ხელისუფლებამ 3 მილიარდი ლარი წყალს გაატანა

ხელისუფლებამ 3 მილიარდი ლარი წყალს გაატანა

access_time2018-08-31 19:40:13

2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან “ქართული ოცნების”ლიდერებმა საჯაროდ განაცხადეს: “ნაცმოძრაობის” მმართველობის 9 წლისგანმავლობაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები ბუტაფორია იყო,რეალურად არაფერი კეთდებოდა და “ატკატების” სახით თანხები რამდენიმეადამიანის ჯიბეში მიდიოდაო. ამ ყველაფერზე გამოძიებაც დაიწყო, რამდენიმე კაცი დაკითხეს კიდეც, მაგრამ სწორედ გამოძიება აღმოჩნდა “ბუტაფორია” _ არავინდაუკავებიათ, მაგრამ “ატკატების” თემა კარგად შეისწავლეს და ამ პროცესის სიამესაცმიხვდნენ.



2014 წელი სახელმწიფომ ინფრასტრუქტურული პროექტების წელიწადად გამოაცხადა და რეგიონებში ბუღი დააყენა. განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა მდინარეებსა და მათ კალაპოტებს, აქაოდა, პატარა ღელეებიც კი ზაფხულობით დიდდება და მოსახლეობას აზარალებსო. პარალელურად, დედაქალაქში საზეიმოდ გახსნეს შემოვლითი გზა, რომელიც ვერეს ხეობაზე გადიოდა და, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ექსპერტმა მაშინ ეჭვი გამოთქვა, ვერეს ხეობაში არსებული სანიაღვრე არხები დიდი ნალექის შემთხვევაში გაიბიდნებაო, მათ არავინ მოუსმინა. შედეგად მივიღეთ 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედია, როცა ადიდებულმა ვერემ ზოოპარკის ბინადარნი და 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ისე, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში შეიძლება მოხდეს _ 19 ადამიანის სიკვდილის გამო პასუხი არავის აგებინეს და ყველაფერი წინა ხელისუფლებას დაბრალდა, თუმცა, ამ ბრალის მიუხედავად, არც იმ ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელი დაუსჯიათ.



სამაგიეროდ, ხელისუფლება თავს იწონებდა, ინფრასტრუქტურულ პროექტებში სამ მილიარდ ლარზე მეტი დავხარჯეთო. კი ამბობდნენ ვიღაცები, ყველაფერი ზერელედ კეთდებაო და ეს ხმები მას შემდეგ უფრო გამძაფრდა, როცა ინფრასტრუქტურის მინისტრად ზურაბ ალავიძედანიშნეს. ალავიძე “ნაციონალური მოძრაობის” ზეობის პერიოდში სწორედინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო და, როგორც ამბობდნენ, ყველა“ატკატი” მის ხელში გადიოდა. ამის მიუხედავად, ყოფილი პრემიერის, გიორგიკვირიკაშვილის ნათესავს, ვერავინ ვერაფერს უბედავდა და ალავიძეც პროექტსპროექტზე “ახორციელებდა”.



ახლა კი წვიმების პერიოდი დაიწყო და ნათლად გამოჩნდა, რომ სამ მილიარდ ლარზემეტი წყალს მიაქვს. პრინციპში, რაღა მიაქვს, წაიღო უკვე და საქართველოში არ დარჩაკუთხე, სადაც წყალმა და მეწყერმა “საფუძვლიანად” გაკეთებული ჯებირები არგაანგრია, მეწყერსაშიშ ზონებში მიწის შემაკავებელი ბარიერები არ ჩამოშალა დაჩამარხა. ახლა უკვე კიდევ ერთი ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც, ამბობს, რომ კვირიკაშვილი და ალავიძე, პრაქტიკულად, ერთპიროვნულად წყვეტდნენ ყველაფერს და ამ სავალალო შედეგამდე ამიტომ მივედითო, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, პასუხისგებაშიარავის მისცემენ და ეს სამი მილიარდი ისევ ჩვენი გადასახდელია. უფრო კონკრეტულად კი, ყველაფერი ჩვენი გადასახადებით ისევ ახლიდან უნდა გაკეთდეს… რაც მთავარია, არავინ არის იმის გარანტი, რომ მომავალ წელს მორიგი წყალდიდობების შემდეგ ეს ყველაფერი კვლავ თავზე არ დაგვემხობა და მორიგ სამ მილიარდს არ გავატანთ არაგვსა თუ ენგურს.




