ხელისუფლება ქველმოქმედების წახალისებას იწყებს - ქართველი ბიზნესმენების შეფასებები

ხელისუფლება ქველმოქმედების წახალისებას იწყებს - ქართველი ბიზნესმენების შეფასებები

person access_time2016-06-16 15:30:42

ბიზნესმენები ქვეყანაში ქველმოქმედების წახალისების აუცილებლობას ხედავენ და საკანონდმდებლო ორგანოში დაყენებულ ინიციატივას, რომელიც ქველმოქმედების წახალისებას გულისხმობს, დროულს უწოდებენ.



საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია „ტექნო ბუმის" დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე ამბობს, რომ ვრცლად კომენტარს და შეფასებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც უშუალოდ კანონპროექტს ნახავს და დეტალურად მოახერხებს მის გაცნობას. დღეს კი ზოგადი შეფასებით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ საგადასახადო კუთხით წახალისება ბიზნესს სავარაუდოდ გაააქტიურებს ქველმოქმედების მიმართულებით,, თუმცა, მისივე მტკიცებით, ვისაც ქველმოქმედების სურვილი აქვს, ამას ისედაც აკეთებს.


ქველმოქმედების საგადასახადო კუთხით წახალისებას დროულად და აუცილებლად თვლის ბიზნესმენი ლევან ვასაძეც. „ მიხეილ სააკაშვილმა მოსპო ეგ და უნდა აღადგინონ, კარგი საქმეა. ამით სპორტსაც ეშველება, კულტურასაც და რელიგიასაც. სანამ თვითონ არ გაწვალდნენ, მანამდე ვერ მიხვდნენ, 4 წელია ამას ვეუბნებით"-აცხადებს ვასაძე.


შეღავათების ამოქმედების შემდეგ ქველმოქმედების მიმართულებით ბიზნესის გააქტიურებას პროგნოზირებს კომპანია „ვაკის ხორცპროდუქტების" გენერალური დირექტორი ლევან ჩხაიძე. მისი შეფასებით, ქველმოქმედება რომ მისაღები და კარგია, ეს ცნობილია, მაგრამ თუ ამაში ბიზნესს რაიმე ფორმით შეღავათი ექნება, მისასალმებელია.

 



საქველმოქმედო ფონდ „იავნანას" აღმასრულებელი დირექტორი გურამ ახალაია აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოცდილებით,ქველმოქმედებაზე დაწესებული საგადასახადო შეღავათები ბიზნეს გააქტიურებს და დახმარების სურვილს გაუჩენს. საბოლოო ჯამში კი ეს გაჭირვებულ ადამიანებზე აისახება.



ახალაიას განცხადებით, ფონდი „იავანანა" საქველმოქმედო საქმიანობას 13 წელია ეწევა, შესაბამისად, იმის თქმა, რომ ამ ხნის განმავლობაში ბიზნესი პასიური იყო, არ იქნება სწორი.
„ჩვენი ფონდის ურთიერთობიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ბიზნესი დღეს ქველმოქმედების მიმართულებით აქტიურია. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ამაში მონაწილეობს როგორც მსხვილი, ისე მცირე და საშუალო ბიზნესიც"-აცხადებს ახალაია.


მისივე განმარტებით, 2004 წლიდან დღემდე ქველმოქმედი ბიზნესკომპანიების რიცხვი მცირედით, მაგრამ მაინც იზრდება. „თავიდან, როდესაც ფონდი დაფუძნდა, ყველას ვატყობინებდით ამის შესახებ, მერე უკვე კომპანიები თავად გვიკავშირდებოდნენ და ქველმოქმედებას გვთავაზობდნენ"-აცხადებს ახალაია.

 

ახალაია ცვლილების ძალაში შეცვლის შემდეგ შესაძლო რისკებზეც საუბრობს. მისი თქმით, მუდმივად ამაზე იყო და არის საუბრები, რომ შესაძლოა ამ ცვლილებით ვინმემ ცუდად ისარგებლოს. თუმცა ამისგან არცერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული და ამ რისკის გამო კანონის არ ამოქმედება არასწორი იქნება. ახალაია ამბობს, რომ საქართველოში ბიზნესი იმდენად განვითარდა, რომ ეს რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი.

