„ხელისუფლება ხედავს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საჭიროებას“ - მაიკლ ქაუგილი

„ხელისუფლება ხედავს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საჭიროებას“ - მაიკლ ქაუგილი

access_time2020-04-14 11:30:09

„სამწუხაროდ, ბიზნესის წარმოება საქართველოშიც, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში შეფერხდა, ზოგმა კი სრულად შეაჩერა საქმიანობა, რათა ახალ რეგულაციებს მორგებოდა. ხელისუფლებამ კარგად იცის იმ ეკონომიკური შედეგების შესახებ, რაც ამ ყველაფერს მოჰყვება და ასევე ხედავს ეკონომიკის გაჯანსაღებისა და ბიზნესის მხარდაჭერის საჭიროებას.“ - აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა მაიკლ ქაუგილმა საქართველოს ხელისუფლების მიერ ბიზნესისა და ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები შეაფასა.


როგორც ამერიკელი ბიზნესმენი აღნიშნავს, მთავრობა აქტიურ კომუნიკაციაშია სავაჭრო პალატასთან და ბიზნეს ასოციაციებთან, შედეგი კი მას შემდეგ გახდება თვალშისაცემი, როცა ვირუსის გავრცელება ქვეყნის მთავარი საფრთხე აღარ იქნება. მაიკლ ქაუგილი იმედოვნებს, რომ ეკონომიკა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.


„მთავრობას თავიდანვე პრიორიტეტები სწორად ჰქონდა გადანაწილებული, მთავარი არის ვირუსის გავრცელების შეჩერება და მოსახლეობის ჯანმრთელობა.ეს მონდომება წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ქვეყანაში COVID19-ით გარდაცვალების მხოლოდ 3 ფაქტი დაფიქსირდა. ის ზომები, რაც მთავრობამ მიიღო, საერთაშორისო საზოგადოებამაც დადებითად შეაფასა.2020 წლის 20 მარტს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკურ გუნდთან ერთად ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა, რომელიც მოიცავს ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის 1 მილიარდი დოლარის მოცულობის დამატებითი ფინანსური რესურსის გამოყოფას. ბიზნესები, რომელთაც სესხების გადახდა უძნელდებათ, ვალდებულების გადახედვის საშუალებით სარგებლობენ.  ასევე მოქალაქეებს სამთვიანი სესხების დაპაუზების შესაძლებლობა აქვთ.


ფინანსთა მინისტრი ამერიკის სავაჭრო პალატასაც დაუკავშირდა ისევე, როგორც სხვა ბიზნეს ასოციაციებს რათა გადასახადებთან დაკავშირებული ბენეფიტების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.დაიწყო მოლარაპარაკებები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.  ჩვენი სავაჭრო პალატის წევრებიც საფინანსო ინსტიტუტებთან მალე მოლაპარაკების მაგიდასთან ღიად გააცნობენ მათ ბიზნესის გამოწვევებს.



არავინ იცის როდის დაუბრუნდება ცხოვრება ნორმალურ რიტმს, რადგან ეს ვირუსის გავრცელებაზეა დამოკიდებული. თუმცა გვჯერა, რომ ერთად მუშაობით ეკონომიკის ყველა სექტორი მალე მწყობრში ჩადგება, ახლა კი პრიორიტეტი ადამიანის ჯანმრთელობაა.“ - განმარტავს ქაუგილი.


აშშ-ს სავაჭრო პალატის წარმომადგენელმა ქვეყანაში ლარის მკვეთრი დევალვაციაც შეაფასა, რომელიც ეკონომიკურ პაუზას დაუკავშირა.


„რაც შეეხება ლარის კურსს, მიუხედავდ იმისა რომ აშშ-ში კორონავირუსი მძვინვარებს, დოლარი მყარია. საქართველოში ვირუსით გამოწვეულმა ეკონომიკურმა შედეგებმა სამწუხაროდ ლარის დევალვაცია გამოიწვია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ნორმალური ბიზნეს საქმიანობის დაბრუნებასთან ერთად ვალუტაც ძველ კურსს დაუბრუნდება.“ - აღნიშნა მაიკლ ქაუგილმა.


საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის მიხედვით, ტურისტულ სექტორს გადასახადებს გადაუვადებენ და საბანკო ვალდებულებების თანადაფინანსებას მოახდენენ. იმ ბიზნესს კი, რომელსაც სესხის გადახდის პრობლემა შეექმნება, ბანკები, სესხის რესტრუქტურიზაციას ინდივიდუალურად გაუკეთებენ. გარდა ამისა, ქონების და საშემოსავლო გადასახადები 1 ნოემბრამდე გადაუვადდათ იმ კომპანიებს, რომლებიც  ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობებს ახორციელებენ. მთავრობა ასევე გააორმაგებს დღგ-ს დაბრუნებებს და კომპანიებს 1,200 მლნ ლარს დაუბრუნებს. ახალი სახელმწიფო პროგრამით, 4-დან 50 ნომრამდე სიდიდის სასტუმროები მთელი საქართველოს მასშტაბით  საბანკო სესხის 6 თვის პროცენტის თანადაფინანსებას მიიღებენ. სტიმულირების პაკეტის მიხედვით, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკის დამატებითი სტიმულირებისთვის გაიზრდება ქვეყანაში კაპიტალური პროექტების მხარდაჭერა.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up