ხელისუფლება უწყებების ნაწილს აუქმებს - ვინ აგებს პასუხს წლების განმავლობაში არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე?

ხელისუფლება უწყებების ნაწილს აუქმებს - ვინ აგებს პასუხს წლების განმავლობაში არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე?

person access_time2016-04-15 11:40:22

თბილისის მერიაში 11-თვიანი მუშაობის შემდეგ „მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ გაუქმდა. 1,4 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე სტრუქტურა მიმდინარე წლის აპრილიდან უკვე აღარ ფუნქციონირებს. თბილისის საკრებულომ რამდენიმე დღის წინ ასევე მხარი დაუჭირა 5 წლის შექმნილ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" ლიკვიდაციას. განხორციელებული ცვლილებები მერიაში ხარჯების ოპტიმიზაციით ახსნეს.

 

ეს უწყებები ერთადერთი არაა, რომელთა საჭიროებასაც ექსპერტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეჭვქვეშ დიდი ხანია აყენებენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ბევრი სახელმწიფო უწყების მუშაობა არაეფექტურია და ისინი მხოლოდ ბიუროკრატიულ ხარჯებს ზრდის.


ერთ-ერთი უწყება, რომლის შექმნაც რამდენიმე დღის წინ დაანონსდა, ახალი სააგენტოა, რომელმაც რეგიონებში ინვესტიციები უნდა მოიზიდოს. სტუქტურა ექსპერტების კრიტიკის საგანი უკვე გახდა. თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერმა ვატო ლეჟავამ „კომერსანტს“ განუცხადა, რომ სააგენტო ბიუროკრატიული და პოლიტიკური მიზნებისთვის იქმნება, რომელსაც დასაქმებისთვის და რეგიონებში პარტიული საქმიანობისთვის გამოიყენებენ. მისი პროგნოზით, სააგეტო რეალურად ვერ იმუშავებს და ეს ბიუჯეტისთვის ტვირთად იქცევა.


იგივე აზრზე არიან სხვა ახალშექმნილ სტრუქტურებთან დაკავშირებით სხვა ექსპერტებიც. ისინი ექსპორტის ხელშეწყობის სააგენტოს, ასევე, პრემიერის აპარატში ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სტრუქტურის შექმნასაც სკეპტიკურად უყურებენ.


ამ კრიტიკის პარალელურად კი ირკვევა, რომ ექსპორტის ხელშესაწყობად ეკონომიკის სამინისტროში დამატებით ოთხი ახალი სამსახური შექმნეს. სამინისტროში შემავალი ახალი სტრუქტურული ერთეულები დეპარტამენტებისგან დამოუკიდებლად, თითოეულ რეგიონზე (აფრიკა-აზია, ევროპა, ამერიკა და სამეზობლო) ცალ-ცალკე იმუშავებენ.

 

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით მერიის მიერ 2 უწყების გაუქმება, ერთი მხრივ, წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება, თუმცა, მეორე მხრივ, გაუგებარი რჩება, რატომ არ მიიღო ეს გადაწყვეტილება მერიამ უფრო ადრე, თუ ოპტიმიზაციის საშუალება არსებობდა? რატომ ინახავდა სახელმწიფო ისეთ უწყებებს, რომელთა არსებობის აუცილებლობაც არ იდგა? და ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა წლების განმავლობაში ბიუჯეტიდან არაეფექტურად დახარჯულ მილიონებზე?


 

"საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, რომ ამა თუ იმ უწყების საქმიანობის შეფასება და ბიუჯეტიდან თანხების ხარჯვის მიზანმიმართულობა აუდიტმა უნდა შეისწავლოს და შესაბამისი რეკომენდაციები დადოს.

 

მერიის შემთვევაში  რეკომენდაციები მიეწოდება  საკრებულოს და ის მიიღებს გადაწყვეტილებას კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის შესახებ. სისხლის სამართლის ნიშნები თუა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როცა კორუფციის ნიშნები არ ჩანს  და მხოლოდ მიზნობრიობაზეა საქმე, ამაზე უკვე მხოლოდ პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგება. თუმცა, ეს ბიუჯეტებიც თავის დროზე საკრებულოს დამტკიცებულია და ისინიც თავის მხრივ პასუხისმგებლები არიან მის ხარჯვაზე. ამ შემთხვევაში არ არსებობს რაიმე მექანიზმი, რადგან ეს სხვადასხვა ეტაპზე კოლექტიურად მიღებული გადაწყვეტილებაა“,- აღნიშნავს ნამჩავაძე.

 

„კომერსანტი“ ამ საკითხზე პარლამენტარების აზრითაც დაინტერესდა.

 

როგორც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ მეჭიაურმა განაცხადა, ის მოსამართლის როლს ვერ მოირგებს და ვერ გადაწყვეტს, ვისი პასუხისმგებლობაა არამიზანიმართულად დახარჯული თანხები.

 

მისი შეფასებით, თუ არსებობს ისეთი სტრუქტურები, რომელთა საქმიანობაც არაეფექტურია და მათში დახარჯული ფული არ იძლევა ისეთ ეფექტს, რომელიც  ამ დანახარჯებს ამართლებს, უნდა გაუქმდეს.  


