ხელისუფლებამ ქონების სავალდებულო დაზღვევის საკითხი ისევ დაივიწყა?! - „კიდევ ერთი სტიქია რომ მოხდეს, ქვეყანა რეცესიაში გადავარდება"

ხელისუფლებამ ქონების სავალდებულო დაზღვევის საკითხი ისევ დაივიწყა?! - „კიდევ ერთი სტიქია რომ მოხდეს, ქვეყანა რეცესიაში გადავარდება"

access_time2017-02-22 09:30:17

„ბავშვთა სამყაროს" შენობის დაწვიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, მთავრობაში ქონების, მათ შორის, სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის შესაძლო ამოქმედების საკითხი ისევ დაივიწყეს, ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე ხმამაღლა არავინ აღარ საუბრობს. ინიციატივა არც პარლამენტარებს აქვთ, თუმცა აცხადებენ, რომ თუ მთავრობა პარლამენტში საკანონმდებლო წინადადებით შევა, აუცილებლად განიხილავენ. დაზღვევის სფეროს სპეციალისტები კი მთავრობას დაფიქრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ საქართველოში დაზღვევა, როგორც ვალდებულება, აუცილებლად უნდა ამოქმედდეს, სხვა შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში დაზღვევის კულტურა საკმაოდ დაბალია, ნებაყოფლობით მას მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი აირჩევს.

 


დაზღვევა მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია. თუმცა ქართულ რეალობაში ეს ასე არ არის, დაზღვევის არსი არც მოქმედ ხელისუფლებას აქვს გააზრებული და არც ყოფილი ხელისუფლება დგამდა ამ მიმართულებით ქმედით ნაბიჯებს. მეტიც, ვერც ერთი მათგანი საზოგადოების დაცვის თვალსაზრისით დაზღვევის როლს სწორად ვერ აფასებს. იმ დროს კი, როდესაც ქვეყანაში სტიქიური უბედურება ხდება, ან ხანძარია, დაზარალებული მოქალაქეები ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქციებს გამგეობების შენობების წინ ან მთავრობის ადმინისტრაციასთან მართავენ. ასეთი შემთხევები თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ ხდება. საქართველო კი არის ფაქტობრივად, ერთადერთი ქვეყანა, სადაც სავალდებულო დაზღვევის არც ერთი სახეობა არ მოქმედებს.

 


ქონების სავალდებულო დაზღვევაზე საუბარი მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც სტიქია ან ხანძარი ხდება. გადის პერიოდი და დაზღვევის თემა ისევ ყველას ავიწყდება. ასე მოხდა „ბავშვთა სამყაროს" შენობის დაწვის შემდეგაც. იმ პერიოდში ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბაზრობებისა და სავაჭრო ცენტრების სავალდებულო დაზღვევის ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ამ მიმართულებით მოთხოვნების გამკაცრება აუცილებელია. „ხელშეკრულების დადებისას, დაზღვევა ერთ-ერთი კატეგორიული მოთხოვნა უნდა იყოს", - განაცხადა კალაძემ. მას შემდეგ 3 კვირაზე მეტი გავიდა, მაგრამ მთავრობიდან სავალდებულო დაზღვევაზე აღარავის არაფერი უთქვამს, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით.

 


მთავრობას ინიციატივით არც პარლამენტისთვის მიუმართავს და თავად დეპუტატები კი ამ საკითხს არც განიხილავენ. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, „მთავრობა თუ საჭიროდ ჩათვლის, შემოიტანს ინიციატივას პარლამენტში და ჩვენ განვიხილავთ. დეპუტატების მხრიდან ამ საკითხზე რაიმე ინიციატივა არ ყოფილა და არც ჩვენი კომიტეტს აქვს რაიმე წინადადება მომზადებული", - განაცხადა ზოიძემ.

 


მისივე პოზიციით, „საერთოდ , სავალდებულო დაზღვევის საკითხს ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. სავალდებულო დაზღვევა ნიშნავს, რომ ადამიანი ვერ ხვდება ქონების დაზღვევის არსს და მთავრობამ უნდა აიძულოს. გადაწყვეტილების მიღებამდე საჭიროა ფისკალური და ეკონომიკური გათვლები", - განუცხადა „კომერსანტს" ზოიძემ.

 


კითხვაზე, რომ სავალდებულო დაზღვევა ბევრ ქვეყანაში არსებობს და ხომ შეიძლება, ანალოგიური რამ საქართველოშიც გადმოვიტანოთ, დეპუტატმა გვიპასუხა, რომ „დაზღვევა სავალდებულო არსად არ არის. სხვა საკითხია მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა, რაც უნდა იყოს", - დასძინა ზოიძემ.

 


განსხვავებული პოზიცია აქვს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს კოტე სულამანიძეს. მისი თქმით, ამ ეტაპზე კარგი იქნებოდა, რომ ქვეყანაში ქონების სავალდებულო დაზღვევა მოქმედებდეს.

