„ხელისუფლება ბევრ გაურკვეველ ნაბიჯს დგამს - ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის მიერ კრიზისის მართვის პროცესები მთლიანად ჩამოშლილია“

„ხელისუფლება ბევრ გაურკვეველ ნაბიჯს დგამს - ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთავრობის მიერ კრიზისის მართვის პროცესები მთლიანად ჩამოშლილია“

access_time2020-04-23 10:00:05

„ამ მომენტისათვის სრული ქაოსია და დაბნეულობა. ხელისუფლება ბევრ გაურკვეველ ნაბიჯს დგამს, სწორედ ამიტომ, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობის კრიზისის მართვის პროცესები მთლიანად ჩამოშლილია“, - ასე აფასებს მთავრობის მუშაობას ეკონომისტი აკაკი ცომაია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა საგანგებო მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებს თავს ვერ ართმევს. ეკონომიკის ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ძალიან ბევრი ნაბიჯი გაუაზრებელია, და  ეკონომიკაზე უარყოფითად მოქმედებს. აკაკი ცომაიას განმარტებით, მმართველი გუნდის წევრები ვერ ასაბუთებენ, რას ემსახურება მათ მიერ გადადგმული ეს ნაბიჯები.  

 

„ძალიან ბევრი რამ უცნობია, როგორც ჩემთვის ისე საზოგადეობის დიდი ნაწილისათვის. უცნობია ამ საგანგებო მდგომარეობაში რა არის საქართველოს მთავრობის საგანგებო მდგომარეობის გეგმა. უბრალოდ ვიცით ,რომ 2-3 კვირაში, ზოგჯერ 4-5 კვირაში ველოდებით ვირუსის პიკს, ყოველდღე მხოლოდ ეს გვესმის მაგრამ, არ გვაქვს ინფორმაცია რაიმე გათვლების ან სტატისტიკის შესახებ, რამდენი იქნება ეს პიკი და რას ეფუძნება ინფორმაცია. ასევე ჩვენთვის უცნობია რატომაა დაწესებული ზოგიერთი ისეთი შეზღუდვა, რომელიც მიგვაჩნია, რომ უბრალოდ ეკონომიკას ახშობს და სხვას არაფერს აკეთებს. ანუ არ ახდეს იმის პრევენციას, რისიც გვეშინია, რომ საავადმყოფოები პაციენტებით გადაივსება. მაგალითად, ონლაინ ვაჭრობით შეზღუდვა როგორ  ახდენს პრევენციას მაშინ, როდესაც ისეთ დახურულ სივრცეებში როგორიც არის დიდი სუპერმარკეტები,დაინფიცირების უფრო მაღალი ალბათობაა. ონლაინ ვაჭრობის დროს სოციალური დისტანცია უფრო უზრუნველყოფილი არ არის? რას ემსახურება ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა? როგორ იცავს ის ფაქტორი, რომ ერთ ავტომობილში სამ ადამიანზე მეტი ვერ ჯდება?“, - განმარტავს აკაკი ცომაია.

 

ეკონომისტი აცხადებს, რომ ხელისუფლება ცუდი მმართველია ყველგან და ყველაფერში. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა იმან, რომ დღეს საქართველოს მთავრობა  საზოგადოებრივი ჯანდაცვის რისკებს ვერ მართავს.

 

