ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის რეგულაციას გეგმავს – დაკარგავს თუ არა ბათუმი ტურისტულ მიმზიდველობას?

ხელისუფლება სათამაშო ბიზნესის რეგულაციას გეგმავს – დაკარგავს თუ არა ბათუმი ტურისტულ მიმზიდველობას?

access_time2016-02-01 14:30:33

პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ ხდომაზე განაცხადა, რომ ინტერნეტ-კაზინოების საკითხს საფუძვლიანად შეისწავლის და მიიღებს სახელმწფიო გადაწყვეტილებას მის რეგულირებაზე. “ჩვენი წინასწარი მონაცემებით, საკმაოდ დამაზიანებელია ეს ბიზნესი, თუ არ იქნა ძალიან მკაცრი რეგულაციები. მე უბრალოდ მინდა გავერკვე, როგორ შეიძლება ამ ტიპის ბიზნესში მკაცრი რეგულაციების აღსრულება. თუ ჩვენ მივედით იმ დასკვნამდე, რომ ასეთი რეგულაციების აღსრულება ფიზიკურად შეუძლებელი იქნება, შესაძლოა, სხვატიპის ზომებიც მივიღოთ. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საფუძვლიანად შევისწავლით ამ საკითხს და შევეცდებით, რომ ის ზიანი, რომელიც მოქალაქეებისთვის მოაქვს ამ ბიზნესს, თავიდან იქნას აცილებული”, – განაცხადა პრემიერმა.


რაც შეეხება ფიზიკურ კაზინოებს, კვირიკაშვილის თქმით, თუ არის რაიმე ტიპის დამატებითი რეგულაცია საჭირო, მთავრობა ამას შეისწავლის, თუმცა მისი თქმით, ამ ბიზნესს არაფერი უნდა დაემუქროს, რადგან ის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა სასტუმრო და ტურიზმის ინდუსტრიისთვის.


მოახდენს თუ არა კაზინოების დახურვა, ან რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება ბათუმის, როგორც საქართველოს ტურისტული ცენტრის დაკნინებას? ონლაინ აზარტული თამაშებისა და კაზინოები მფლობელები მიიჩნევს, რომ მსგავსი სახის გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შემდგომ უნდა მიიღონ.


ონლაინ აზარტული თამაშების დახურვით, როგორც მათი მფლობელები ამბობენ, ის პირებიც და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდებიან, ვინც იქ მუშაობს. „აჭარაბეთის” დირექტორის პაატა ქუთელიას თქმით, მათთან 160 პერსონალია, რომლებიც კაზინოზე რაიმე სახის შეზღუდვის დაწების შემთხვევაში შემოსავალს დაკარგავენ. სასტუმრო „ინტურისტში” განთავსებულ კაზინოს დირექტორი სათილა ერილმაზის თქმით, უპრიანი იქნება, თუ სახელმწიფო შემოსავლებზე და დასაქმებულ ხალხზე იფიქრებს.


„ჩვენთან 200 ადამიანია დასაქმებული, თუმცა, თუ კანონი შეიცვლება, კაზინოებიც დაიხურება. ჩვენი კაზინო 6 წელია ფუნქციონირებს და მის მოსაწყობად 4 მილიონი ლარი დავხარჯეთ. ჩვენ არ ვიცით რა სანქციებს დაგვიწესებენ ან რა კანონს მიიღებენ, თუ შეზღუდვები დაწესდება, რასაკვიეველია, თანამშრომლების შემცირებაც მოგვიწევს.“



ამჟამად, აჭარაში 10 კაზინო ფუნქციონირებს, აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ 2020 წლის ბოლომდე კიდევ 8 კაზინოს გახსნა იგეგმება. მინისტრის მოადგილე ბესიკ ბოლქვაძე აცხადებს, რომ 2014 წელს ადგილობრივ კაზინოებს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რომელთა 80%-ზე მეტი უცხოელი ვიზიტორია.