 


„ზოგადად, ბიზნესი საკუთარი ქონების დაზღვევაზე თავად უნდა ფიქრობდეს და ამას სავალდებულობა არ სჭირდება. ბევრ ქვეყანაში ბიზნესი ამას თავისით აკეთებს, ყოველგვარი დავალდებულების გარეშე. „ბავშვთა სამყაროს" მოვაჭრეები ამბობენ, რომ ჩვენ სესხები გვაქვს აღებული და გვიჭირს გადახდა და ა.შ. მათ თუ ბიზნეს სესხი ჰქონდათ, კარგი იქნებოდა, რომ ბანკს მოეთხოვა დაზღვევა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

 


მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ქონების დაზღვევა სავალდებულო წესით შევიდა, შემდეგ კი ადამიანებში დაზღვევის კულტურა გაჩნდა. ახლა ზოგან სავალდებულო არ არის, მაგრამ ყველა აზღვევს ქონებას, ზოგან კი ისევ სავალდებულოა. დღეს ჩვენ უნდა ავწონოთ კარგად, რა ვითარებაა ქვეყანაში, სად ვდგავართ და ისე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში ქონების დაზღვევა სავალდებულოა, კარგი იქნებოდა, საქართველოშიც ასე იყოს, განსაკუთრებით არსებობდეს მაღალი რისკის ობიექტების დაზღვევის ვალდებულება", - განუცხადა „კომერსანტს" სულამანიძემ.

 

 

მისივე განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქონების დაზღვევა სავალდებულო გახდება, ის პროდუქტს გააიაფებს და ბიზნესი ამ გადასახადის ტვირთს საერთოდ ვერ იგრძნობს. „როდესაც მასშტაბზე გადიხარ, კონკურენცია მძაფრდება და პროდუქტი იაფდება. თუ დღეს ქონების დაზღვევაში თვეში იხდიან 25-30 ლარს, სავალდებულობის შემთხვევაში, გადასახადი შესაძლოა, 10-15 ლარამდე შემცირდეს", - დასძინა სულამანიძემ.

 


საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის განცხადებით, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ, რომელიც დღეს წარმატებულია, სხვადასხვა დროს გაიარეს ის ეტაპები, რასაც დაზღვევის კულტურის ამაღლება და სავალდებულო დაზღვევა ჰქვია. „საქართველოშიც ამაზე უნდა ვიფიქროთ და თანაც, აუცილებლად. კარგია, რომ „ბავშვთა სამყაროს" შენობა დაზღვეული იყო, მაგრამ ცუდია, რომ ხალხს არ ჰქონდა დაზღვევა და ახლა ისინი სრულიად გაურკვეველ ვითარებაში არიან. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც დიდი რისკი აქვს სტიქიური უბედურებების, მათ შორის მიწისძვრის და ამიტომ დაზღვევის საკითხი აუცილებლად უნდა დადგეს დღის წესრიგში", - განაცხადა დევი ხეჩინაშვილმა.

 

 

მისივე განცხადებით, საქართველოში დაზღვევის დაბალი კულტურის გამო, აუცილებელია სავალდებულო წესი ამოქმედდეს. „შევარდნაძის მმართველობის პერიოდში მოქმედებდა ხანძრის შემთხვევების სავალდებულო დაზღვევა და ეს ძალიან კარგად მუშაობდა. თუმცა მერე გაუქმდა და დღემდე ვერც წინა და ვერც ახალმა ხელისუფლებამ საკითხი ისე ვერ დაარეგულირა, რომ დაზღვევა ქვეყანაში სავალდებულო ყოფილიყო. ეს ძალიან ცუდია. აუცილებელია, რომ სასწრაფოდ იყოს მიღებული ზომები და ამოქმედდეს ქვეყანაში დაზღვევის სავალდებულო", - განაცხადა ხეჩინაშვილმა.

 

 

მისივე თქმით, 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის ზარალს ხელისუფლება „მოერია", 500 მილიონ ლარამდე დახარჯა რეაბილიტაციაზე, დაზღვეული ზარალი კი მხოლოდ 5 მილიონი ლარის იყო. „500 მილიონი ლარი ერთი სტიქიისთვის, თანაც ჩვენნაირი ღარიბი ქვეყნისთვის ძალიან ბევრია. მაგრამ ამას მთავრობა მაშინ ბიზნესის და ხალხის დახმარებით მოერია. მაგრამ, კიდევ რამე რომ მოხდეს ურბანულ ნაწილში, ან სტიქია, ბიუჯეტს ინფრასტრუქტურის აღდგენის არავითარი შანსი არ ექნება, შედეგად, ქვეყანა გადავარდება რეცესიაში. ამიტომ, აუცილებელია, რომ საქართველოში ქონების დაზღვევის სავალდებულო წესი ამოქმედდეს", - დასძინა ხეჩინაშვილმა.

 

 

რაც შეეხება ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით არსებულ სტატისტიკურ მონაცემებს, 2016 წლის მესამე კვარტალში (დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს მთელი წლის მონაცემი ჯერ არ გამოუქვეყნებია) საქართველოში ქონების დაზღვევაზე მთლიანად გაცემულია 161 410 სადაზღვევო პოლისი. 2016 წლის დასაწყისიდან გაიცაა 146 481 პოლისი, საიდანაც კორპორატიულია 36 356, საცალო (ინდივიდუალური) - 110 063, სახელმწიფო კი 62. სპეციალისტების განცხადებით, ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია და ამიტომაც, აუცილებელია, რომ ქვეყანაში დაზღვევის სავალდებულო ფორმა ამოქმედდეს.

 


ავტორი: "კომერსანტი"



5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up