„ადამიანები, როდესაც ვმოქმედებთ და გარკვეულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რისკებს ვანაწილებთ და ვცდილობთ, რომ ვმართოთ.  მაგალითად, ვაზღვევთ ჩვენს ჯანმრთელობას ან ავტომობილს და ასეთი ცხოვრებისეული რისკი ძალიან ბევრია. თუ გვაქვს მოლოდინი, რომ მომავალში შემოსავლები შეგვიმცირდება, თადარიგს ვიჭერთ და ხარჯებს დღესვე ვამცირებთ. საზოგადობრივი ჯანდაცვის რისკები არ წარმოადგენს თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობას, ეს ხელისუფლებას გადავაბარეთ. რა უნდა ქნას ხელისუფლებამ? საზოგადობრივი სიკეთე, რომელსაც მოსახლეობა ქმნის და ანაწილებს მთავრობა, ნაწილი უნდა გადადოს და ცუდი პერიოდისთვის გამოიყენოს, როგორც ამას მოქალაქეები ვაკეთებთ.  ამ დროს რა გააკეთა ხელისუფლებამ? მათ არ ჰქონდათ საკმარისი რაოდენობის სამედიცინო აღჭურვილობა(მთელ მსოფლიოში ესე მოხდა), არ ჰქონდათ  ნათლად ჩამოყალიბებული გეგმა, პროტოკოლი როგორ უნდა იმოქმედოს პანდემიის დროს სისტემამ, როგორ უნდა მოემზადოს, როგორ უნდა განხორციელდეს პროცესი და ამაზე ექიმები ძალიან კარგად საუბრობენ. მთავარი სოციალური ნორმების დისტანციის დაცვაც  კი დროულად ვერ მოხერხდა. ხელისუფლება რას აკეთებდა პანდემიამდე, საგანმანათლებლო ღონისძიებებს რატომ არ ატარებდა სისტემატურად. ეს მიუთითებს იმაზე თუ რამდენად ცუდი მმართველია ხელისუფლება, მათ შორის ამ რისკების“, - განმარტავს ექსპერტი.


 

ცომაია მიიჩნევს,რომ დღევანდელი რეალობა მივიღეთ იმის შედეგად, რომ თავის დროზე არ იქნა ბევრი რამ გათვალისწინებული. მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობის დაგვიანებული ქმედებების გამო უწევს ახლა მოსახლოებას მკაცრი შეზღუდვების პირობებში ცხოვრება.

 

„რამდენად რელევანტურია შეზღუდვები იმ მოლოდინის რომელიც გვაქვს? რამდენად შეიძლება გაიზარდოს დაინფიცირებულთა რიცხვი და რამდენად არის ჯანდაცვის სისტემა მზად იმისათვის, რომ გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს ამაზე პასუხი არ გვაქვს. გვეუბნებიან, რომ 2 000 პაციენტამდე მკურნალობის შესაძლებლობა აქვთ. არ ხდება ადამიანების მასობრივი ტესტირება, რომ დავადგინოთ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით რამდენია დაინფიცირებული ადამიანი, რამდენი იქნება მძიმე, საშუალო და მსუბუქი პაციენტი და ამის მიხედვით ვმართოთ პროცესი. უნდა ვიცოდეთ ამბულატორიებზე რა დაწოლა იქნება და რა შეიძლება იყოს საავადმყოფოებში ნაკადი, ამის შესახებ არაფერი ისმის. მხოლოდ რაღაც მრუდს ვხედავთ, რომელიც საერთოდ არაფერს გვაძლევს და არ შეესაბამება იმ ტრენდს, რომელიც სხვა ქვეყნებშია“, - განმარტავს აკაკი ცომაია.

 

ეკონომიკის ექსპერტი აცხადებს, რომ მთლიანი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად ჩავკეტოთ და დავაპაუზოთ ეკონომიკა. მისი განმარტებით, ველური ნაბიჯის ხარჯზე ხდება ინფიცირებულთა რაოდენობა ზრდის მოთოკვა. ცომაია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ არავინ ამბობს, სანამდე უნდა გაგრძელდეს ეს პროცესი.

 

„ცხადია თუ ჩავიკეტებით და ესე ვიქნებით დიდი ხნის განმავლობაში, სავარაუდოდ, გავრცელების მასშტაბი მცირე იქნება, ხოლო როგორც კი გავიხსნებით ისევ დაიწყება ვირუსის გავრცელება. ოდესღაც ხომ უნდა დადგეს ეს მომენტი და როდესაც ეს მომენტი დადგება, ხომ უნდა არსებობდეს მკაფიო გეგმა კრიზის იმ მართვისა როგორც ამას გერმანია აკეთებს. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება სანამ სხვა საშუალებები გამოჩნდება, სხვა ალტერნატივა არ არის. მე ვერ ვხედავ რაიმე ნათელ წერტილს ხელისუფლებაში და არ მჯერა მათი ნათელი გონების, რომ შემუშავებული აქვთ რაღაც ძალიან კარგი სამოქმედო გეგმა და 22 მაისს სინათლეზე გამოიტანენ რა დროსაც პასუხი გაეცემა ყველა იმ შეკითხვას რომელიც გვაქვს“, - განუცხადა „კომერსანტს“ აკაკი ცომაიამ.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up