„ხელაღებით არ შეიძლება ქალი იმაში დაადანაშაულო, რატომ არ წამოვიდა მოძალადისგან, როცა მასზე პირველად იძალადეს“

„ხელაღებით არ შეიძლება ქალი იმაში დაადანაშაულო, რატომ არ წამოვიდა მოძალადისგან, როცა მასზე პირველად იძალადეს“

access_time2022-11-24 22:30:49

რადიო „კომერსანტის“ ეთერში გადაცემაში „ბიზნესი და სამართალი“ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის მოსამართლე ნათია ბარბაქაძემ ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ სტატისტიკის მაჩვენებლის მიხედვით ძალადობის მსხვერპლი ქალების მომართვიანობა მზარდია.


ნათია ბარბაქაძის თქმით, კანონი ძალადობის რამდენიმე ფორმას განსაზღვრავს. ესენია: ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობა და უგულებელყოფა.


„როცა ფიზიკურ ძალადობაზეა საუბარი, ეს უპირობოდ სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. ასეთ დროს პირი შეიძლება ბრალდებული გახდეს და მტკიცებულებათა არსებობის შემთხვევაში - დაისაჯოს. ფსიქოლოგიურია ძალადობა, როცა მას ერთჯერადი სახე აქვს და არ არის სისტემატური. ასეთი დანაშაული ადმინისტრაციული წესით ისჯება. შემაკავებელი ორდენი გამოიწერება 1 თვით და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია იკრძალება. დამცავი ორდენს რაც შეეხება, მას სასამართლო გასცემს და 9 თვემდე ვადით კომუნიკაციის აღკვეთას ითვალისწინებს,“ განმარტავს ნათია ბარბაქაძე.


მისივე თქმით, ფიზიკური ძალადობა, რომელმაც გამოიწვია ტკივილი, ნაკლებად მძიმე დაზიანება, მძიმე დაზიანება, მკვლელობის მცდელობა და ოჯახის წევრის მკვლელობა დამამძიმებელი გარემოებით - უკვე სამართლებრივი წესით ისჯება.



„ისეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ოჯახური ძალადობის საქმეებში ბევრი მტკიცებულება არ არსებობს ხოლმე. როგორც არ უნდა ეცადოს გამოძიება მტკიცებულებების მოძიებას, ისინი ვერ იარსებებს. ამ შემთხვევაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა - მოწმეთა ნაკლებობა.


ამას გარდა, ძალადობის მსხვერპლს ძალიან უჭირს მოძალადისგან წამოსვლა, რომ არაფერი ვთქვათ შესაბამის ორგანოებისთვის ფაქტის შეტყობინებაზე. ამის მრავალი მიზეზი არსებობს: ზოგჯერ მსხვერპლს მოძალადესთან სიყვარული აკავშირებს, ხშირად კი თავს შვილების გამო იკავებენ, ხან კი ქალს თმენას და მოძალადესთან ცხოვრებას ეკონომიკური დამოუკიდებლობის არქონა აიძულებს. ხელაღებით არ შეიძლება ქალი იმაში დაადანაშაულო, რატომ არ წამოვიდა მოძალადისგან, როცა მასზე პირველად იძალადეს. ზოგჯერ ენის ბარიერიც არსებობს. საქართველოს ყველა მოქალაქემ არ იცის ქართული, არ აქვთ ინფორმაცია, რომ თარჯიმნით მომსახურება არსებობს, არ იციან სად მივიდნენ, ვისთან და ა.შ. ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ სახელმწიფო მათ გვერდით დაუდგება. მთავარია გაბედონ, მიიღონ გადაწყვეტილება და ხმა ამოიღონ“, აღნიშნა ნათია ბარბაქაძემ.


