ხელისუფლებამ პრობლემა აღიარა – „ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავარია არ მომხდარა“

ხელისუფლებამ პრობლემა აღიარა – „ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავარია არ მომხდარა“

access_time2017-08-07 17:00:33

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის, გიორგი სეთურიძის განცხადებით, ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესების შემდეგ არც ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა. გიორგი სეთურიძემ ამ განცხადებით პრაქტიკულად აღიარა, რომ პრობლემა არსებობდა და ის სასწრაფო ჩარევას საჭიროებდა.

 

ქუთაისის შემოვლითი გზა რომ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და რომ იქ აუცილებელი იყო სასწრაფო ღონისძიებების გატარება, ამაზე „კომერსანტი“ მუდმივად წერდა. ჩვენ ხელისუფლებას მოვუწოდებდით კიდეც, რომ ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. თუმცა იმ პერიოდში ჩვენ ამ თხოვნას თუ მოწოდებას ხელისუფლებაში ყურადღებას არავინ აქცევდა და ასე გაგრძელდა 2017 წლამდე.  არადა, ამ 3 წლის განმავლობაში, გზის ამ მონაკვეთის მოუწესრიგებლობის გამო მომხდარი ავარიების შედეგად არაერთი ოჯახი გაუბედურდა. მოგვიანებით ხელისუფლებაში, კერძოდ კი საავტომობილო გზების დეპარტამენტში მიხვდნენ, რომ 2-ზოლიანი გზა იყო სახიფათო და ის 4-ზოლიანად უნდა გადაკეთებულიყო. დღეს  ქუთაისის შემოვლითი გზაზე მოძრაობა ცალმხრივია და ამ პერიოდის განმავლობაში იქ არც ერთი ავარია არ მომხდარა.

 

ის რომ ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიები აღარ ხდება, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეც საუბრობს. როგორც  გიორგი სეთურიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ქუთაისის შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობა სწორედ უსაფრთხოებისა და აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირების მიზნით დაწესდა. მისი ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ შემოვლით გზაზე, რომელიც გამოირჩეოდა ტრაგიკული საავტომობილო ავარიებით, ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

 

”ქუთაისის შემოვლით გზაზე, დაახლოებით 40-კილომეტრიან მონაკვეთზე არის ორმხრივი მოძრაობა. გამომდინარე იქედან, რომ გზა კარგი ხარისხისაა, არ იგრძნობა სიჩქარე, ბევრი მძღოლი დადიოდა სიჩქარის გადაჭარბებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ მხოლოდ 90 კმ/სთ სიჩქარითაა მოძრაობა ნებადართული. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა და ამან კიდევ ერთხელ გვაიძულა დამატებითი უსაფრთხოების ზომები მიგვეღო. მაქსიმალურად მოვაწყვეთ უსაფრთხოების ზომები - მოვაწყვეთ რამდენიმე ხმაურიანი ზოლი, ასევე დავაყენეთ განათება, რათა ღამის საათებში უფრო იოლი ყოფილიყო გადაადგილება, თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევები ძირითადად დღის საათებში ხდებოდა. შემდგომ, პატრულის წინადადება იყო, რომ ღამის განათებების მშენებლობის პროცესში დაკეტილიყო გზა და შემხვედრი მოძრაობა დაფნარისკენ გაგვეშვა ქუთაისის გავლით. მიუხედავად იმისა, რომ ივლისის პირველ რიცხვებში ყველა სამუშაო ვადამდე დავასრულეთ, პატრული თავს იკავებს რაიმე ახალი წინადადებისგან, რადგან არც ქუთაისის გზაზე, არც შემოვლით გზაზე არ დაფიქსირებულა ავტოსაგზაო შემთხვევა, მითუმეტეს ისეთი, რომელსაც ჰქონდა ტრაგიკული შედეგები. ჩაითვალა, რომ თუკი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება, უმჯობესია ადამიანმა ცოტა დისკომფორტი განიცადოს.


