„ხელისუფლება,მოსახლეობა და ბიზნესი ფულს კარგავს, ბანკები მდიდრდებიან“ - ოქრიაშვილი გილაურის ანტიკრიზისულ გეგმაზე

„ხელისუფლება,მოსახლეობა და ბიზნესი ფულს კარგავს, ბანკები მდიდრდებიან“ - ოქრიაშვილი გილაურის ანტიკრიზისულ გეგმაზე

access_time2020-03-26 15:00:11

„ნიკა გილაურის ანტიკრიზისულ გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობას შესთავაზა ეკონომიკური შოკის შესამსუბუქებლად საერთო ჯამში არ ვარგა, რადგან მხოლოდ საბანკო სექტორის ინტერესებს ითვალისწინებს, მგონია რომ ერთ-ერთ ბანკში დაიწერა. დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საბანკო სექტორს არაფერი უნდა შეეხოს, მაგრამ ეკონომიკის რეალურ სექტორს თუ შეეხება, არაუშავს იმას დაეხმარებიან. რატომ არ უნდა შეეხოს საბანკო სექტორს? ყველაფერი უნდა ჩამოიშალოს და საბანკო სექტორს არც კი უნდა შეეხოს?“ , - ასე აფასებს ექს-პრემიერ მინისტრის მიერ მომზადებულ დოკუმენტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა ოქრიაშვილი.


„პსპ“-ს დამფუძნებელი აცხადებს, რომ „Reformatics“-ის მიერ მომზადებული ანტიკრიზისულ გეგმაში ცალკეული პუნქტები მოსწონს მაგალითად, კერძო-საჯარო პარტნიორობის პროექტები (PPP), საგადასახადო წნეხის დროებით შემსუბუქება და ა.შ. თუმცა მთლიანობაში დოკუმენტი მისთვის მიუღებელია:

 

„გილაურის მიერ მომზადებულ ანტიკრიზისულ გეგმაში ვკითხულობთ - „მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად ეროვნული ბანკი სთავაზობს 75-80%-იან გარანტიას ყველა ახალ სესხს ლარში, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესი აიღებს შემდეგი 6 თვის მანძილზე“, ამას მოსდევს მეორე პუნქტი - „ასეთი ტიპის გარანტია უნდა მოქმედებდეს მიზანმიმართულად, მხოლოდ ეკონომიკური აქტივობისთვის და არა სავალუტო ოპერაციებისთვის და ეს ბანკებმა უნდა გააკონტროლონ“, - რანაირად უნდა გააკონტროლონ ბანკებმა ეკონომიკის რეალური სექტორი?



ზუსტად ნიკა გილაური იყო მაშინ პრემიერი, როდესაც ბანკებმა არაფინანსურ სექტორში დროებით ოპერირების უფლება მიიღეს, რა დროსაც წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი და ბანკებმა დაიწყეს თავისი კლიენტების ჩაყლაპვა, საქართველოს ეკონომიკა კი გააჩერეს. სწორედ ამიტომაა 5 %- იანი ეკონომიკური ზრდა რომ გვაქვს, ბოლო წლების განმავლობაში კი 8%-იან ზრდაზე ნაკლები არ უნდა გვქონოდა.პროცესები მომავალშიც გაგრძელდა და ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი „გააპრავა“.


სხვა პუნქტები მომწონს, მაგრამ ეს კლიშე მთლიანად მორგებულია ბანკებზე. საშემოსავლო გადასახადს თუ შევამცირებთ 50 %-ით კი ბატონო კომპანიებს მისცემს მთავრობა შეღავათებს, სამაგიეროდ, ამ ფულს ბანკი შეიწოვს , ანუ ხელისუფლება კარგავს ფულს, მოსახლეობა კარგავს ფულს, ბიზნესი კარგავს ფულს ბანკები მდიდრდებიან. სოციალურ პოლიტიკურ ნაწილში შეღავათები უნდა მივცეთ ხალხს,იმიტომ, რომ ბანკებმა უფრო მეტი ამოიღონ და მცირე ბიზნესი აკონტროლონ.ეს არის დოკუმენტის მთელი არსი. ადამიანზე კი არ ფიქრობს, ფიქრობს იმაზე, რომ ადამიანს თუ გაუჭირდა ბანკს ფულს ვერ გადაუხდის. ამიტომ მთავრობას ეუბნება ადამიანებს მიეცით შეღავათები, რომ ბანკმა ამ ადამიანისგან უფრო მეტი ფული ამოიღოს, თუნდაც სამით თვის შემდეგ“,- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up