გადაცემის სტუმარმა ძალადობის შემსწრე ბავშვის ფაქტორზეც ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ძალადობა პირდაპირ ბავშვის მიმართ არ ხორციელდება ეს არ ნიშნავს, რომ ბავშვი ძალადობის მსხვერპლი არის. როცა საყვარელი ადამიანის მიმართ, მაგალითად დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობას ხედავს, ეს ბავშვზე ძლიერად ზემოქმედებს. კვლევებით დადგენილია, რომ 7-ჯერ უფრო მეტად იქცევიან მოძალადეებად ის ბავშვები, ვინც თვითონ იყვნენ ძალადობის მსხვერპლი. აქ არ აქვს მნიშვნელობა პირადად განიცდიდნენ ბავშვები ძალადობას, თუ ამის შემსწრეები იყვნენ. მშობლების ჭეშმარიტი ინტერესი არის ის, რომ ბავშვებმა მშვიდ გარემოში, ძალადობის გარეშე იცხოვრონ,“ განაცხადა ნათია ბარბაქაძემ.


მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა




მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება

მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად 20% იქნება
access_time2022-12-05 14:12:49
მთავრობა საბანკო სექტორს მოგების გადასახადს 5%-ით უძვირებს. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, მოგების გადასახადი ბანკებისთვის 15%-ის ნაცვლად, 20% იქნება. „მოგების გადასახადი ბანკებისთვის იქნება 20%, ნაცვლად 15%-ისა და ამით ჩვენ დამატებითი შემოსავლების მიღებას ვვარაუდობთ 2024 წლიდან. ასევე, მოგების გადასახადს ბანკები გადაიხდიან ფინანსური აღრიცხვის ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ჩვენ ვაფასებთ ბანკების როლს...

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა

მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა
access_time2022-12-05 14:15:05
საქართველოს მთავრობამ კლიმატური და ბალნელოგიური კურორტების არსებული მდგომარეობა შეაფასა და ნაწილის პროვატიზება გადაწყვიტა. როგორც მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, მთავრობა აღნიშნული კურორტების მაქსიმალური პოტენციალის ათვისებას აპირებს, ღარიბაშვილის თქმით,  300-ზე მეტი კლიმატური და ბალნელოგიური კურორტიდან 100-ის მდგომარეობა შეფასდა და საბოლოო ჯამში ნაწილის გასხვისების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან

საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს ჯამში 2.81 მლრდ აშშ დოლარს ედავებიან
access_time2022-12-05 14:20:10
2022 წლის 23 სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 7 მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა შეადგენს დაახლოებით 2.81 მლრდ აშშ დოლარს (7.87 მლრდ ლარს), რაც 2021 წლის მშპ-ს 13%-ს შეადგენს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული. „საერთაშორისო არბიტრაჟებში დავების ფარგლებში, განსაკუთრებით იმ დავების, რომლებიც მასშტაბურია დავის თანხის თვალსაზრისით და უკავშირდებიან მსხვილ პროექტებს,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანია „ტრანსპორტერი“ გახდა
access_time2022-12-05 12:25:03
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განაგრძობს აქტიურ ზრდას, ამჯერად ასოციაციას კომპანია „ტრანსპორტერი“ შემოუერთდა, რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ, რეკრეაციული ტექნიკის, მოტოტექნიკის, სამებაღეო-სატყეო და აგრო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოს წამყვანი 100-მდე ბრენდის ექსკლუზიური დისტრიბუტორია ამიერკავკასიის რეგიონში. აღსანიშნავია, რომ ტექნიკასთან ერთად, ტრანსპორტერი ბრენდირებულ აქსესუარებსა და ტექნიკურ სერვისს სთავაზობს მომხმარებელს. ტრანსპორტერი ოფიციალურად...

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში

როგორი COVID სტატისტიკაა მსოფლიოში
access_time2022-12-05 13:30:55
ამერიკული ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ორშაბათს დილის მდგომარეობით მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 645 მილიონ 284 ათას 347 მიაღწია. მსოფლიოში ვირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე COVID-19-ით ინფიცირების შედეგად 6 მილიონ 640 ათას 939 ადამიანი გარდაიცვალა. 30 მილიონზე მეტი ინფექციის მქონე ქვეყნებში შედის აშშ, ინდოეთი, საფრანგეთი, ბრაზილია და გერმანია. ინფიცირებულთა და ინფექციის შედეგად გარდაცვლილთა...


მსგავსი სიახლეები

up