გლობალურ დათბობას საქართველოში უკვე ბევრი რამ დაბრალდა და კიდევ ბევრი დაბრალდება.რას ჰქვია, ამხელა წყალს არ ველოდით?! რა, გლობალური დათბობა გუშინ დაიწყო დაპროექტის შედგენისას ვერ გათვალეს?! ან ამ განცხადების შემდეგ პასუხს აღარავისრომ არ სთხოვენ, ნორმალურია? ასე ხომ ყველა მშენებელს შეუძლია თქვას, რომ არელოდა წყალს, არ ელოდა მეწყერს, არ ელოდა თოვლს, წვიმას… არ ელოდა და მორჩა!მაშინ ნუღარ გამოვაცხადებთ ტენდერებს, ნუ განვახორციელებთ პროექტებს და,როგორც ძველ ანდაზაშია, წყალი მიდგება, მოდგება, ბოლოს თავის კალაპოტშიჩადგება, ამას დაველოდოთ. მოსახლეობა ისეც ზარალობს და ასეც, თუმცა ასე მეტიზარალია, რადგან წყალს მილიარდები მიაქვს…
ორი კვირაც არ არის გასული, რაც სვანეთში ლახზირის მყინვარის დიდი ნაწილი ჩამოიშალა. თავდაპირველად განგაში ატეხეს: ლახზირის სანახავად ტურისტები დადიოდნენ და ვინმე არ იყოს მოყოლილიო, მაგრამ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მყინვართან მისი ჩამოშლისას არავინ იმყოფებოდა, ყინულის გროვას თავი მიანებეს. არადა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყინული ასეთ მდგომარეობაში უფრო მალე დადნება და შესაბამისად, მორიგი წყალდიდობა გველოდება, მაგრამ მათ არავინ უსმენს, რადგან, სინოპტიკოსების პროგნოზით, თურმე წვიმაა მოსალოდნელი. არადა, ყინულს წვიმაც რომ ადნობს, მარტივი მისახვედრია, თუმცა ზემოთ ამის გაგონებაც არ სურთ. შედეგად, მყინვარის ქვემოთ სოფლებში ეშინიათ, რომ ერთ დღეს წყალი მოვარდება და იქაურობას წალეკავს, მით უმეტეს, ყველა ღელე საკმარისზე მეტად უკვე ადიდდა და მდინარეს შეუერთდა, თუმცა…



“რაჭის იმ სოფლებში, რომლებშიც ერთი ან ორი მოსახლე ცხოვრობს, მილიონიანი პროექტები დაგეგმეს და განახორციელეს. ნაპირსამაგრი სამუშაოები დაარქვეს, თორემ რეალურად, “კამაზებით” ათ-ათი მანქანა ხრეში დაყარეს და ეგ იყო. ადიდდა მდინარე და ის ხრეში ხომ წაიღო და ერთ ადგილზე მიიტანა, მერე კალაპოტი შეიცვალა და, სადაც საუკუნეები არ უვლია, იქ გაიარა. ასე დარჩნენ ადგილობრივები მოსავლის გარეშე. როგორც ვიცი, სვანეთის ძირითად ნაწილში კარტოფილის ნათესებია წაღებული და ახლა მთაში საშინელ ზამთარს ველით _ დიდი თოვლით და უმოსავლოდ”, _ გვითხრა რაჭაში მცხოვრებმა ზურაბ ბერიშვილმა.



უარესი მდგომარეობაა მთა-თუშეთში. წინა სტიქიის შედეგად თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ტბა გაკეთდა და… ის ტურისტული სანახაობის ნუსხაში შეიყვანეს და ეს მაშინ, როცა ტბა სავალი გზიდან სამ მეტრში იყო. წვიმის შედეგად ტბა ნაპირებიდან გადმოვიდა, სამანქანო გზა დატბორა და აგერ უკვე სამი დღეა, ტექნიკა უძლურია. არადა, ამ საქმის სპეციალისტები ამბობდნენ, ტბა უნდა ამოაშრონ და იმ ადგილზე ღორღი ჩაყარონ, რათა წყალს დრენაჟი ჰქონდეს და არ დაგუბდესო, თუმცა მათ არავინ უსმენდა. ისე, თუშეთზე ისიც ვთქვათ, რომ ბოლო 5 წელიწადში მიუვალ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას ახმეტის მუნიციპალიტეტმა საახალწლოდ, საერთო ჯამში, სამი ათასი ლარის ღირებულების პროდუქტი აუტანა,ახალი წელი გაულამაზა და… ამ პროდუქტების ატანა 150 ათასი ლარი დაჯდა.