„კაზინო-ბიზნესი სათამაშო ბიზნესის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც რეგიონის ეკონომიკისათვის გააჩნია ფისკალური, დასაქმებითი, საინვესტიციო, ტურიზმის ხელშემწყობი და ზოგად ეკონომიკური ეფექტები. კერძოდ, კაზინო სასტუმრო ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი კომპონენტია, რომელიც რეგიონის ტურიზმის სასტუმრო სეგმენტში ინვესტიციების მოზიდვის მთავარი ფაქტორია. 2014 წელს  ადგილობრივ კაზინოებს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ეწვია, რომელთა 80%-ზე მეტს უცხოელი ვიზიტორები შეადგენენ. ამავე წელს, სათამაშო ბიზნესიდან ბათუმის მუნიციპალურ ბიუჯეტში 13,5 მილიონი ლარი შევიდა, ამ შემოსავლის დაახლოებით 70% სწორედ კაზინოებიდან მობილიზდა. საქართველოში, მათ შორის აჭარაში სათამაშო ბიზნესს შემდეგი უპირატესობები გააჩნია, სათამაშო ბიზნესის ხელშემწყობი კანონმდებლობა, ნაკლები რეგულაციები და შეზღუდვები ბიზნესში,  მეზობელ ქვეყნებში არსებული აკრძალვა სათამაშო ბიზნესზე, ლიბერალური სავიზო პოლიტიკა, უსაფრთხო და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. იმ სასტუმროების მფლობელთათვის, რომლებსაც მინიმუმ 100 ნომერი აქვთ, ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში მოქმედებს სპეციალური შეღავათები, კერძოდ, ისინი განთავისუფლებულნი არიან კაზინოს მოწყობის სანებართვო მოსაკრებლისაგან ნებართვის მოპოვებიდან 10 წლის განმავლობაში. ასევე აღსანიშნავია, რომ სათამაშო ბიზნესი განთავისუფლებია დამატებითი ღირებულების გადასახადისგან“.- აცხადებენ სამინისტროში.


ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქში არსებული კაზინოებიდან ბიუჯეტში შემოსული თანხის რაოდენობა შეადგენს 15.2 მილიონ ლარს.


აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მურმან დუმბაძე ამბობს, რომ კაზინოებში ძალიან ბევრი ახალგაზრდა დიდ თანხებს აგებს, რასაც ისინი ფატალურ შედეგებამდე მიჰყავს.


„ეს პრაქტიკულად ქალაქის კატასტროფაა. დახურვა არ ნიშნავს თავისუფლების აღკვეთას, ან ვინმეს გარეკვას. მათ საკანონმდებლო ჩარჩოში მოვაქცევთ. კაზინოებს სახელმწიფოს მხრიდან სერიოზული ჩარევა და რეგულირება სჭირდება. ამ საქმის გამო უამრავი ახალგაზრდა გაკოტრებულია. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და ხშირად ამას ფატალურ შედეგებამდეც მივუყვანივართ.


სათამაშო  ბიზნესიდან შემოსული თანხა ხომ საერთოდ ამორალურია, ცოდვის ფულია, მრავალი ადამიანის დაკარგული ქონებით შემოსული ფული. აშშ-ის შტატ ტეხასში კაზინო არ არის, მის დედაქალაქ ოსტინშიც კი, რადგან მოსახლეობას მიაჩნია, რომ ამორალური ფული მათ ბიუჯეტს არ სჭირდება. არ სჭირდება დანგრეული და გაუბედურებული  ოჯახებიდან წამოსული თანხა. არ სურთ მათ თამაში და არც ასეთი ფული. ცდუნებით მოპოვებული ფული არაფერში ვარგა. როგორც რწმენაში არ უნდა აცდუნო ვინმე, ასევეა სხვა რამეშიც. სათამაშო დაწესებულება ყოველ ნაბიჯზე რომ არის გახსნილი, ცდუნება არ არის? საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ახლოს ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატებიც არ უნდა იყოს განლაგებული.


საერთოდ, ცნობილი ფაქტია, რომ დაბალშემოსავლიანი ფენა, უფრო მეტს ხარჯავს აზარტულ თამაშებში და აგებს კიდეც. რა თქმა უნდა, ყველაფერი ეტაპობრივად უნდა მოწესრიგდეს, აქ რადიკალური ზომები დაუშვებელია. მაგალითად, ჯერ შეიზღუდოს ლიცენზიების გაცემა, რამდენიმე ხანში მოსაკრებელი გაიზარდოს, რამდენიმე წელიწადში კი სულ დაიხუროს. პირველად პრინციპი «სასტუმრო+კაზინო» სასტუმრო «ჰიუსტონის» ქსელმა შემოიღო და ამით გადაარჩინეს საკუთარი ბიზნესი. შემდეგ სამკურნალო წყლის კურორტ ბადენზე დაინერგა და ასე თანდათან გავრცელდა. ამიტომ საჭიროა ეტაპობრივი მიდგომა, ხელის ერთი მოსმით ამის მოშლა არ შეიძლება, გარდამავალი ვარიანტები უნდა შემუშავდეს, დაითვალოს სასტუმროს ხარჯები და შემოსავალი, შეიზღუდოს კაზინოში შემავალი პირები”, – აცხადებს დუმბაძე.


