ხელისუფლებას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე აქვს

ხელისუფლებას საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე აქვს

access_time2016-07-20 13:43:13

საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაქმნელად ვადა ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.


მისი თქმით, ამჟამად კანონმდებლობის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს.


„ჩვენ, თუ არ ვცდები, ოქტომბრის ბოლომდე გვაქვს ვადა კანონმდებლობის შექმნისთვის. რაც ეხება თვითონ სტრუქტურის, ანუ ფონდის შექმნას, რომელშიც თანხების აკუმულირება მოხდება და შემდგომ უკვე ამ თანხების ინვესტირება, რა თქმა უნდა, ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის. მას შემდეგ, რაც კანონი დაიწერება, მათ შორის ფონდის დებულება გაიწერება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ და რა მიმართულებით მოხდება ფონდიდან ინვესტირება. ერთი რაც დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, ამ წუთში რა შეთანხმებაც არსებობს ისაა, რომ ჩვენც შევეცდებით, კერძო სექტორი ჩავრთოთ ამაში. ჩვენ საკმაოდ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორთან, მათ შორის, ბიზნესასოციაციასთან მუდმივ შეხვედრებს ვმართავთ. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებები იქნება მისაცემი როგორც კერძო სექტორისთვის, ისე თვითონ მოსახლეობისთვის“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


დღეს არსებული მოდელის შესაბამისად, საპენსიო რეფორმა ორი კომპონენტისგან შედგება - პირველი - შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, სოციალური პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონესთან ერთად მოიმატებს და მეორე - დაგროვებითი საპენსიო სისტემა. დაგროვებითი მოდელის კონცეფციის თანახმად, თანამონაწილეობის პრინციპი იქნება შემდგნაირი, კერძოდ, საპენსიო ფონდში მოქალაქე განახორციელებს 2%-იან შენატანს, ასევე დამსაქმებელი და სახელმწიფო ვალდებულები იქნებიან მას საპენსიო ანგარიშზე დამატებით 2-2% გადაურიცხონ. მთლიანი შენატანი 6% იქნება. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება 2017 წლის ოქტომბრიდან მოხდება.

ინტერპრესნიუსი



გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა

სწორი ეკონომიკური პოლიტიკა თუ არ გატარდა, ეკონომიკის შემცირება მომდევნო წლებში ქრონიკულში გადაგვივა
access_time2020-05-29 14:00:00
„ეკონომიკური აქტივობის გაჩერებამ გამოიწვია აპრილში ეკონომიკის შემცირება და რაც უფრო მყიფე და სუსტი არის ეკონომიკა, მით უფრო მეტად მცირდება ის და სახეზე მივიღეთ ჩვენი ეკონომიკის ორნიშნა მაჩვენებლით შემცირება“, - ასე შეაფასა ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი მშპ-ს 16.6%-იანი კლება. ეკონომისტის შეფასებით, თუ არ მოხდება მთვარობის მიერ პანდემიის პირობებში აღებული ვალების სწორად გადანაწილება,...


მსგავსი სიახლეები

up