"ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს" - მამუკა ხაზარაძე

access_time2020-10-10 18:30:47

"ლელო" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას. ამჯერად პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე კასპის მოსახლეობას შეხვდა და გორისა და კასპის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი - პაპუნა კობერიძე წარუდგინა.


გამართული ღონისძიების ფარგლებში კი ხაზარაძემ მოსახლეობას რეგიონში არსებული პრობლემების პარალელურად მათ "ლელოს" ახალი მარშალის გეგმა" გააცნო, რომელიც პარტიის მთავარი პროგრამული დოკუმენტია და მოიცავს ქვეყნის განვითარებისთვის ყველა საჭირო მიმართულებას: ეკონომიკას, ჯანდაცვას, განათლებას, კულტურის განვითარებას და სხვა.


"ხელისუფლებას არ აქვს ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე შეცვალოს"- ამის შესახებ "ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ კასპის და გორის საარჩევნო ოლქში პაპუნა კობერიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.


"ვიცით, რომ ამ რეგიონს აქვს უზარმაზარი პოტენციალი და ჩვენ უნდა დავაბრუნოთ გორი, კასპი და საერთოდ, შიდა ქართლი იმ ეპიცენტრში, რასაც ჰქვია აგროწარმოება, ბიოწარმოება, რომ ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ექსპორტზე გავიდეს. იმ ქვეყანაში, სადაც ყველაფერი მოდის და ყველა მხრივ მდიდარია, არ უნდა ვიყოთ იმპორტზე დამოკიდებული. არამედ პირიქით, ჩვენ უნდა გავიტანოთ ექსპორტზე ჩვენი პროდუქცია. სამწუხაროდ, დღევანდელი მთავრობა ამას აკეთებს. რადგან მათ არ გააჩნიათ ეროვნული სულისკვეთება, რომ ქვეყანაში რამე სასიკეთოდ შეცვალოს. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს მდგომარეობა გამოვასწოროთ. ამის ნაცვლად დაკავებული არიან პოლიტიკური ქულების დაწერით,"- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.



ღონისძიების მსვლელობისას მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიდგომა ამ მხრივ ქვეყნისთვის დამაზიანებელია. ხაზარაძის თქმით, მსგავსი შინაარსის საქმე ხმაურით და დაჭერებით არ წყდება, ეს არის ანტი სახელმიწოფოერბივი გადაწყვეტილება და არის პირდაპირი წინასაარჩვენო ე.წ ტრიუკი, რომელსაც წინასაარჩევნოდ იყენებს ივანიშვილი და "ოცნება".


"ჩვენ ამას აბსოლუტურად ვემიჯნებით და როგორც კი "ლელო" მოვა ხელისუფლებაში, არამარტო გარეჯის საკითხს, არამედ მთლიან ქვეყნის გაერთინების საკითხს მივიყვანთ ბოლომდე, ისე, რომ არ დაზიანდება არავის ინტერესი,"- აცხადებს ხაზარაძე.


მოსახლეობასთან შეხვედრისას მათ წინაშე სიტყვით გამოვიდა კასპის და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაპუნა კობერიძე და დამსწრეებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


"ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, ვინც აქ დგას. მე თუ ჩემი ამომრჩეველი მენდობა, რომ ვიყო მათი ხმა საკანონმდებლო ორგანოში და ვიზრუნო ყველა მოქალაქის დასაცავად, ვიბრძოლებ, პირველ რიგში, მმართველობის სრული დეცენტრალიზაციისა და მმართველობის მოსაპოვებლად. გარდა ამისა, რეგიონს აქვს ბევრი პრობლემა, რომელიც აუცილებლად ეტაპობრივად უნდა მოვაგვაროთ,"- აღნიშნა კობერიძემ.


NS




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up