„თუ არსებობს არამხოლოდ ეჭვი, არამედ მტკიცებულება, რომ ამას ვინმე მიზანმიმართულად აკეთებს, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს.  ზოგადად უნდა მოხდეს ყველა სტრუქტურის ისე ფუნქციონირება, რომ მაქსიმალურად მოუტანოს ქვეყანას ეფექტი.  ყველა ის თანხა, რომელიც იყო ბიუჯეტიდან დახარჯული, ჩვენი გადასახადის გადამხდელების თანხები, უნდა იყოს გამოყენებული ისე, რომ მოგვცეს მაქსიმალური ეფექტი. თუმცა, კონკრეტულად  რომელიმე სტრუქტურაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება“,- აცხადებს მეჭიაური.


დეპუტატი ნოდარ ებანოიძე კი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ მსგავსი სტრუქტურების შექმნის წინააღმდეგია. მისი თქმით, ყველა მსგავსი უწყება, რომელიც რაიმეს მხარდასაჭერად იქმნება, არაეფექტურია. პარლამენტის წევრი ამბობს, რომ ზოგადად, ბიუროკრატიული ხარჯები ძალიან დიდია, თუმცა, რომელი უწყებების ხარჯზე უნდა მოხდეს თანხების ოპტიმიზაცია, ამაზე არ უფიქრია.


ჩვენ არ გვაქვს კანონმდებლობაში ეფექტიანობის და ეკონომიურობის ვალდებულებები, ამიტომ ნებისმიერი ხარჯი, რომელიც ხელაწეულია საკრებულოს თუ პარლამენტის მიერ არ არის უკანონო. რომელიმე მუნიციპალიტეტმა რომ დახარჯოს ფული იმაში, რომ უფასო რძე ასვას მოსახლეობას, ეს არ არის უკანონო, უბრალოდ არის უგუნური“,- ამბობს ებანოიძე. 

 




„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი გასაუქმებელია“

„ოლიგოპოლიური ნიშნების მატარებელი, არაფორმალური ჯგუფების გავლენების მიერ მართული ბიზნეს გარემო -ბიზნესომბუდსმენის აპარატი  გასაუქმებელია“
access_time2019-11-11 18:23:03
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ბიზნესომბუდსმენის აპარატი არის გასაუქმებელი - ეს არის ზედმეტი ხარჯი ქვეყნის ბიუჯეტისთვის და “ხელისუფლებასთან საქმის დალაგების” არსის მატარებელი სტრუქტურა - სიმართლე არის ეს! - თუ ქვეყანაში იქნება სამართლიანი, ღია, კონკურენტული გარემო და გამჭვირვალე ეფექტიანი ბიუროკრატია, ბიზნესომბუდსმენები საჭირო არიან - ამის...

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი

„უკვე ვხედავთ მკაფიო ინტერესს პრინციპულად განსხვავებული ბაზრებიდან“ – Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი
access_time2019-11-11 19:30:30
“რუსული ემბარგოსგან გამოწვეული კრიზისი სამწუხაროდ კახეთში ვიგრძენით ძალიან მწვავედ”, აცხადებს Hotel Collection International-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი ქეთი მიქაშავიძე. თუმცა მისივე განმარტებით, ალტერნატიული ბაზრების ჩანაცვლებით სექტორმა გარკვეულწილად დანაკარგის მეტნაკლები დაბალანსება მოახერხა. „წლევანდელ სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი გვქონდა განსაკუთრებული, სხვადასხვა რეგიონში ველოდით უკეთეს შედეგებს ვიდრე სამწუხაროდ მივიღეთ. კახეთში მომუშავე...

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება

„შეზღუდული მანდატის მიუხედავად, ლექვინაძე  მხარეებისთვის სათქმელის სწორად მიწოდებას ახერხებდა“- ბიზნესის შეფასება
access_time2019-11-11 18:30:31
„ბატონ ირაკლი ლექვინაძესთან ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ გვინდოდა მიგვეტანა მივიტანეთ და მან კარგი კომუნიკატორისა და შუამავლის როლი შეასრულა.“ - ასე აფასებს კომპანია „ნატახტარის“კორპორაციულ საქმეთა დირექტორი ნიკიოლოზ ხუნძაკიშვილი ბიზნესობუდსმენის ირაკლი ლექვინაძის განვლილ საქმიანობას ბიზნესომბუდსმენის პოსტზე. როგორც ცნობილია, ირაკლი ლექვინაძემ და მისმა მოადგილემ ლევან...

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს

ილონ მასკი: მთავარი ინჟინერიც რიგითი მუშა უნდა იყოს
access_time2019-11-11 20:30:20
SpaceX და Tesla-ს დამაარსებელი ილონ მასკი სან-ფრანცისკოში  კოსმოსური სტარტაპების გამოფენაზე   სიტყვით  გამოვიდა. ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ს სამხედრო -საჰაერო ძალები და კოსმოსურ ინდუსტრიაში მომუშავე კონსალტინგური კომპანია Starburst Aerospace იყო . გამოფენაში მონაწილეობა  75-მა კოსმოსურმა სტარტაპმა მიიღო , რომელმაც ა თავისი პროდუქცია საინვესტიციო ფონდებს და სამხედროებს...

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა

#იმოგზაურევისოლთანერთად  - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა
access_time2019-11-11 15:00:01
„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედია-ტური გაიმართა. ტურში მონაწილეობა საქართველოში მოქმედი მედია-საშუალებების წარმომადგენლებმა, ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა მიიღეს. მედია-ტური ოთხივე სეზონზე საქართველოში შიდა ტურიზმის ხელშეწყობას და დაცული ტერიტორიების სააგენტოს და „ვისოლ ჯგუფის“ ერთობლივი პროექტის #იმოგზაურევისოლთანერთად ახალი ეტაპის ფარგლებში დაგეგმილი სოციალური მედია გათამაშების...


მსგავსი სიახლეები

up