ხელისუფლება პრობლემურ სახელმწიფო ქონებას იშორებს

ხელისუფლება პრობლემურ სახელმწიფო ქონებას იშორებს

access_time2020-02-12 13:30:46

სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხი უკვე რამდენიმე წელია აქტუალურია, თუმცა ოფიციალურად დღის წესრიგში ეს საკითხი გასული წლის მიწურულს დადგა. როდესაც ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო სახელმწიფო ქონების პირივატიზების ახალი ტალღა, “100 შეთავაზება ბიზნესს”. პროგრამის ფარგლებში სულ მცირე 100 ელექტრონული აუქციონი იმართება, სადაც შეთავაზებული აქვს ბიზნესს სხვადასხვა სახის სახელმწიფო ქონება, სხვადასხვა სახის საინვესტიციო ვალდებულებებით. როგორც პროგრამის სახელიდანაც ვხვდებით სახელმწიფოს სულ 100 ერთეული სახელმწიფო ქონება აქვს საპრივატიზაციოდ გამოტანილი.


რაც შეეხება ქონების ტიპებს ესენია, როგორც მიწის ნაკვეთები, შენობა ნაგებობები და სასაწყობე მეურნეობები, ისე საავადმყოფოები და აგარაკები. საპრივატიზაციო ქონების ჩამონათვალშია, თბილისში აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ე.წ. “მიხაელოვის სავადმყოფოს” ყოფილი შენობაც. სახელმწიფომ ამ შენობის გაყიდვა უკვე არაერთხელ სცადა, თუმცა უშედეგოდ.


პირველად საავადმყოფოს გაყიდვაზე ჯერ კიდევ 2013 წელს, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი საუბრობდა. როგორც კვირიკაშვილი ამბობდა, ინვესტორები უკვე მოძიებული იყვნენ და ისინი ძალიან მალე დაიწყებდნენ სახელმწიფოსგან საავადმყოფოს გამოსყიდვის პროცესს. რის შემდეგაც საავადმყოფოს შენობის ადგილას მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი განთავსდებოდა. თუმცა, ეს განცხადება განცხადებათვე დარჩა და არც ინვესტორები გამოჩენილან დღის სინათლეზე. თუმცა, 2015 წელს სახელმწიფომ საავადმყოფოს შენობის გაყიდვა მაინც შეძლო.


ყოფილი “მიხაელოვის საავადმყოფო” 4 მლნ დოლარად კომპანია “აღმამ” შეიძინა. მაშინ ინვესტორი ვალდებული იყო აღნიშნულ ობიექტში არანაკლებ 200-ოთახიანი, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო და სამორინე განეთავსებინა. კომპანიას სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის დასაწყისისთვის უნდა დაეწყო, თუმცა იმავე წლის ბოლოს “აღმას” ქონება ჩამოერთვა. როგორც მაშინ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოში განმარტავდნენ, კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა, ვერ წარადგინა საბანკო გარანტია, არ გადაიხადა არც საპრივატიზაციო საფასური, რის შემდეგაც ობიექტი კვლავ სახელმწიფო ბალანსზე გადავიდა. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე გაჟღერდა საავადმყოფოს გასხვისების შესახებ, თუმცა არც ეს მცდელობები გამოდგა შედეგიანი.



ამჯერად სახელმწიფო საავადმყოფოს შენობის გასხვისებას, “100 შეთავაზება ბიზნესის” პროექტის ფარგლებში ცდილობს. თუმცა, ამჯერად განსხვავებული საპრივატიზაციო პირობებით. აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, აქამდე არსებული, რამდენიმე მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზი, სწორედ ინვესტორებისთვის არახელსაყრელი პირობები გახდა.


ამ პრაქტიკის გათვალისწინებით, სახელმწიფომ საავადმყოფოს ყოფილი შენობის გასხვისების პირობები შეცვალა და თუ აქამდე ჩატარებულ აუქციონზე საინვესტიციო ვალდებულება არანაკლებ 100 მლნ ლარს შეადგენდა, ახლა იგი 40 მლნ ლარამდე შემცირდა. შეიცვალა ასევე ზოგადი პირობებიც, კერძოდ თუ წინა აუქციონის მიხედვით, ინვესტორი ვალდებული იყო, ტერიტორიაზე განეთავსებინა არანაკლებ 200 ნომრიანი სასტუმრო ან მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც იქნებოდა 100-ნომრიანი სასტუმრო, კომერციული ფართები და კვების ობიექტები, ახლა ეს ვალდებულება აუქციონში არ დევს. უფრო ზუსტად, ახალი პირობის მიხედვით, ინვესტორი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 თვის ვადაში მოაწყოს ობიექტები (მათ შორის, სასტუმრო, ოფისები), თუმცა რამდენი ნომერი იქნება სასტუმროში და ა.შ. დაზუსტებული არ არის. ამის მიუხედავადაც ჯერ-ჯერობით სახელმწიფომ ამ ქონების პრივატიზება ვერ მოახერხა.


კიდევ ერთი ქონება რომელსაც სახელმწიფო ზემოთ ხსენებული პროგრამის დახმარებით ასხვისებს, არის წყნეთის სამთავრობო აგარაკები. თუმცა, თუ აქუციონის შედეგებს ჩავხედავთ ვნახავთ, რომ არც ამ ლოტის მიმართ გამოუხატავთ ინტერესი ინვესტორებს. ღია ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა და 2020 წლის 22 იანვარს, ისე დასრულდა, რომ აუქციონში მონაწილეობა არავის მიუღია.


ქონების საწყისი ფასი 55 710 287 ლარი იყო, საინვესტიციო პირობებით, მყიდველი ვალდებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 36 თვეში აგარაკის მთლიან ტერიტორიაზე ან მის ნაწილზე აეშენებინა სასტუმრო, ასევე მყიდველს შეეძლო, არსებული შენობების დემონტაჟი ან რეკონსტრუქცია. განსახორციელებელი ინვესტიცია კი, არანაკლებ 20 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 წლის განმავლობაში გადაცემულ ქონებაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა, ხოლო არსებული შენობების საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელი იყო.


თუმცა, საგულისხმოა ის გარემოება, რომ “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” – პროექტის დაწყებიდან დღემდე სახელმწიფომ უკვე 40-მდე ობიექტი გაასხვისა და ბიუჯეტში 50 მილიონამდე თანხაა მობილიზებული. მიმდინარე წელს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ინიციატივით პროექტს კიდევ 10 საპრივატიზაციო ობიექტი დაემატა.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up