„ხელფასი და დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიღწეული ტემპით კმაყოფილები ვართ“

„ხელფასი და დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიღწეული ტემპით კმაყოფილები ვართ“

access_time2017-01-20 15:00:54

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მონაცემებს იმასთან დაკავშირებით, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდებოდა, არ ეთანხმება. დეპუტატს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობაზე საუბრისას 2012 წლის სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს და აცხადებს, რომ იმ პერიოდთან შედარებით 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

 


„საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა დღეს არის გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო 2012 წელს. მაშინ შემწეობას იღებდა 511 000 ადამიანი, ახლა კი 476 000 ადამიანი. 2016 წელს კი იმიტომ გაიზარდა, რომ 2015-ში მოხდა კრიტერიუმების გადახედვა და შეუჩერდა ძალიან ბევრს სოციალური შემწეობა. ამასთან, შეიცვალა შეფასების კრიტერიუმი, გაიზარდა ქულების რაოდენობა და ამიტომაც უფრო მეტ ადამიანს იღეებს შემწეობას", - განუცხადა ზოიძემ „კომერსანტს".

 

2012 წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა მართლაც მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. 2013 წელს კი ახალმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შემწეობის მიმღებთა ბაზა გადაეხედა. შედეგად კი სიიდან რამდენიმე ათეული ათასი ადამიანიც ამოიღეს. შესაბამისად, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა სწორედ იმ პერიოდში შემცირდა. ქულების მინიჭების სისტემა 2015 წლის მაისიდან შეიცვალა, 2016 წლის იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით კი შემწეობის მიმღებთა რიცხვი მუდმივად იზრდებოდა. 

 

თუმცა მიუხედავად ამისა, აკაკი ზოიძე აცხადებს, „ბაზაში ჩანაწერების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული".


 

რაც შეეხება, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობის ზრდას, აკაკი ზოიძე არც ამას ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ თუ მართლაც გაიზარდა, ამის მიზეზი იქნებოდა ის, რომ „ახლა ბანკები სესხებს რისკიან ადამიანებზე გასცემენ, რაც პრობლემაა. ამიტომაც გახდა აუცილებელი რეგულაციების ამოქმედება სესხების გაცემასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ზოიძემ.

 

„ზოგადად, მოსახლეობის შემოსავლები გაზრდილია, საშუალო ხელფასიც გაზრდილია, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც გვინდოდა. საშუალო ხელფასმა ეკონომიკაში პირველად მიაღწია 1000 ლარს, სამუშაო ადგილების რაოდენობა კერძო სექტორში 56 000-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შედეგით კმაყოფილები არ ვართ, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც წელში „გადატეხავდა" იმ პრობლემას, რასაც სიღარიბე და სტრუქტურული უმუშევრობა ჰქვია. ტენდენცია არის დადებითია, თუმცა არა საკმარისად სწრაფი. ასე რომ, ხელფასი და დასაქმებულთა რიცხვი გაიზრდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მიღწეული ტემპით კმაყოფილები ვართ", - განაცხადა ზოიძემ.

 

მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს, მთავრობა აქტიურად მუშაობს. „4 პუნქტიანი გეგმა ითვალისწინებს 200 000 მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას. ამით შევძლებთ მოვაგვაროთ ის პრობლემა, რასაც უმუშევრობა და სიღარიბე ჰქვია. ეს არის ის გზა, რომელზეც მეთოდურად უნდა ვიმუშავოთ", - დასძინა ზოიძემ.

 

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად ბიზნსმენმა განუცხადა. მისი ინფორმაციით,ქარხანა 2021 წელს გახსნება,შესაბამისად, ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც აღმოჩნდა,...


მსგავსი სიახლეები

up