გარემოს ზედამხედველობა ფუნქციას ვერ ასრულებს - ხე-ტყის უკანონო ჭრით სახელმწიფომ 20 მილიონი იზარალა

გარემოს ზედამხედველობა ფუნქციას ვერ ასრულებს - ხე-ტყის უკანონო ჭრით სახელმწიფომ 20 მილიონი იზარალა

access_time2021-06-08 11:00:21

საქართველოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ტენდენცია დღემდე გრძელდება, რასაც სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც ადასტურებს. დოკუმენტი 2017-2019 წლებს ეხება. დასკვნის მიხედვით სიტუაცია გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ სააგენტოს აღარ აქვს უკანონო ჭრების გამოვლენის და მათზე რეაგირების უფლებამოსილება, ხოლო გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომ − გზდ) მრავალფუნქციური დატვირთვისა და ადამიანური რესურსის სიმცირის გამო, აკონტროლებს მხოლოდ ტყეში შესასვლელ/გამოსასვლელ გზებს, რომელთა შორის მანძილი, დაახლოებით, 30 კმ-ია. შედეგად, არ არის უზრუნველყოფილი ტყის სრულყოფილი კონტროლი.


ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ტყეების სრული მონიტორინგი ტყის მცველების მიერ უნდა ხორციელდებოდეს, კონტროლის გაუმჯობესების მიზნით კი საქმეში დამატებით სპეცტექნიკის ჩართვა იქნებოდა უკეთესი, რაც არ ხორციელდება. დასკვნის თანახმად სოციალური ჭრებიც არაგეგმაზომიერად ხორციელდა. საერთო ჯამში კი უკანონო ჭრებით 2017-2019 წლებში სახელმწიფომ 20 მლნ ლარით იზარალა.


იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ათწლეულები ტყეების სრულყოფილი ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა, აუდიტის ანგარიშშიც რიცხვები მიახლოებულია, გარკვეული ტენდენციები კი მაინც იკვეთება. მიუხედავად იმისა, რომ გაზიფიცირებული სოფლების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, შედარებით დაბალი ფასის გამო რეგიონებში შეშა კვლავ გათბობის ძირითად საშუალებად რჩება. ერთის მხრივ ოფიციალურად მოსახლეობა მათთვის გამოყოფილ რესურსს სრულად არ ითვისებს, მეორეს მხრივ რეალურად მათ მიერ მოხმარებული მერქნის მოცულობა კვოტებს აჭარბებს, რაც არალეგალურ ჭრებზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.



დამატებით პრობლემას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ საქართველოში მერქნის ნარჩენის (ნახერხი, ასხეპილი წვრილი ტოტები, ნაფოტები) საწვავად გამოყენება თითქმის არ ხდება, რაც ახალი ჯანმრთელი ხის მოჭრისა და ბუნებრივი გაზის იმპორტის ზრდის საჭიროებას აყენებს.


დარღვევების აღმოჩენის გარდა, აუდიტის სამსახურმა პრპბლემების მოსაგვარებლად რამდენიმე რეკომენდაციაც გასცა. რეკომენდაციების თანახმად უნდა გაძლიერდეს კონტროლი, როგორც ადამიანური რესურსებით, ასევე სპეცტექნიკის გამოყენებით. საჯარო დაწესებულებებმა მოთოვნილი მერქნის საჭიროება უნდა დაასაბუთონ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up