ხელისუფლება არ ელოდა, რომ ქვეყანაში ზამთრის სეზონი დადგებოდა

ხელისუფლება არ ელოდა, რომ ქვეყანაში ზამთრის სეზონი დადგებოდა

access_time2020-01-07 09:50:09

„გაერთიანებული წყალომარაგების კომპანიის“ ხელმძღანელი ეკატერინე გალდავა გაუშვეს, ინფრასტრუქტურის მინისტრი გუდაურში ჩადის. „ქართული ოცნების“ სტილი გახდა, რომ სანამ ურემი არ გადაბრუნდება, მანამდე პრობლემას ვერ ამჩნევენ.


ჯერ კიდევ 2012 წელს მსოფლიოში დამკვიდრდა ცნება - Overtourism, რაც ტურისტების სიჭარბის და მათგან გამოწვეული პრობლემების გლობალურობის გამოსახატავად გამოიყენება. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ 2012-ამდე არ ყოფილა იმდენი პროტესტი ტურისტებთან მიმართებაში ადგილობრივებისგან, რამდენიც ბოლო წლებია ჟღერდება. მაშინ, როცა მსოფლიო ამ მზარდ საერთაშორისო პრობლემასთან გამკლავებას სხვადასხვა გზებით ცდილობს, აწესრიგებს ინფასტრუქტურას, პოულობს ალტერნატიულ გზებს უცხოელი სტუმრების სათანადოდ  დასახვედრად, საქართველოში 9 მილიონი ტურისტის ჩამოსვლა მიღწევაა, რომელსაც ტურიზმის არაერთი ექსპერტის შეფასებით დროული რეაგირება და მსოფლიო პრაქტიკიდან გარკვეული გაკვეთილების ათვისება სჭირდება, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ მთის კურორტებისთვის 2019-2020 წლის ზამთრის სეზონი ინფრასტრუქტურული კოლაფსით დაიწყო.


2020-ის დასაწყისია და ზამთრის ოლიმპიადის მასპინძელი და „ალპების სადარი“ საქართველოს ზამთრის კურორტებს უცხოელი ვიზიტორები არც მეტი არც ნაკლები წყლის დეფიციტის გამო ტოვებენ. შობის წინა დღეს პრემიერ-მინისტრმა მთის კურორტებზე წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის წევრებთან საგანგებო შეხვედრა გამართა, თუმცა უკვე იმედგაცრუებული ტურისტისთვის ეს თუ რამეს ნიშნავს ჯერ კიდევ საკითხავია, რომ არაფერი ვთქვათ საერთაშორისო იმიჯზე. ფაქტია, რომ ტურიტების სიმრავლე ყოველთვის პოზიტიურ მოვლენად ვერ განიხილება, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქვეყნის ინფრასტრუქტურა შეიძლება საპნის ბუშტივით გასკდეს ვიზიტორების ჭარბი რაოდენობის გამო.


როგორც ცნობილია, გუდაურსა და ბაკურიანში წყალმომარაგების პრობლემა ახალი წლის დღეებში დაიწყო და პრობლემის აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ადგილზე ამ დრომდე არ ჩასულა არც ერთი მინისტრი. გუშინ პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციასი საგანგებო შეხვედრა გამართა, რომელსაც მაია ცქიტიშვილიც ესწრებოდა. 



დღეს მან  ბაკურიანსა და გუდაურში უწყლოობის მე–5 დღეს ბოდიშიც მოიხადა. 


მინდა, ბოდიში მოვუხადო იქ მაცხოვრებლებს და სტუმრებს, ვისაც წყალმომარაგების გამო პრობლემები შეექმნა. ეს პრობლემები გუდაურში რედკოს მოსახლეობას შეექმნა, მაშინ, როდესაც მთელ გუდაურში ჩვეულებრივ არის წყალმომარაგება, ანალოგიური მდგომარეობაა ბაკურიანშიც, ორ ქუჩაზე არ არის წყალი. წყალმომარაგების კომპანია პრობლემაზე უწყვეტად მუშაობს,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის დირექტორი ეკატერინე გალდავა თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ის გრიგოლ მანდარიამ ჩაანაცვლა.



მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up