 

შეგახსენებთ, ფილანტროპიის და ქველმოქმედების განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად "ფილანთროპიის, ქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს დეპუტატებმა ზვიად კვაჭანტირაძემ და გუგული მაღრაძემ შესთავაზეს.



კანონპროექტი ითვალისწინებს ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორცილებელი სუბიექტებისთვის სტიმულირების მიზნით საგადასახადო შეღავათებს. კერძოდ, ფილანტროპიული და საქველმოქმედო საქმიანობის განმახორიციელებელი სუბიექტის მოგება, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული მოგების გარდა, მოგების გადასახადისგან თავისუფლდება. საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის მიერ საქმიანობის (ღონისძიების) შედეგად მიღებული თანხების გადაცემა შემდეგი ფიზიკური პირებისთვის: სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედებისთვის, ობოლი და მარჩენალდაკარგული პირებისთვის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, სტიქიური უბედურების, ავარიების, კატასტროფების, ეპიდემიების ან/და ეპიზოტიების, ომის და შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დაზარალებული პირებისთვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირებისათვის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრებისათვის, მძიმე და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისათვის.


კანონპროექტით გათვალისწინებულია სხვა შეღავათებიც.


 



კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა

კომპანიას, რომელიც ჯარისკაცებს საკვებით ამარაგებდა, ხელშეკრულება შეუწყდა
access_time2021-02-26 16:06:22
კომპანია "ნიმა", რომელმაც სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღორის ხორცით მომარაგებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა, ხელშეკრულება შეუწყდება.   მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობაა.   "სსიპ „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ მიერ ღორის ხორცის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ნიმა “, რის შემდეგაც აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება. კომპანიამ ვერ...

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია

ყველაფერი დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის  ქვეყანაში, ეკონომიკის მეტი ვარდნა რომ არ გვაქვს, მიკვირს- გიორგი ქობულია
access_time2021-02-26 14:59:30
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია „ბიზნესპარტნიორთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს აფასებს, რომლის მიხედვითაც, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა.   მისი განცხადებით, ეკონომიკის შემცირება ბუნებრივი პროცესია იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკა გაჩერებულია. „როდესაც ტურისტი არ შემოსულა ქვეყანაში, რომლის ეკონომიკის უზარზარი წილი ტურიზმზე დგას, გასაკვირია? რესტორანი არ მუშაობს, მაღაზია დაკეტილია, ტურისტი არ...

როდესაც წელს -11%-იანი ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ - ზვიად ხორგუაშვილი

როდესაც წელს -11%-იანი  ეკონომიკური ვარდნით ვიწყებთ, არავის ჰქონდეს ილუზია, რომ კრიზისის შემდეგ 7-8%-იანი ტემპი გვექნება.“ -  ზვიად ხორგუაშვილი
access_time2021-02-26 14:00:08
„იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებული ვიყავით, ასეთი ეკონომიკური ვარდნა მოსალოდნელიც იყო და დიდი ალბათობით ეს ტენდენცია თებერვალშიც გაგრძელდება. შესაძლოა როგორც იანვარში გვაქვს ეს არ იყოს ორნიშნა რიცხვი, მაგრამ კლების ტენდენცია გარდაუვალია – ასე გამოეხმაურა ფინანსისტი ზვიად ხორგუაშვილი იანვარში ეკონომიკის 11%-ით შემცირებას. მისი განცხადებით, როდესაც 2020 წელი  6%-იანი...

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა
access_time2021-02-26 11:22:05
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შემცირდა,- ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ განაცხადა.   „დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2021 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 11.5%-იანი ვარდნა “, - აღნიშნა გოგიტა თოდრაძემ.   მისივე განცხადებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის...

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია

ინვესტიციებს არავინ ჩადებს არასტაბილურ გარემოში, სადაც ცალკეული ინსტიტუტების ჩამოშლის მუდმივი მდელობებია- თემურ ბასიალია
access_time2021-02-26 11:00:14
„ბუნებრივია, არასტაბილურ გარემოში ინვესტიციებს არავინ ჩადებს, ეს კი სერიოზულ დარტყმას აყენებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელიც ისედაც რთულ ვითარებაშია კოვიდის გამო,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველმა თემურ ბასილიამ ისაუბრა. პოლიტიკური დაძაბულობა საქართველოში ამერიკაში...


მსგავსი სიახლეები

up