ხელისუფლება დიქტატორულ გზას დაადგა - მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

ხელისუფლება დიქტატორულ გზას დაადგა - მწერლები და გამომცემლები საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

access_time2021-02-23 21:00:00

ქართველი მწერლები და გამომცემლები „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს და საერთაშორისო საზოგადოებას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, უცხოელ კოლეგებსა და საქართველოს მეგობრებს მიმართავენ. განცხადება „პენ ცენტრისა“ და „საქართველოს წიგნის გამავრცელებელთა ასოციაციის“ სახელით არის დაგზავნილი. მიმართვას უერთდებიან ათეულობით ადამიანი, მათ შორის მწერლები.


„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება დიქტატორული მმართველობის გზას დაადგა და სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაციის შემდეგ, პოლიტიკური მოწინააღმდეგების დევნა და დაპატიმრება დაიწყო. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ასეთი პროცესები, საქართველოს ჩამოშორება დემოკრატიული განვითარების გზას და ქვეყნის დასავლური კურსის ღალატი, მხოლოდ რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებში შედის და მათი უშუალო მონაწილეობით ხორციელდება.


ქართველი მწერლები და გამომცემლები მოგმართავთ ყველას, ჩვენს მეგობრებსა და გულშემატკივრებს, გაიაზროთ საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას და კიდევ ერთხელ გამოხატოთ სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩვენი სამართლიანი ბრძოლისადმი, რომელიც მიმართულია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვისაკენ!“ - ვკითხულობთ განცხადებაში.


ოპოზიციური პარტიის ლიდერი ნიკა მელია 23 თებერვალს, დილას, 10 საათამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში საპოლიციო ძალებმა დააკავეს. მის დაკავებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება.



შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაავალა ნიკა მელიასთვის 17 თებერვალს შეფარდებული პატიმრობის გადაწყვეტილების აღსრულება.


საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს და კონსტიტუციური წესრიგი სწრაფად აღდგეს.



www.radiotavisupleba.ge







დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-03-04 21:30:17
დღის Top 10 საინტერესო ამბავი:   1. გაზრდილი ფასები და შემცირებული მომხმარებელი - ბათუმის რესტორნებს მოგებაზე გასვლა აგვისტომდე შეუძლებლად მიაჩნიათ   ბათუმში რესტორნების შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა, კვების ობიექტებს...

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა

ბათუმის დინამო ყველაზე ძვირად ღირებულია! ქართულ ლიგაში მოთამაშის საშუალო ფასი 138 ათასი ევროა
access_time2021-03-04 21:00:45
„ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის გუნდების ჯამური ფასები განაახლა და ცნობილი გახდა, რომ გერმანული ინტერნეტ-პორტალის შეფასებით, მთავარი ქართული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული კლუბი ბათუმის „დინამოა“. საქართველოს ვიცე-ჩემპიონის მოთამაშეების ჯამური ფასი 5,1 მილიონი ევროა. ყველაზე ნაკლები ჯამური ღირებულება კი „სამტრედიას“ აქვს. ბათუმის დინამო ასევე ლიდერობს მოთამაშეთა...

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?

Huffington Post: რამდენად ეფექტურია სანქციები რუსეთის წინაამღდეგ?
access_time2021-03-04 19:00:00
22 თებერვალს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები მიიღეს, ხოლო მარტში ევროგაერთიანების სამიტზე მოსკოვთან ურთიერთობების საკითხის განხილვა იგეგმება.   კრემლის მიმართ სტრატეგიის გამომუშავების პროცესში აუცილებელია შეკითხვის დასმა - რამდენად ეფექტურია ევროპის ანტირუსული სანქციები?   2014 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო მოსკოვის წინაამღდეგ საკმაოდ მკაცრი ზომები მიიღო,...

რა მოელის წვეულებების კულტურას?

რა მოელის წვეულებების კულტურას?
access_time2021-03-04 20:00:14
„წვეულებებს ბოლო მოეღო“ - განაცხადა საფრანგეთის ერთ-ერთი რეგიონის პრეფექტმა პიერ პუესელმა პანდემიის გამო კომენდანტის საათის შემოღების დროს.   არის თუ არა ეს სიმართლე? რამდენად შეცვალა პანდემიამ ევროპის ღამის ცხოვრება?   ვითარების თუნდაც მოკლე და ზედაპირული ანალიზი ამ სიტყვებს ადასტურებს. კლუბები და ბარები დაკეტილია, მათი გახსნის ვადა კი გაურკვეველი რჩება. საფრანგეთის დასასვენებელი ადგილების და ღამის კლუბების ასოციაციის ცნობით, ქვეყანაში 430 ღამის კლუბი...

აფბა - ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს

აფბა -  ესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით რეალურ სურათს არ ასახავს
access_time2021-03-04 17:30:18
არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში“ -  აფბა მიაჩნიათ, რომ ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორის (ესკო) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, იმპორტირებული ელექტროენერგიის ტარიფებთან დაკავშირებით, ვერ ასახავს რეალურ სურათს და იგი ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამის თაობაზე აფბას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. ახალგაზრდა ფინანსისტებს მაგალითად მოჰყავთ თებერვლის თვე, როდესაც ესკოს მონაცემებით...


მსგავსი სიახლეები

up