათია ბაკურიანში. სასტუმრო „primehouse”- მეპატრონე გიორგი გორჯოლაძე აცხადებს, რომ  კურორტზე აღნიშნული სიტუაცია არახალია და ამაში გასაკვირი არაფერია. მისი თქმით, კურორტი ინფრასტრუქტურულად წლიდან წლამდე იზრდება, რაც ავტომატურად წყალზე მოხმარებას ზრდის.

 

 „ახლა წყალი არ არის, თუმცა, კორპუსებისგან და აპარტოტელებისგან განსხვავებით, მე წყლის რეზერვუარი მაქვს, ამიტომ წყლის პრობლემა არ მაქვს. ძალიან ბევრი სახლია, რომელსაც ეს სისტემა არ აქვს. ზოგადად, მინდა გითხრათ, რომ გუდაურში ბევრად მწვავე სიტუაციაა, რადგან იქ კორპუსებია და ნაკლებადაა კერძო სახლები, რეზერვუარების მონტაჟი კი ცოტა რთულია. რაც შეეხება ბაკურიანს, ის, რომ 3-4 დღეა წყალი არ არის, სიმართლეს არ შეესაბამება,  წყალი  24 საათში რამდენიმე საათი მოგვეწოდება.ეს პრობლემა იყო და იქნება.ასე იყო გასულ წლებშიც,როდესაც მოთხოვნაა წყალი ბაკურიანს არ ჰყოფნის.კურორტზე ინფრასტრუქტურის 5-10%-იანი ზრდა თუ იქნება, ამაზე მწვავედ დადგება ეს პრობლემა“-აცხადებს გორჯოლაძე.


 რატომ შეხვდა ორივე ზამთრის კურორტი ზამთრის სეზონს მოუმზადებელი  და რატომ არ მუშაობს  ხელოვნური გათოვლიანების სისტემები? -აღნიშნულ თემაზე        „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“  განმარტავენ, რომ ბაკურიანსა და გუდაურში 10-15 დეკემბერს დაანონსებული სეზონის გახსნა,  თბილი ამინდების გამო,გადაიდო. შედეგად, ბაკურიანშ და გუდაურში სეზონი წელს 21 დეკემბერს გაიხსნა. ამჟამად,  ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩართულია, თუმცა, თბილი ამინდის გამო სათხილამურო  ტრასა არ იყინება.  




ბორჯომის მერის მოადგილე დავით ზაალიშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ  წყალმომარაგების საკითხი ბორჯომის მუნიციპალიტეტს არ ეხება, ის ცალკე სამსახურია, თუმცა,მათი ხელმძღვანელობიდან მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის არსებობს წყლის დებეტი,ბაკურიანის დაახლოებით 80%-ს წყალი გრაფიკით მიწოდება, თუმცა, პრობლემას ქმნის დაზიანებული მილები, რომლითაც წყლის წნევით მიწოდება ვერ ხერხდება.


„ტექნიკური ჯგუფი მუშაობს, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას, იმ  ობიექტებს, ვისაც წყალი არ აქვს, „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“  ავზებით წყალს უფასოდ ურიგებს“-აცხადებს ზაალიშვილი.


კითხვაზე, რატომ ვერ შეხვდა ბაკურიანი სათანადოდ მომზადებული და რატომ დადგა განსაკუთღებით ახალი წლის პიკურ საკურორტო სეზონზე ეს პრობლემა, ზაალიშვილი განმარტავს,რომ ეს საკითხი „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას“ უნდა მოეგვარებინა. „მუნიციპალიტეტს არანაირი სახსრები არ აქვს, ჩვენი ვალდებულებაა მაგალითად, ნარჩენების და  საპირფარეშოების მოწესრიგება. ამ ნაწილში პრობლემა არ არის. თათბირებს ვატარებდით და ეს კომპანია გვეუბნებოდა რომ ყველაფერი მოგვარებული იყო. თუმცა,ბუნებრივი კლიმატური პირობების გამო მოხდა ის, რაც მოხდა“-აცხადებს ზაალიშვილი.


ასეთ პირობებში, როგორაა შესაძლებელი იქცეს ბაკურიანი მსოფლიო დონის კურორტად, ისეთად, როგორიც დაანონსებულია, ბორჯომის გამგებლის მერის მოადგილე აცხადებს,რომ სამუშაოები აქტიურ რეჟმში მიმდინარეობს და სამომავლოდაც გაგრძელდება, ისე, რომ მსგავსი პრობლემა აღარ შეიქმნას.


დუშეთის, თიანეთის, მცხეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე  გუდაურში შექმნილ წყალომარაგების პრობლემას თბილ ამინდებს უკავშირებს და აცხადებს, რომ დღის ბოლომდე კურორტზე წყლის სისტემები სრულად დაიტვირთება და წყალი სრულიად გუდაურს ექნება.


„ბოლო პერიოდში კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ვგულისხმობ უთოვლო ზამთრს, შემცირდა წყლის დებეტი, ამას დაემატა ის, რომ მოხმარება გაიზარდა, ძალიან   ბევრი ტურისტი ჩამოვიდა. წყლის დეფიციტიც ამიტომ შეიქმნა. დღეს დილის 7 საათიდან ხდება სასტუმრო „რედკოს“ რეზერვუარების სახანძრო მანქანებით შევსება,ასევე ხდება მდინარიდან პომპით წყლის გადაქაჩვა,. სხვა სასტუმროებს გუდაურში ეს პრობლემა არ აქვთ. დღის ბოლომდე ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“-აცხადებს კერესელიძე.


სოფო ქსოვრელი 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up