“იმის გამო, რომ ზამთარში სამანქანო გზა არ არსებობს, იძულებული ვართ, მოსახლეობამდე ვერტმფრენებით მივიდეთ. ვერტმფრენით მგზავრობა კი ძვირია და ამიტომაც ამხელა თანხა გამოდის”, _ ასე აგვიხსნეს ეს საინტერესო მოვლენა ახმეტის მუნიციპალიტეტში. არადა, სერიოზული ეჭვი გვაქვს, ზაფხულში, იმ 5 ოჯახისთვის, რომლებსაც 600 ლარის ღირებულების პროდუქტი შეხვდათ, ტრანსპორტირებისთვის დახარჯული 150 ათასი ლარი ზაფხულში რომ გადაენაწილებინათ, უფრო კმაყოფილი დარჩებოდნენ.



სხვა, აბა, რა გითხრათ, საქართველო წინა ხელისუფლების დროსაც პარადოქსებისქვეყანა იყო და ახლაც ასეა. მსოფლიოს გაოცება გვინდა და მართლა ვაოცებთ. არგვეგულება სახელმწიფო, რომელიც წყალს სამ მილიარდს გაატანდა და თანაც, როცამოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა, მაგრამ ეს სამი მილიარდი ახლა აღარავის ახსოვს,რადგან საპრეზიდენტო დოღი გამოცხადდა და პარტიების რჩეული “ბედაურები”რბოლაში ჩაერთვნენ. სერიოზულოი ეჭვი გვაქვს, როგორც წესი, ქართველები, არაბულიბედაურის ნაცვლად, ისევ ჯაგლაგს ავირჩევთ, თუმცა ვინ იცის, იმდენი არაბიჩამოვასახლეთ ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, ეგებ არაბული ვარჩიოთ.პრინციპში, თუ ასე გაგრძელდა, მალე ჩვენ აღარავინ შეგვეკითხება _ არაბული ჯობიათუ ირანული, თვითონ გადაწყვეტენ და ვინ იცის, ეგებ ძალიან მალე, ბათუმშიასაშენებლად გამზადებული მეჩეთიდან მოლას ყივილმა დედაქალაქამდეც კიმოაღწიოს. არადა, 12 აგვისტოს სწორედ მოლას ყივილი ჩავახშეთ საუკუნოდ… მაგრამეს ხომ პარადოქსების ქვეყანაა _ მოვახერხეთ და ისევ დავიდგით უღელი… თანაცუბრძოლველად, საკუთარი ნებით და ვინ იცის, მუსლიმანურმა სამყარომ თავისისტორიაშიც ჩაწეროს “ძლევაი საკვირველი”, როგორც ქვეყნის უსისხლოდ დაპყრობა–დამონების მაგალითი.




“საქართველო და მსოფლიო”




„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება

„კრისტალის“ მხარდაჭერით საქართველოში მართვადი სუნთქვის სრულფასოვანი აპარატი იქმნება
access_time2020-08-03 10:10:23
...

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა
access_time2020-08-03 12:00:50
2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის...

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი

ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, ეს უფრო ადრე მოხდება - თიბისი ჯგუფის ეკონომისტი
access_time2020-08-03 12:10:57
6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული. „29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის...

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა

ერთ წელში ფასები სურსათზე - 11.5%-ით და ტრანსპორტზე - 9.3%-ით გაიზარდა
access_time2020-08-03 11:10:10
2020 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.7 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 5.8 პროცენტით განისაზღვრა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და...

Mitsubishi ქარხანას კეტავს: Pajero-ს გზის დასასრული

Mitsubishi ქარხანას კეტავს: Pajero-ს გზის დასასრული
access_time2020-08-02 21:21:59
ქარხანა სამი წლით დაიკეტება! ...


მსგავსი სიახლეები

up