XC40 Recharge პირველი სრულად ელექტრო მოდელი ვოლვოს ოჯახში

XC40 Recharge პირველი სრულად ელექტრო მოდელი ვოლვოს ოჯახში

access_time2020-02-10 13:23:53

2019 წელს Volvo Cars-მა 46 000 დამუხტვადი ჰიბრიდი გაყიდა, რაც 23%-იან ზრდას შეადგენს 2018 წელთან შედარებით და 2017 წლის გაყიდვების გაორმაგებულ რაოდენობაზე მეტია. 2019 წლის პირველ კვარტალში დამუხტვადმა ჰიბრიდულმა ავტომობილებმა ვოლვოს მსოფლიო გაყიდვების 20%-ზე მეტი შეადგინა. ამასთანავე კომპანია მიზნად ისახავს, 2025 წლისთვის მთლიანი გაყიდვების 50% სრულად ელექტრო ავტომობილები იყოს, ხოლო დანარჩენი - ჰიბრიდები.



კომპანია ასევე მიისწრაფვის მუდმივად და მყარად იზრდებოდეს დამუხტვადი ავტომობილების კონფიგურაციების შერჩევის კუთხით ონლაინ რეჟიმში, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტლის განმავლობაში დაახლოებით ყველა კონფიგურაციის ერთ მესამედს ითვლის.



„ნათელია, რომ მომხმარებლებს მოსწონთ რასაც ჩვენს დამუხტვადი ავტომობილების სამოდელო რიგში ხედავენ“, განაცხადა ვოლვოს მსოფლიო კომერციული ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა ბიორნ ენუოლმა, „ჩვენი დამუხტვადი ავტომობილები ყველაფერია, რასაც მომხმარებელი ვოლვოსგან ელოდება, ამას ემატება ულტრათანამედროვე სრულად ელექტრო ან დამუხტვადი ჰიბრიდის ძალური აგრეგატები“.



XC40 Recharge P8 პირველი სრულად ელექტრო მოდელია ვოლვოს ოჯახში. იგი Volvo Cars-ის ჭეშმარიტი ქვაკუთხედია, როგორც კომპანიის პირველი სრულად ელექტრო ავტომობილი და პირველი ვოლვო - უახლესი საინფორმაციო და გასართობი სისტემით, რომელიც „ანდროიდის“ საოპერაციო სისტემით ფუნქციონირებს.



როგორც ყველაზე გაყიდვადი XC40 SUV-ის სრულად ელექტრო ვერსია, პირველი ვოლვო რომელმაც წლის ევროპული მანქანის პრესტიჟული ჯილდო დაიმსახურა, XC40 Recharge P8 დაფუძნებულია კომპაქტურ მოდულურ არქიტექტურაზე (CMA). XC40 Recharge P8 ყველა წამყვანი თვლით, ერთი დამუხტვით გადის 400 კმ-ზე მეტ მანძილს და გააჩნია 408 ცხენის ძალა, სწრაფი დამუხტვის სისტემით ბატარეა 40 წუთში იმუხტება თავისი მოცულობის 80%-მდე.



„ანდროიდის“ ტექნოლოგიაზე მომუშავე საინფორმაციო-გასართობი სისტემა მომხარებელს სთავაზობს უპრეცედენტო პერსონალიზაციას, ჩამონტაჟებულ გუგლის ტექნოლოგიას და სერვისებს, როგორიცაა: Google Assistant, Google Maps და Google Play Store. XC40 Recharge P8 ასევე იღებს უფრო დიდ პროგრამულ უზრუნველყოფას და ანახლებს საოპერაციო სისტემას უკაბელო ინტერნეტით.



Volvo Cars-ის უსაფრთხოების ინჟინრებმა სრულად გარდაქმნეს და გააძლიერეს Recharge P8-ის ფრონტალური სტრუქტურა ძრავის არარსებობასთან მიმართებაში, იმისათვის, რომ ადამიანები ისევე უსაფრთხოდ იყვნენ, როგორც ნებისმიერ სხვა ვოლვოში. ბატარეა დაცულია ავტომობილის ძარის სტრუქტურის შუაში ჩამონტაჟებული დამცავი კარკასით. მისი მოთავსება ავტომობილის იატაკში ასევე ამცირებს ავტომობილის მიზიდულობის ცენტრს, გადაბრუნებისგან უკეთესი დაცვისათვის.




ფუნქციონალურობისადმი კომპლექსური მიდგომა უზრუნველყოფს დიდ შესანახ სივრცეს, მაგალითად კარებში, სავარძლების ქვეშ და სანივთეში. შიდაწვის ძრავის არქონა ნიშნავს, რომ ავტომობილში უფრო მეტი შესანახი სივრცეა, ვიდრე ჩვეულებრივ XC40-ში.


2021 წლიდან სრულად ელექტრო Volvo XC50 Recharge P8 საქართველოშიც იქნება წარმოდგენილი.


მანამდე კი შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ვოლვოს ავტომობილის კონფიგურაციის აწყობა და შეკვეთა ონლაინ - ვოლვოს საქართველოს გვერდზე - volvocars.com/ge..


დამატებითი ინფორმაციისთვის, ან ტესტ დრაივზე ჩასაწერად ეწვიეთ „ვოლვო საქართველოს“ შოურუმს მისამართზე - დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. ან დაუკავშირდით ქოლცენტრს: 224 42 42.


(R)



თეგები:
Volvo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up