ხელისუფლების ახალი ამბიცია – საქართველო უმაღლესი განათლების ჰაბად უნდა იქცეს

ხელისუფლების ახალი ამბიცია – საქართველო უმაღლესი განათლების ჰაბად უნდა იქცეს

person access_time2016-07-04 09:45:49

განათლების ახალი მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს საგანმანათლებლო ჰაბი უმაღლესი განათლების მიმართულებით. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, აუცილებელია საქართველოს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაცია – უკვე არის მოთხოვნა ინდოელი, არაბული ქვეყნების სტუდენტების მხრიდან და ეს ტენდენცია უნდა გაძლიერდეს.

 

ამ ინიციატივის ფონზე "კომერსანტმა" გაიხსენა ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები საქართველოს ჰაბად ქცევის გეგმების შესახებ. ჩვენ დავინტერესდით, რომელი მიმართულებით  შეძლო საქართველომ ჰაბად ქცევა ან ყველაზე ახლოსაა ამ მიზანთან?

 

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ტიპის ჰაბად ქცევა დააანონსეს. წლების განმავლობაში ბევრი განცხადება გაკეთდა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ საქართველო უნდა იქცეს ან უკვე იქცა სავაჭრო, ენერგეტიკულ, სატრანზიტო და სხვა ტიპის ჰაბად.

 

გთავაზობთ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებს, რომლებიც მათ აღნიშნულ თემაზე სხვადასხვა წლებში გააკეთეს:


„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო გახდეს ტექნოლოგიური ჰაბი“, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


საქართველო მთელი რეგიონის უდიდესი სავაჭრო ჰაბი გახდა, - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.


„საქართველო უნდა იქცეს რეგიონალურ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ცენტრად“,- საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.


„მთავრობის გამოწვევაა ტრანზიტული ფუნქციის გაძლიერება, რათა საქართველო გახდეს ლოჯისტიკური ჰაბი“, – ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

 

„ქუთაისი უნდა გახდეს ისეთივე სატრანსპორტო ჰაბი, როგორიც ჩიკაგოა“ ,- საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.



განათლების ახალ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავას კი საქართველოს განათლების ჰაბად ქცევის იდეა აქვს.


რამდენად მოახერხა საქართველომ ქცეულიყო რომელიმე მიმართულებით ჰაბად და რეალურად რისი პოტენციალი აქვს ქვეყანას?


მას შემდეგ, რაც საქართველოში აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდა და ზოგადად აბრეშუმის გზის აღდგენის ინიციატივა გააქტიურდა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა საქართველოს სატრანზიტო ჰაბად ქცევის თემა.


თუმცა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ქცევისთვის ქვეყანას ბევრი რამ აქვს გამოსასწორებელი.


„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ ხელმძღვანელი გიგლა მიქაუტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ტრანსპორტირება საკმაოდ ძვირი ჯდება, ვიდრე სხვა ალტერნატიული გზების გავლით ტვირთების ევროპაში გადაზიდვა. მიქაუტაძე ამის რამდენიმე მიზეზს ასახალებს, მათ შორის იმას, რომ საქართველოში სატრანსპორტო კომპანიები არ არის განვითარებული, რაც ტრანსპორტირებას აძვირებს.


„ჰკითხეთ ქართველ ექსპორტიორებს, რა უჯდებათ ტრანსპორტირება ევროპაში, მით უმეტეს, თუ მცირე ტვირთი აქვთ. გაცილებით იაფია უახლოესი ევროპული ქვეყნიდან გადაზიდვა ევროპაში, ვიდრე საქართველოდან. მაგალითად მოლდოვადან, რუმინეთიდან - ამ ქვეყნებიდან ტრანსპორტირება გაცილებით იაფია.  ჩვენი ხარჯები იმითაა გამოწვეული, რომ საკმაოდ რთულ ქვეყნებს შორის უწევს ტვირთს გავლა. სატრანსპორტო კომპანიები არ არის განვითარებული ისე, რომ იაფად გატარება შეძლოს“,- აცხადებს მიქაუტაძე.

