მიმდინარეობს საქართველოდან ამერიკული ინვესტიციების ამოძირკვა - Frontera სენატორების წერილს აფასებს

მიმდინარეობს საქართველოდან ამერიკული ინვესტიციების ამოძირკვა - Frontera სენატორების წერილს აფასებს

access_time2020-05-16 16:00:41


ნავთობკომპანია „ფრონტერას“ დირეტქორმა ზაზა მამულაიშვილმა კონგრესმენების წერილი შეაფასა. კომერსანტთან საუბარში მან განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობას და აშშ-ს პოლიტიკოსებს შეუქმნას ილუზია, რომ ქვეყანას ამერიკულ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს.  მისი თქმით, ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, საქართველოში მოქმედი 276 ამერიკულ კომპანიის შესახებ, ყალბია.


„მიმდინარეობს საქართველოდან ამერიკული ინვესტიციების ამოძირკვა. ხელისუფლება ავრცელებს ყალბ ახალ ამბებს, თითქოს საქართველოში 276 ამერიკული კომპანია მუშაობს, ეს არის სიცრუე. სიცრუეში უნდათ რომ ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა და პოლიტიკოსები შეერთებულ შტატებში, იმ მიზნით, რომ თითქოს მჭიდრო ურთიერთობა აქვთ ამერიკულ ბიზნესთან. სინამდვილეში ერეკებიან, ავიწროვებენ და დევნიან ნებისმიერ ამერიკულ ინვესტიციას საქართველოში, სწორედ ამიტომ აიმაღლა ხმა აშშ-მ, საქართველოს ხელისუფლების ეს ქმედებები, არ შეუწყობს ხელს დემოკრატიის, ეკონომიკის განვითარებას და ქართველი ხალხის კეთილდღეობას,“- ამბობს ზაზა მამულაიშვილი.

 

მისი განცხადებით, საქართველოდან ამერიკული კომპანიების გაძევების ტენდენცია 2013 წლიდან დაიწყო, რისი მიზეზიც გახდა, კონგრესმენების მხრიდან ინიცირებული სამართლიანი ბიზნეს-პრაქტიკის სანქცირების აქტი.



„აქტის ინიცირების მიზეზი ჩვენს ქვეყანაში ამერიკული კომპანიების დევნაა. ეს სენატორები და კონგრესმენები დიდი ხანია იცნობებ ჩვენს საქმიანობას, ისინი მხარს უჭერენ საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას. მათთვის, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არ რჩება აქ განვითარებული მოვლენები. საკმაოდ შემაშფოთებელი ტონი ჩანს მათ წერილში. სახელმწიფო განაგრძობს ძალადობას, მათ სურთ რომ წაგვართვან ეს პროექტი. თუ კი ეს ტენდენცია რადიკალურად არ შეიცვალა იმ წერილში სხვა კომპანიებიც მოხვდება მომავალში.  რომელ კომპანიას გაუჩნდება სურვილი, იმუშაოს ისეთ ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებაც მტრულად არის განწყობილი ამერიკული ინვესტიციების მიმართ. მე შემთხვევით არ ვიყენებ სიტყვას -  მტრულად.  აშშ-ს უამრავ დოკუმენტში სწორედ ამ სიტყვით არის აღწერილი ის დამოკიდებულება და განწყობა, რომელიც გააჩნია საქართველოს ხელისუფლებას ამერიკული კომპანიების მიმართ.


თუკი ვინმეს უნდოდა და აინტერესებდა ინვესტიციების განხორციელება საქართველოში აშშ-დან, რა თქმა უნდა, დაფიქრდება და დიდი ალბათობით გადაიფიქრებს. პოსტპანდემიურ პერიოდში ეს საკითხი აქტუალობას კიდევ უფრო მეტად იძენს, ჩვენთვის თითოეული დოლარი და ლარია სანთლით საძებნელი. ასეთ დროს კი, ნაცვლად იმისა,რომ ყველაფერს აკეთებდეს ხელისუფლება ინვესტიციების მოსაზიდად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად, პირიქით, არსებულსაც დევნის,“- აღნიშნავს ზაზა მამულაიშვილი.

 

მარიამ მორგოშია

თეგები:
ფრონტერა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up