გაზეთი "ბანკები და ფინანსები"




ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს

ქართული არხები ხვალიდან, შესაძლოა, ფასიანი გახდეს
access_time2021-07-31 13:04:25
ხვალიდან, ქართული არხები შესაძლოა, საკაბელო ტელევიზიებისთვის ფასიანი გახდეს. აღნიშნულის შესახებ საკაბელო ტელევიზიების კავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.   კავშირის ცნობით, 2021 წლის ივნისში მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულმა პირებმა მიიღეს შპს “მედია რაითს ჯორჯიას“ წერილი, ტელეარხების - „იმედი“, „ჯიდიეს tv“, „რუსთავი 2“, „პოს tv“, „tv პირველი“, „ფორმულა“, „მთავარი არხის“ ფასიანი ტრანზიტის ხელშეკრულებების გაფორმების მოთხოვნით.   კერძოდ,...

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 5 თვეა ნულოვანი ბრუნვა ფიქსირდება
access_time2021-07-31 12:00:02
საქართველოს ისედაც თითქმის უმოქმედო საფონდო ბირჟა 2021 წელს მთლიანად გაჩერდა. თებერვლის შემდეგ 1 გარიგებაც კი არ შემდგარა. 7 თვის განმავლობაში კი ყველა გარიგების ჯამმა 2453 ლარი შეადგინა, რაც იმდენად ცოტაა, რომ შეიზლება 0-დაც ჩაითვალოს. 2021 წლის ივლისში საქართველოს საფონდო ბირჟის ვებგვერდზე ზოგადი ინფორმაციის ველში წერია, რომ 1-ლი ივლისის მდგომარეობით ბირჟაზე სულ 26 კომპანიის აქციები იყო განთავსებული, რომელთა კაპიტალიზაცია $754 მლრდ-ს აღწევდა, მაგრამ ივნისში დღიური...

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა
access_time2021-07-30 18:00:43
30 ივნისის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებაში 0.47 თეთრით 3.1244-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ასევე გაუფასურდა ევროსთან 1.31 თეთრით 3.7174-მდე, ბრიტანლ ფუნტთან 1.28 თეთრით 4.3670-მდე, თურქულ ლირასთან 0.46 თეთრით 0.3713-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.67 თეთრით 1.8391-მდე, 100 რუსულ რუბლთან 1.88 თეთრით 4.2829-მდე. გამონაკლისი სომხური დრამი აღმოჩნდა 1000 დრამი 2.73 თეთრით 6.4197-მდე...

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს

AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები 1,17 მილიარდ დოლარს, Pfizer-ის კი ათჯერ მეტს აღწევს
access_time2021-07-31 16:00:06
ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული კომპანიის AstraZeneca-ს ვაქცინების გაყიდვებიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2021 წლის პირველ 6 თვეში 1,17 მილიარდი დოლარი შეადგინა. როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ვაქცინების გაყიდვები მეორე კვარტალში მოსალოდნელზე მეტი აღმოჩნდა და 894 მილიონი დოლარი შეადგინა.   როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, კომპანიამ და მისმა პარტნიორებმა მიმდინარე წლის 6 თვეში 700 მილიონი დოზა ვაქცინის რეალიზება მოახდინეს მსოფლიოს 170 ქვეყანაში, მათ შორის 80 მილიონი დოზა...

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა

იანვარ-ივნისში სამშენებლო ნებართვების რაოდენობა 4400-მდე გაიზარდა
access_time2021-07-31 14:00:49
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2021 წლის იანვარ-ივნისში შენობა-ნაგებობის მშენებლობაზე 4400 ნებართვა გაიცა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,5-ით მეტია.   საერთო ჯამში, ნებართვა გაიცა 2955,0 ათასი კვ.მ ფართზე. ეს მაჩვენებელი წინა წელს 14,7%-ით უსწრებს.   აღსანიშნავია, რომ ნებართვების 71,8% მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 47,3%- ქ. თბილისზე, 9% - ქვემო ქართლის რეგიონზე, 8,6% - იმერეთის...


მსგავსი სიახლეები

up