 

რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, ჩვენი თანამოქალაქეები არ იცავენ მოძრაობის წესებით დადგენილ შეზღუდვებს და აღნიშნულ მონაკვეთზე მაინც სიჩქარის გადაჭარბებით დადიან”, - განაცხადა სეთურიძემ.

 

მისივე თქმით, რამდენი ხნის განმავლობაში იმოქმედებს აღნიშნული რეჟიმი, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, როგორც სეთურიძემ აღნიშნა, შემოვლით გზას დაემატება ორი სამოძრაო ზოლი, რომლის პროექტირებაც წლის ბოლომდე დასრულდება.

 

”წლის ბოლოს დასრულდება დამატებითი ორი ზოლის პროექტირება, რაც მთავრობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა. მომავალი წლის დასაწყისში გამოვაცხადებთ ტენდერს და დაიწყება დამატებითი ორი ზოლის მშენებლობა”, - განაცხადა სეთურიძემ.

 

 

 



„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს

„მოვიგებთ და შემდეგ შევიკრიბებით“ - ოპოზიციას Covid 19-თან გამკლავების კონკრეტული გეგმა არ აქვს
access_time2020-10-20 10:00:08
მმართველი გუნდის ეპიდსიტუაციასთან გამკლავების სტრატეგიას განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, აქტიურად აკრიტიკებს თითოეული მოწინააღმდეგე პარტია. თუმცა ... ორ კვირაში არჩევნებია, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას სჯერა, რომ არჩევნების შემდეგ საპარლამენტო პროცესებში მონაწილეობას მიიღებს.  „კომერსანტი“ დაინტერესდა თავად პარტიებს რა გეგმა აქვთ  გამწვავებულ ეპიდსიტუაციასთან გასამკლავებლად, არსებობს თუ არა კონკრეტული გეგმა მათ პროგრამაში, გარდა ეკონომიკური პროგრამებისა, რომელზეც დაუსრულებლად...

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა

19 ოქტომბერი - რეგიონში ყველა ვალუტა გამყარდა
access_time2020-10-19 18:30:02
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 19 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი უმნიშვნელოდ გამყარდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2117 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-19 21:00:58
დღის Top 10 საინტერესო ამბავი     1. კომერსანტის ექსკლუზივი - პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით, ამოქმედებული დადგენილება თუ წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ქაოსი კოვიდ სტატისტიკაში   კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან რვა თვის შემდეგ, კომერსანტმა...

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება

Le Figaro: კომენდანტის საათის შემოღების გამო მაკრონს აჯანყება ემუქრება
access_time2020-10-19 20:30:21
დღეს ორი განსხვავებული საფრანგეთი არსებობს, ერთი რომელიც კომენდანტის საათში კორონავირუსის გამო 21.00-დან 6.00-მდე ჩაკეტეს და  მეორე, რომელიც ცხოვრების გაგრძელებას ცდილობს, თუ ამას ინფექციის გავრცელების სიჩქარე დააცდის.   ემანუელ მაკრონმა არჩევანი მკაცრი ზომების და დიდ ქალაქებში კომენდანტის საათის სასარგებლოდ გააკეთა და ამით რეალურ რისკზე წავიდა.   სწორედ დიდ ქალაქებში, პირველ რიგში პარიზში, პანდემიამ ყველაზე მძიმე სოციალური  ჭრილობები დატოვა,...

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება

Financial Times: ეკონომიკური აღდგენა არათანაბარი იქნება
access_time2020-10-19 19:30:29
როდესაც კორონავირუსი ჩინეთის ტერიტორიას გასცდა და პანდემია დაიწყო, ყველა ეკონომიკა მსოფლიოში ერთბაშად და უნისონში ჩამოიშალა. ყველა ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლები მკვეთრად შემცირდა ისეთ დონეზე, რომელიც კაცობრიობას მშვიდობიანობის დროს არ უნახავს.   ამის შემდეგ აგრესიული ფისკალური და მონეტარული რეაქცია დაიწყო, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში ვირუსის წარმატებული შეკავება, მაგალითად ჩინეთში.   საერთაშორისი სავალუტო ფონდის პროგნოზის...


მსგავსი სიახლეები

up