 

მისივე თქმით, გახდება თუ არა საქართველო სატრანსპორტო ჰაბი, ეს ჩვენს მეზობლებზეც არის დამოკიდებული.

 

„სატრანსპორტო ჰაბი ვერ გახდები, თუ ხელი არ შეგიწყო შენმა მეზობელმა. ტრანსპორტი რომ მოდის და აზერბაიჯანში იჭედება რამდენიმე დღით, იქ  ქრთამებში ფული ეხარჯება, აღარ უღირს ბიზნესს, რომ მეორეჯერაც ამ გზით გაიაროს“,- აცხადებს მიქაუტაძე.


რაც შეეხება საქართველოს, როგორც სხვა მიმართულების ჰაბად ჩამოყალიბებას, მიქაუტაძე ამბობს, რომ ქვეყანა შეიძლება გახდეს ყველაფრის ჰაბი, თუ შესაბამისი დაინტერესება და ხელშეწყობა იქნება.

 

გიგლა მიქაუტაძის შეფასებით, საქართველოს შეუძლია გახდეს საგანმანათლებლო ჰაბიც, თუ ხელისუფლება ხელს არ შეუშლის ამ პროცესს, მაგალითად სავიზო რეგულაციების გამკაცრებით.

 

„საუბარია იმაზე, რომ მოვიზიდოთ უცხოელი ინვესტორები და განათლება გახდეს ბიზნესი.  ეს ერთ დღეში ვერ მოხდება, ასევე შეუძლებელია იმის თქმა, რომელიც მიმართულება იქნება მოთხოვნადი. ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ამერიკელი და გერმანელი სტუდენტები ჩამოვლენ საქართველოში, ჩვენთან ჩამოვლენ გაცილებით ღარიბი ქვეყნებიდან სტუდენტები. ამას უნდა შევხვდეთ რაციონალურად“,- აცხადებს მიქაუტაძე.

 

რა ტიპის ჰაბად შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველო, პროგნოზების გაკეთება ეკონომისტ აკაკი ცომაიასაც უჭირს. მისი თქმით, საქართველოში არცერთი მიმართულება კარგად განვითარებული არ არის, ამიტომ რთულია თქმა, რაში აქვს მეტი პოტენციალი ქვეყანას.

 

„სატრანსპორტო ჰაბად ჩამოყალიბებაზე დიდი ხანია მუშაობა მიმდინარეობს და რაღაც დონემდე ხდება გადაადგილება აზიიდან ევროპის მიმართულებით. თუმცა, ამ ყველაფერს სჭირდება განვითარება, მათ შორის ინფრასტრუქტურული. ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ინფრასტრუქტურა. არ ვარგა გზა, რკინიგზა, საჰაერო მიმოსვლა. საქართველოში ტრანსპორტირება ერთ-ერთი ყველაზე ძვირია და მონოპოლიზებულია ეს ბიზნესი“,- აცხადებს ცომაია.

 

რაც შეეხება ახალ იდეას, რომელიც საქართველოს საგანმანათლებლო ჰაბად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, ცომაია ამბობს, რომ ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა, რადგან ქვეყანამ უცხოური, მათ შორის ბრენდირებული უნივერსიტეტების მოზიდვაზე უნდა იმუშაოს.


„ეს ასე მარტივი არ არის და ეჭვი მეპარება, რომ სახელმწიფო ინვესტიციებით ეს შესაძლებელია. ამას სჭირდება ძალიან დიდი კერძო კაპიტალის მოძიება საგანმანათლებლო სფეროში, ბრენდრირებული უნივერსიტეტების მოწვევა და ა.შ.“,- აცხადებს აკაკი ცომაია.



Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ

Washington Post: დონალდ ტრამპის მოსამსახურეები არალეგალი იმიგრანტები იყვნენ
access_time2019-12-07 20:00:18
  აშშ-ს დღევანდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცნობილია თავისი ანტიმიგრანტული განცხადებებით, თუმცა, როგორც ამბობს მისი ოჯახის 2 ყოფილი მოსამსახურე, ტრამპის სახლში და მისი კომპანიის გოლფ-კლუბებში ძირითადად მუშაობდნენ სწორედ არალეგალი-მიგრანტები,   ერთ-ერთი მათ შორის არის კოსტა-რიკელი  სანდრა დიასი.   ტრამპის სახლში შესვლის წინ მას უნდა დაეცვა რამდენიმე წესი - პირველი რიგში, ის უნდა ყოფილიყო უჩინარი. ტრამპის პირადი მოსამსახურე...

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან

ალექსანდრ ლუკაშენკო - ბელორუსია არ შექმნის ერთიან პარლამენტს რუსეთთან
access_time2019-12-07 16:00:09
  „ბელორუსია არასდროს არ შევა რუსეთის შემადგენლობაში და არ შექმნის ერთიან პარლამენტს. ჩვენ ამას არასდროს არ განვიხილავდით. დაიმახსოვრეთ - მე არ ვარ ბიჭუნა, რომელიც იყო პრეზიდენტი 3-4-5 წელი, და მე არ მსურს ხაზი გადავუსვა ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ ერთად - სუვერენულ დამოუკიდებელ სახელწიფოს. ჩვენ მას არ გადავაგდებთ და არ ვაჩუქებთ არავის. ჩემ დროს ეს არ მოხდება. ეს ჩვენი ქვეყანაა, დამოუკიდებელი და სუვერენული. ამით უნდა ვიამაყოთ“,  - განაცხადა ბელორუსიის პრეზიდენტმა...

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება

მომავალ წელს 3000 IT სპეციალისტის გადამზადება იგეგმება
access_time2019-12-07 14:00:30
ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ხელმძღვანელის ავთანდილ კასრაძის თქმით, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 3000 IT სპეციალისტი გადამზადდება. ავთანდილ კასრაძემ, რადიო კომერსანტის გადაცემაში „მთავარი ფაქტორი“ სტარტაპის სტატუსის მინიჭების სამართლებრივ ასპექტებზეც ისაუბრა.  „მომავალ წელს ვგეგმავთ 3 ათასი IT სპეციალისტის გადამზადებას. როცა ცოდნის ექსპორტზე ევსაუბრობთ, ხაზი უნდა გავუსვათ იმას,რომ საინფორმაციო ტექნოლოგიები არის ის მთავარი მიმართულება, რომლითაც შეგვიძლია რომ...

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას

ვერ დავუშვებთ ანაკლიის პორტის პროექტის მეტად დაგვიანებას
access_time2019-12-07 10:00:55
„ვფიქრობ, ყველაზე სწორი იქნება, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც ვადა იწურება, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ პროექტი და კონკრეტული ინვესტორის პრობლემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად განუცხადა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის შეფასებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის სტრატეგიული პროექტი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. „ისედაც ძალიან დაგვიანდა - ორი წელი,...

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა

რა ჯდება ფა­სი­ან პან­სი­ო­ნა­ტებ­ში ხან­დაზ­მუ­ლის ერ­თთვი­ა­ნი ცხოვ­რე­ბა
access_time2019-12-07 12:00:03
სა­ქარ­თვე­ლო­ში ხან­ში­შე­სუ­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი თავ­შე­საფ­რე­ბი სრუ­ლად შევ­სე­ბუ­ლია და სა­კუ­თარ რიგს ასე­უ­ლო­ბით ხან­დაზ­მუ­ლი ელო­დე­ბა. ად­გი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად იმ შემ­თხვე­ვა­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, თუ ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბას სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით და­ტო­ვებს ან – გარ­და­იც­ვლე­ბა. ამ­ჟა­მად სა­ხელ­მწი­ფო ბა­ლანსზე 15 პან­სი­ო­ნა­ტია. აქე­დან ორი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თბი­ლის­სა და ქუ­თა­ის­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, ხოლო 13 სა­თე­მო, ე.წ.კერ­ძო სახ­ლის ტი­პის...


მსგავსი სიახლეები

up